მოდი ავჯანყდეთ


–        მოდი ავჯანყდეთ…

–        სისხლი დავღვაროთ?

–        ტუჩები შევიღებოთ წითლად…

გაჩუმდა და მუსიკა ჩართო, ჯერ თეძოების ნელი მოძრაობით აყვა, მერე წელი ნელა, მუსიკასთან ერთად დაუწვრილდა.

სიგარეტს მოუკიდა და კვამლში გაეხვა, აუჩქარებლად, კაბის ფრიალით მომიტრიალდა და ტუჩებში მოგდებულ ღერს ხელით ჩაებღაუჭა, მაგრად მოქაჩა და გააცოცხლა, წამში სული ამოხადა და ჰაერში გამოუშვა. დაუფიქრებლად მოვიყუდე არყით სავსე ბოთლი, თვალები სიწმრისგან ცრემლით ამევსო. ბუნდოვანი გახდა, ჩრდილივით უხმოდ მომიახლოვდა, ბოთლი გამომართვა და სიგარეტიანი ხელით მიიტანა ტუჩებთან, აენთო და ცეკვა განაგრძო.

ჰაერში ნაცნობი და საყვარელი სპირტის სუნი დატრიალდა, მივხვდი რომ დავეცით, ერთად, გაცნობიერებულად, კვამლით გაჟღენთილები, უხამსი სიმღერის სმენით გართულნი, დავეცით.

–        მოდი ავჯანყდეთ… – გამოვცერი დაბუჟებული ტუჩებით.

–        სისხლი დავღვაროთ? – მიპასუხა გამომწვევად.

–        ტუჩები შევიღებოთ წითლად… – გამეცინა.

–        დავეცეთ?

–        ოღონდ ადგომა არ დაგვავიწყდეს.

–        ვიცეკვოთ?

–        რო დავიღლებით გავჩერდეთ.

–        შევიცვალოთ?

–        გახუნებული სახე მოვისროლოთ სანაგვეზე.

–        გავცოცხლდეთ?

–        მკვდრები ვიყავით?

–        გავცოცხლდეთ?

–        ჰო!

სისხლი ამიდუღდა, მთვრალ უჯრედებად გაიშალა და ძარღვების კედლებს მოასკდა, ავფეთქდი, აგრესიის, ბრაზის გარეშე ვიფეთქე და სასიამოვნო ემოციებად გავიშალე ოთახში, ავალდი და სპირტად დავიღვარე, სიგარეტის მთელ კოლოფს შთავბერე სული რამდენიმე წამით და იქვე ამოვხადე, ოთახში გამოვუშვი და ბურუსში გავეხვიე. გავაღმერთე და თავი ღმერთად ვიგრძენი, სამყარო მუჭში მოვიმწყვდიე და ავჯანყდი, ავჯანყდი და ცეკვა დავიწყე.

–        მოდი ავჯანყდეთ… – დავუმარცვლე ყურთან.

–        გადავსხვაფერდეთ? – მიპასუხა წითლად შეღებილი ტუჩებით.

–        ჰო, ფერი ვიცვალოთ.

–        ყველა ფერი?

–        ჰო ყველა ფერი, ყველაფერი.

–        ძველი არაფერი დავიტოვოთ?

–        არა ფერი, არაფერი!

Advertisements

20 thoughts on “მოდი ავჯანყდეთ

  1. xat

    – ყველა ფერი?

    – ჰო ყველა ფერი, ყველაფერი.

    – ძველი არაფერი დავიტოვოთ?

    – არა ფერი, არაფერი!

    როგორ ძალიან მომწონს.
    განახლებული ფოტოების როგორ უხდება

    Like

  2. ჩქეფს ძარღვებში, ოღონდ ზოგჯერ დაღვარო უნდა რომ ახალი იშვას, გეცილებით მჩქეფარე, ახალი და გაცილებით წითელი … თუ არადა დამყაყდება, შედედდება…
    მშვენიერია … მე დავღვრი სისხლს, ვიცვლი ფერს და (ტუჩებზე რა მოგახსენო და.. ) ძველსაც აღარაფერს დავიტოვებ !

    Like

  3. kgkughkug

    ”დამყაყდება, შედედდება…”- ეს მაინც გარდაუვალია და სიბერე(ან სიბრძნე) ჰქვია მგონი,
    კი, ფერი ხშირად უნდა ვიცვალოთ ალბათ, ყველა ფერში უნდა გავზავდეთ,
    ”ძველსაც აღარაფერს დავიტოვებ !”- მაგრამ ახლის მშობელი ხომ ძველია და ამიტომ ახალი თავად შეიცავს ძველს, არა?

    Like

    1. ძარღვებში შედედებულ სისხლს ალბათ უფრო სიკვდილი ქვია.
      გააჩნია ვინ როგორ განსაზღვრავს ახალს 🙂

      Like

    2. არა, დამყაყება და შედედება მხოლოდ ჭაობი და სიკვდილია. იცვალე რათა არ დაბერდე. შეიძლება დაბერდეს სხეული და არა სული ! სიბრძნე კი მხოლოდ გამოცდილების გააზრებით მოდის და არა ასაკით !

      Like

  4. Rusa

    პერიოდულად მდინარესავით წამათრევს ჩემი რეჟიმი და რომ დავფქირდები, მაშინვე ვიწყებ აღმა ცურვას 🙂 მიყვარს ამბოხი 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s