ძველებურად


ველოსიპედით ავედევნებოდი ჩემ ოცნებას ველოსიპედი რომ მყავდეს, ან ოცნება რომ მქონდეს. გავუშვებდი საჭეს ხელს და თვალდახუჭული ვიგრძნობდი ნანატრ სიახლეებს, ცვლილებების იარლიყს რომ არ მივაკრავდი ისეთს.

მითხრეს არ იოცნებოო და შევწყვიტე, მითხრეს რამდენიმე მე გყავსო და დავიჯერე, ისიც მითხრეს მოდუნდი და მიზანზე იფიქრეო, ჰოდა მოვდუნდი, დათქმული დრო რომ გავიდა ვუთხარი ველოსიპედი მინდა მეთქი და მითხრეს არ იოცნებოო. იმდენი რამ მასწავლეს დავიჯერე სრლყოფამდე სულ ცოტა მაკლია მეთქი, ამაყად შევაბიჯე დარბაზში და უკანასკნელი გაკვეთილის მოსმენა დავიწყე, მითხრეს რომ მდგომარეობა უიმედო იყო და ყველაფერი მხოლოდ ამის გასაგებად ამიხსნეს.

ველოსიპედი არ ვიყიდე, არც თვალები დამიხუჭავს და არც ცვლილებებისთვის მიწოდებია სიახლე, ერთი ეგაა ჩემი კარგად დატკეპნილი ბილიკი იმაზე ძლიერად შემიყვარდა ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. მიყვარს საღამოობით უკანა გზაზე დილით დატოვებულ ნაფეხურებს რომ ვაწყდები, მუდმივობის და საიმედოობის განცდა მაქვს. უცვლელობის და სტაბილურობის, იმ სტაბილურობის ერთდროულად სიგიჟემდე რომ მიყვარს და სულის ამოხდამდე რომ ვერ ვიტან.

Advertisements

14 thoughts on “ძველებურად

  1. ველო გინდა, გჭირდება … ქარის შეგრძნება სახეზე. მერე საჭეს ხელებს რომ გაუშვებ და მიქრიხარ. მიფრინავ …

    Like

  2. აი, თურმე რას გულისხმობენ ადამიანები, როცა პასუხობენ: ძველებურად.
    და აი, თურმე რატომ უნდა იკითხე ჩემთვის და მგონი ყველასთვის საძულველი კითხვა: რა ხდება ახალი? 🙂

    Like

    1. არადა არც მე მიგულისხმია ოდესმე ამ “ძველებურად”–ში ეს 🙂 ამ პასუხს იშვიათად ვცემ, თუმცა თუ ვამბობ არაფერს ვგულისხმობ ხოლმე როგორც წესი 🙂
      მეც ვერ ვიტან მაგ კითხვას 🙂

      Like

      1. მე კი იმას დავაკვირდი, ველოსიპედი რომ მაგალითად მოიყვანე.
        ჯერ ეს ერთი, ველოსიპედის გამოგონება, – ტერმინი ძველის ”გამოგონებას” ნიშნავს. თან ველოსიპედი ისაა, რის ტარებასაც ჩვევების გამომუშავება სჭირდება. ჩვევების ქონა კი ძველ წრეზე ტრიალს.
        არ ვიცი ეს იგულისხმე თუ არა, მაგრამ შენ ველო გინდა, ანუ ისევ წრეზე ტრიალი.

        წარსულში ვერ ეშვები რაღაცას რა.

        Like

      2. WOW უნდა ვაღიარო რომ ჩანაფიქრი ეს არ ყოფილა და ყველაფერი გაცილებით პრიმიტიული იყო, უბრალოდ დამკრა თავში 🙂
        და სხვათაშორის მართალი ხარ, წარსულს ვერ ვეშვები.

        Like

  3. მომწონს! ^^ დარწმუნებული ვარ ნაფეხურები საკმაოდ ღმაა და მკაფიო! ნამდვილად კარგი შეგრძნებაა, ვგონებ! (დიდი არაფერი ნაფეხურია არაა ჯერ ჩემს განვლილ გზაზე (ჯერ-ჯერობით 😉 ))

    Like

    1. მიხარია რომ მოგწონს ^ ^ ძალიან ბევრი ნაფეხური იქნება შენ გზაზეც დარწმუნებული ვარ, ისეთი სასიამოვნო ემცოების რომ აღძრავს 🙂

      Like

  4. არა, რა პრიმიტიული, მითუმეტეს თავში დაკრული.
    რაც უფრო შემთხვევითია ინსტინქტი, უფრო საფუძვლიანიაო, ხომ იცი.
    თან დღეს სიძველეებზე ვწერდი და ბოლო აბზაცები დამრჩა და მაინც გამოვაქვეყნებ.
    თორემ შენი ნაწერები თუ ვიკითხე, მსგავსი თემების შიშით, დავრჩი უპოსტოდ 🙂

    Like

    1. საინტერესო დასკვნა იყო 🙂 დავფიქრდი 🙂

      ჰო, შენი პოსტების კითხვის დროს ლამისაა მეც ენა ჩავიგდო ხოლმე, ხშირად ვემთხვევით 🙂 🙂

      Like

  5. “უცვლელობის და სტაბილურობის, იმ სტაბილურობის ერთდროულად სიგიჟემდე რომ მიყვარს და სულის ამოხდამდე რომ ვერ ვიტან.” ^.^

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s