მკითხველი


კითხვას მივეჩვიე, მკითხველად ჩამოვყალიბდი, სხვების აზრებით გამოვიტენე თავი და შედეგად წერა დამავიწყდა.

კინოთეატრებში დარიგებული პიტნის წითელი კანფეტები არ ამომდის თავიდან, წარწერით – „როდის მომიყვანთ?“ „შემოდგომაზე!“

გადავერთე, ისევ მეორე პლანზე გადავწიე საკუთარი თავი და სხვების თავბრუდამხვევი ცხოვრებით დავიწყე არსებობა.

ეჭვები მკლავს, მგონია რომ ჩემი რჩეული პერსონაჟი უჩემოდ უტყდება სიყვარულში ჩემზე გვარიანად ახალგაზრდა ქალბატონს, დაუსრულებლად იმეორებს ერთსა და იმავეს და მეც დაუსრულებლად ვიმედოვნებ რომ სხვა პასუხს მიიღებს, არადა არაფერი იცვლება.

***

ყურადღებით მისმენს, ლამის ვევედრები რომ რამე დამინიშნოს, ისეთი სიცოცხლის სურვილს რომ დამიბრუნებს. მაცდის საუბარს, არ მაწყვეტინებს, ასე მგონია არსად ეჩქარება მეთქი და ვცდილობ მისი უჩვეულო სიმშვიდიდან აზრი გამოვიტანო, თუმცა ამაოდ.

ბოლოს შეუმჩნევლად მიღიმის და მეუბნება: – ეს თქვენი ხასიათია, საკუთარი თავისგან ვერავინ განგკურნავთ.

მეც ვიღიმი საპასუხოდ, ვიღიმი იმიტომ რომ არასოდეს მეგონა ამას სხვა თუ მეტყოდა, არადა ეს სცენარი ათასჯერ მაინც მქონდა გათამაშებული გონებაში.

სიტყვა სიყვარულზე ვარდება, მისგან ისევ ორაზროვან დუმილს ვიღებ პასუხად. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ მპასუხობს – თქვენთვის სიყვარული, ჩვენ კი ამას აკვიატებას ვეძახით.

ვინ თქვენ მეთქი ვაპირებ ვკითხო, მაგრამ ვხვდები რომ პასუხი ისედაც ნათელია.

საკუთარ თავზე დაკვირვება უნდა ვაწარმოო, ამას მირჩევს და ვხვდები რომ მართალია, მეუბნება – „გაიხსენე ყველა ის პერიოდი როდესაც თავს კარგად, ბედნიერად გრძნობდი, შემდეგ დაფიქრდი მიზეზებზე რომლებიც გაიძულებდნენ ასე ყოფილიყავი, მერე დაჯექი და პარალელები გაავლე, საერთო იპოვნე. საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარება, სხვების მოდელს შენზე ვერავინ მოარგებს, პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა ბედნიერებისთვის, ნუ შეიზღუდავ თავს, თამამი მიზნები დაისახე.“

კარგი რეცეპტია – ვფიქრობ ჩემთვის – ჰო კარგი რეცეპტია, მაგრამ საკუთარი თავის უუნარობას რა მოვუხერხო?!

***

–        ხომ იცი გაზაფხული ყველა ქუჩაზე ერთად არასოდეს დგება, ასე რომ იყოს აუცილებლად დაიწყებოდა ტიტრები და ცხოვრების დასასრულს ვიზეიმებდით კადრის კუთხეში მიკუჭულები. შენ სიგარეტით ხელში იდგებოდი, თავი გექნებოდა მაღლა აწეული და ხელები ცისკენ აშვერილი, მე იქვე ვიქნებოდი ჩამომჯდარი, იდიოტური ღიმილით დაგაკვირდებოდი, იდიოტური ოღონდ ბედნიერი ღიმილით.

–        და ფონად აუცილებლად დაუკრავდა რომელიმე სიმღერა ალბომიდან Odessey & Oracle. – ვპასუხობ მე.

–        და მაინც რამდენი წყვილი გამოუტყდა ერთმანეთს სიყვარულში პიტნის კანფეტით?

–        და შემოდგომაზე რამდენმა იქორწინა?

ალჟირში წასვლა მომინდა.

Advertisements

8 thoughts on “მკითხველი

  1. მრავალწლიანი აჩემება-მინდა ვიცხოვრო სხვისი ცხოვრებით… მგონი წერაც ამიტომ ავიკვიატე… ალბათ თეატრიც იმიტომ მიყვარს ასე. აკვიატებული ფრაზა საყვარელი წიგნიდან-“ისტორიებს ტანსაცმელივით ვიზომებ ტანზე”… +1

    Like

    1. ზუსტად, ასე ზუსტად არაფერი გამოხატავს ჩემ განწყობას -”ისტორიებს ტანსაცმელივით ვიზომებ ტანზე” 🙂

      Like

  2. ზოგჯერ გვავიწყდება რომ წინასწარ გამოწერილი რეცეოტები არ არსებობს. ზოგჯერ ჩვენი საკუთარი იმდენად მოსაწყენია, სხვისი მოდელებუის მორგებით ვერთობით და მერე ეს ყოფაში გადაგვდის…

    Like

  3. როგორ მევასები!

    თუმცა ეს – „გაიხსენე ყველა ის პერიოდი როდესაც თავს კარგად, ბედნიერად გრძნობდი, შემდეგ დაფიქრდი მიზეზებზე რომლებიც გაიძულებდნენ ასე ყოფილიყავი, მერე დაჯექი და პარალელები გაავლე, საერთო იპოვნე. საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარება, სხვების მოდელს შენზე ვერავინ მოარგებს, პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა ბედნიერებისთვის, ნუ შეიზღუდავ თავს, თამამი მიზნები დაისახე.“ – 100%-იანია 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s