ფონეიდოსკოპი


ერთ დღეში ყველა სტადია გავიარე, შეგუებამდე რომ მივედი სტადიებს მიღმა აღმოვჩნდი და სადღაც ჩავრჩი.

შეგუებულები ბედნიერებას არ განიცდიან, საერთოდ არაფერს განიცდიან, იმიტომ რომ შეგუება მდორე ემოციაა, უაზროდ მიმდინარეობს და გულის აჩქარების შანსს არ გიტოვებს.

არადა ვის რაში არგია ეს გულის აჩქარება? მონოტონური ბაგა–ბუგი მირჩევნია ყველაფერს. მერე რა რომ კარდიოგრამა სხვა რამეს აჩვენებს, ფეხებზე მკიდია რას ფიქრობენ ავტომატები ჩემს გულზე, მე ვიცი რომ შეგუება მდორე ემოციაა და მე ზუსტად იმ ფაზაში ვარ, რომელსაც ფაზებს მიღმა ყოფნას უწოდებენ.

გულის დარტყმების შეჯიბრი მოვაწყოთო შემომიჩნდა, ფონეიდოსკოპები დავიჭირეთ და ერთმანეთის გულის ცემის დათვლა დავიწყეთ. მაჯობა! მე უფრო ხშირი გულისცემა მქონდა, შემდეგ აიკვიატა გულს გიჩქარებო და შემეშინდა რომ მართალი იყო.

არასწორად დათვალა იმ ნაძირალამ, დამშვიდობებისას პულსზე მოვუჭირე ხელი და საკუთარს შევადარე, გავბრაზდი და ფაზების წრეზე წავედი.

–        ტირილის დროს ცრემლები ორთქლდება? – მივაძახე.

–        ალბათ. – მიპასუხა მოგუდული ხმით და სიგარეტის მოსაკიდებლად გაჩერდა.

–        ე.ი. თეორიულად შესაძლებელია რომ წვიმის დროს ვიღაცების ცრემლებიც გვაწვიმს.

–        ალბათ. – გამიმეორა.

მთელი დღე სისულელეებს ვროშავდი, არადა ყველაზე მეტად ამ სენტიმენტალურ მარაზმებს ვერ ვიტან.

ფონეიდოსკოპი ავიღე და ქუჩაში გავედი.

–        შეიძლება თქვენი გულისცემა დავთვალო? – ვკითხე პირველივე შემხვედრს… პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა.

ერთი მოხუცი დავიყოლიე და თვლა დავიწყე. ჩემზე ცოცხალი იყო.

მივწერე – „ორივე მკვდრები ვართ.“

მიპასუხა – „როგორც გაირკვა შენ უფრო!“

 

Advertisements

15 thoughts on “ფონეიდოსკოპი

  1. კარგი დაკვირვებაა, იგებს ის, ვინც მკვდარია 🙂 თუ ასეთია შენი პრაგმატული მდგომარეობა, წარმოვიდგინე გულის ცემის სიმძაფრე სხვა დროს. 🙂 წარმოიდგინე, ის ტირილი გაწვიმს, წყლად იქცევა, სვამ და იგივეს ტირიხარ. ნუთუ ამგვარ პირობებში შესაძლებელია ახალი ცხოვრების დაწყება? 🙂 ანივეი, ჩემებურად მომდის 🙂

    Like

    1. არადა მართალი ხარ, მაგ წრეზე აღარ დავფიქრებულვარ, ერთმანეთის ცრემლებს ვსვამთ და შემდეგ ვღვრით 🙂
      ახალი ცხოვრების დაწყება დღევადელი დღის მთავარი თემაა ჩემთან, დილა “რას ვიზამდი” გეგმების მოყოლით დავიწყე და ისე გავერთე რომ 1 საათი მჯეროდა შეიძლება გამოვიდეს მეთქი 🙂

      Like

      1. Rusa

        ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ადვილად მიჩუყდება გული და განსაკუთრებულად მძაფრად შევიგრძნობ საკუთარ სისუსტეებს… სიბერემ იცის ალბათ 🙂 ჰოდა, ამ წვიმაში ბევრი იქნება ჩემი წილიც 🙂

        როგორ მომწონხართ, ფინიკი და ანა ბლუმ 🙂

        Like

      2. ცოტა ხნის წინ მეც მქონდა “ადვილად აჩუყებადობის” პერიოდი, უკვე გამიარა. დიდი ხანია აღარ მიტირია ისე, არადა განტვირთვისთვის კაია 🙂

        მეც მომწონხართ რუსა და ქალბატონო ბლუმ 🙂

        Like

  2. ჩემი გული სულ სადღაც გარბის… ბავშვობიდან… ექიმები ამას ტაქიკარდიას ეძახიან, მე კი სწორედ მაგ შეუგუებლობას და ზედმეტად ემოციურობას…

    Like

    1. მეც ხშირად მიჩქარდება ხოლმე გული 🙂
      შეუგუებლობა და ემოციურობა ძალიან კარგი თვისებებია 🙂

      რატომღაც ბოლო პერიოდში შეგუება დავიწყე, არადა ადრე ასე არ ვიყავი 🙂

      Like

      1. ხო, იცის მაგან, გინდა თუ არ გინდა, შემოგესწავლება… მაგრამ რომ დააკვირდე, ყოველი შეგუების ფაზა, გინდაც დადგეს, მაინც გულის ფართხალის მომატების შემდეგ დგება…მარა ისევ ახალი გაჩნდება ასაფართხალებელი და ასე…

        Like

  3. შენი პოსტების წაკითხვის შემდეგ მართლა ვერ ვხვდები, როგორ გამოვხატო ის ემოცია, რომელსაც განვიცდი ხოლმე,
    არაჩვეულებრივად წერ!!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s