ღიაა


ვიღაცამ რომ შენი მისამართი არ იცოდეს და ისე მოვიდეს, დაუკაკუნებლად შემოაღოს კარები, დაიაროს ყველა ოთახი, კედლებთან დიდ ხანს გაჩერდეს და ათვალიეროს, შენ საყვარელ სავარძელზე ჩამოჯდეს, ცოტა ხანს გიყუროს და შემდეგ გითხრას „მომწონს, ძალიან მომწონს აქაურობა, თუმცა მე ამ სავარძელს ოთახის მეორე კუთხეში დავდგამდი. აწი ხშირად გესტუმრები ხოლმე.“ ადგეს, სამზარეულოში გავიდეს, ყავა დაისხას, ნახევრამდე ჩაცალოს, შემდეგ ნაჩქარევი ნაბიჯით გავიდეს სახლიდან და იმ მისამართზე გაეშუროს, სადაც უკვე დიდი ხანია დადის და სადაც დიდი ხნის წინ ზუსტად ისე დაუპატიჟებლად მივიდა, როგორც შენთან. იქ უკვე ელოდებიან. ხელებს ავარჯიშებს ხოლმე მისვლამდე, იცის, რომ რაც არ უნდა დახვდეს იქ ტაშის დაკვრა აუცილებლად მოუწევს, დიასახლისიც სათნოდ გაუღიმებს და ეტყვის, რომ ელოდა მის გამოჩენას, საძინებლისკენ გაუძღვება, ყავას შესთავაზებს და კედელზე ჩამოკიდებულ ახალ ნახატზე მიუთითებს შემიფასეო, ის კი წინასწარ ნავარჯიშები ხელებით დაიწყებს ტაშის კვრას, იტყვის ბრავოო და სხვა მისამართზე წავა.

მიუხედავად მისი თავხედური გამოჩენისა, მის განმეორებით სტუმრობას დაელოდები, დადგები კარებთან და ყოველი გაფაჩუნებისას ჭუჭრუტანაში გაიხედავ, გვერდს რომ აუვლიან შენ კარებს იმედგაცრუებული დაბრუნდები ოთახში და სიგარეტის ქაჩვას დაიწყებ.

თავხედობა იქნებოდა, ასე დაუპატიჟებლად რომ მოგდგომოდნენ გზააბნეული ადამიანები, ჰო თავხედობა იქნებოდა შენ რომ არ დაგეწერა კარებზე „ჩემი ცხოვრება ყველასთვის ღიაა“, ახლა გაუცნობიერებლად ელოდები მნახველებს, რომლებიც მოგიწონებენ ან ცხვირაბზუებულები დატოვებენ შენ სახლს, ტაშს დაგიკრავენ ან ცინიკურად გადმოგხედავენ და დერეფანში შემოსვლისთანავე გაბრუნდებიან უკან.

რიგი დაგიდგება, ოთახები სავსე იქნება ხალხით, შიშველი იჯდები იმ სავარძელზე გზააბნეულმა სტუმარმა რომ გითხრა ოთახის მეორე კუთხეში გადადგიო, იჯდები და სიგარეტის ქაჩვით გართული ვერ მიხვდები გაგიხარდეს მათი მზერა შენ კანზე, თუ კარებზე საკეტის გამოცვლა გადაწყვიტო.

ან იქნებ გაშიშვლება ზედმეტად თამამი იდეა იყო, იქნებ ბინა უნდა გექირავებინა და შენ ბუდეში არ დაეწყო ყველას სიარული, იქნებ პატარა ოთახი უნდა მოგეწყო, შენ დაფარულ „მე“–ს რომ მოეწონებოდა ისეთი, საგულდაგულოდ გამოწყობილიყავი მნახველების მისაღებად და სარკესთან მისულს საკუთარი თავი ვერ გეცნო, ვერ გეცნო მაგრამ მოგწონებოდა.

ნიღაბს გაიკეთებდი, ჰო, ჰო ნიღაბს, შავს მხოლოდ თვალები გამოგიჩნდებოდა, მისაღებში იჯდებოდი ორაზროვანი ღიმილით და მნახველებს ანიშნებდი შემოდითო, იჯდებოდი კუთხეში და ოვაციებზე გამომწვევად გაიღიმებდი, ზოგჯერ უმანკო, გულთბილი, გულახდილი ხმით ეტყოდი მიხარია რომ აქ ხართო.

დასაძინებლად სახლში დაბრუნდებოდი, ნაქირავები ბინის კარებს ღიას დატოვებდი, აბა რა ჭირად უნდა გნახონ როგორ გძინავს საბანში გახვეულს.

დილით აჩქარებული ნაბიჯით გაეშურებოდი შენი ცხოვრების გამოფენად გახსნილი ნაწილისკენ, კარებთან მოქუჩებულ წერილებს წაიკითხავდი, ზოგის დახევის სურვილი გაგიჩნდებოდა, მაგრამ სწრაფადვე აღკვეთავდი ამ ფიქრებს, კედელზე გამოაკრავდი სხვა წერილებთან ერთად და მიაწერდი „დიდი მადლობა“ „მართალი ხარ, გმადლობ“ „გეთანხმები“ „გამიხარდა“ „გამიხარდება“ „იმედი მაქვს“ „რას გულისხმობთ???“ დასახევად გამზადებულ ბარათებს კი დიდ ხანს უყურებდი და ვერაფერს რომ მოიფიქრებდი საპასუხოდ მათ გამოკვრას ემოციების ჩაცხრომის ჟამისთვის გადადებდი.

ჰო. ჰო ბინის ქირაობა აჯობებდა ნამდვილად.

Advertisements

16 thoughts on “ღიაა

  1. ))))))) (ასე მეღმება ხოლმე შენს პოსტებზე)

    რა მიანტერესებს (ცოტა თავხედური შეკითხვაა მარგამ მაინც) როდის გაქვს დაბადებისდღე? ))))

    Like

      1. )))))

        არა იცი რა არის, მაგით არაფრის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ მე თვითონვე მიანტერესებდა შენი ჩანაწერებიდან გამომდინარე მიმხვდარიყავი

        ))) სიმარტივეში კონკრეტულად რა იგულისხმე ? ))

        Like

      2. მაგის არა მაგრამ ხასიათის დადგენა შესაძლებებია აი შემდეგ ხასიათიდან გამომდინარე უკვე მაგისაც, ან შეიძლება მე ვუბერავ და თავში ყველაფერი რიგზე არ მაქვს ))))))

        Like

        1. საინტერესოა. მიდგომა თუ ამართლებს მაშინ შენი შერაცხადობის ეჭვქვეშ დაყენება არამართებულია 🙂

          Like

    1. მართლა საინტერესო იქნებოდა :))) ისე ასე უკითხავად რომ შემეძლოს ბინებში სიარული თავისუფალ დროს ძალიან საინტერესოდ გავატარებდი 🙂

      Like

  2. შეძრული ვარ… შენ პოსტებს ძლიერი ძემოქმედება ახასიათებს ყოველთვის, მაგრამ ეს განსაკუთრებით მეძლიერა რატომღაც

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s