სიტკბოს გარეშე


მუსიკა კულმინაციას აღწევს და წამებში ჩუმდება, ჩუმდება ზუსტად იმ მომენტში კითხვას რომ ვამთავრებ და სამ წერტილს დანანებით რომ ვუყურებ. „უნდა გაგრძელებულიყო“ – ვფიქრობ – „ყველაფერი გათვალა!“ – ვაგრძელებ – „მუსიკა და ტექსტი ერთდროულად დამთავრდა. 10 წუთამდე ვიყავით ერთად, შემდეგ დავიშალეთ.“ – ვფიქრობ და ტელეფონისკენ ვაპარებ თვალს, ვიცი რომ რამდენიმე წუთში დაიწყებს რეკვას და მეც „ალო“ მექნება სათქმელი, ჰო ის „ალო“ რომლის თქმასაც ვერაფრით შევეჩვიე.

სავსე ვარ, მგონია რომ ზომაზე მეტი დავლიე.

არა! ჩემ ორგანიზმს გონია რომ ზომაზე მეტი დალია. ჰო, ტუჩების დაბუჟებით ვგრძნობ რომ ჩემი ორგანიზმის დოზის გადაჭარბებას გძრნობს, არა, კი არ გძნობს განიცდის, განიცდის ჩემ გარეშე, მე არაფერს განვიცდი, იმის გარდა რომ მუსიკა და ტექსტი ერთდროულად დამთავრდა, ე.ი. შევეწყვეთ, ზუსტად ავაყოლე ნაბიჯი, არა ეს გამხატვრულება საჭირო არ იყო, ნაბიჯი კი არ ავაყოლე, ფიქრი, თვალები და ტუჩები ავაყოლე. ჰო, როდესაც განსაკუთრებული გატაცებით ვკითხულობ ტუჩებს ვაყოლებ ხოლმე პატარა ბავშვივით, ოღონდ კი არ ვჩურჩულებ, არა! არ ვჩურჩულებ, უბრალოდ ტუჩების მოძრაობით მიყვარს თავში ფიქრებად გაელვებული სიტყვების მოხაზვა.

ჩემი ორგანიზმი სიმთვრალეს განიცდის, კარგი სიტყვაა არა განიცდის?! ისეთი მთვრალია აქამდე რომ არასოდეს ყოფილა, ის ისაა ცუდად უნდა გახდეს რომ ბედნიერებას გრძნობს, ოღონდ ისეთს კი არა გადაჭარბებული სიტკბოსგან გულის რევამდე რომ მიყავხარ, არა ბედნიერებას გრძნობს ყოველგვარი გლუკოზის გარეშე.

მუსიკას თავიდან ვრთავ, ჟრუანტელი თავიდან მივლის და ტექსტის წაკითხვას არ ვჩქარობ, ვიცი რომ არსად მეჩქარება, დარწმუნებული ვარ რომ რაღაც აუხსნელი მიზეზით მაინც ერთად გავჩუმდებით, უფრო სწორედ ის გაჩუმდება მე კი ტუჩების მოძრაობას შევწყვეტ და ისევ ვიფიქრებ რომ უნდა გაგრძელებულიყო.

Advertisements

2 thoughts on “სიტკბოს გარეშე

  1. ხანდახან მომინდება ჩემმა ორგანიზმაც განიცადოს სიმთვრალე, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. ვერასოდეს ვერ ვსვამ იმდენს რომ დავთვრე.

    Like

    1. აქაც აუცილებელია შუალედის დაცვა, ზედმეტი ძალიან ცუდია, ნორმის კონტროლი რთული, თუმცა სასიამოვნო სიმთვრალე ძალიან კარგად ხსნის სტრესს 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s