თმა


განწყობა ჩემი ახალი ქვედაბოლოსავით ერთი ფერიდან მეორეში გადადის, ლურჯიდან წითელში, წითლიდან ხაკისფერში და ასე დაურსულებლად.

გრძელ დერეფანს მივუყვები და გულში კარგად მომზადებულ ტექსტს ვიმეორებ, საკუთარი ფეხსაცმლის ხმა მაღიზიანებს, მზად ვარ გავიხადო და თითის წვერებზე, შიშველი ფეხით განვაგრძო სიარული.

სიტყვების კორიანტელში ვარ გახვეული, ქარბორბალასავით დამტრიალებენ იდეები თავზე.

წინა ღამით დალეული ათასი სითხის ნაზავი მიდუღს ძარღვებში და გულისცემას ვითვლი, ყოველთვის როდესაც შვიდზე ავდივარ ვჩერდები და მისი პირველადი მნიშვნელობის აღდგენას ვცდილობ.

ფეტიშად ქცეული მოკვდავი ქალღმერთის ფეხებთან განრთხმული საზოგადოება სათაყვანებელ სახელს ყვირის, ტაშს უკრავს და მისი მზერის დაჭერას ცდილობს.

ჰაერში შეზავებული ცეცხლის სურნელი მთავარი მოედნისკენ მიხმობს, ვუახლოვდები და გულის ცემა მიხშირდება. ვნების ცეცხლში დამწვარი მსჯავრდებულების რიგებს ვარღვევ, ზღვარგადასულ ჟინს წვავენ კოცონზე და ყველა მხრიდან ჯოჯოხეთის მეფის სახელი მესმის.

მამაკაცები ცალკე ჯგუფად დგანან, თავშლები აქვთ მოხვეული და სასჯელის აღსრულებას ელოდებიან.

ქარი გაგიჟებით უბერავს, სხვების მსგავსად მეც თმას ვიშლი.

დაბნეული მზერით ვაცეცებ თვალებს, შორიდან ნაცნობი სილუეტი მიახლოვდება, ხშირი შავი თმა ავისმომასწავებლად უფრიალებს თავზე, შეცვლილი მზერა აქვს, მორჩილების, სინანულის ნატამალის გარეშე, მგონია, რომ თვალის სკლერა ცეცხლით აქვს სავსე, რამდენიმე წამიც და მისი კუპრივით შავი თმა სახეზე მეხება, ტუჩები ჩემ ყურთან მოაქვს და ნელსურნელებაში არეულ ნამწვის სუნს მასუნთქებს, ფიქრით ისევ გულის ცემას ვითვლი და ისევ შვიდზე ვჩერდები, მის მხურვალებას ვგრძნობ კანზე და მოუთმენლობა მკლავს, ველოდები როდის ამოიღებს ხმას.

„სამყარო მოთმინებით ელოდა ქალს, რომელსაც კოცონზე დაწვავდნენ, მაცდური ბუნება შთაბერეს სულთან ერთად და შემდეგ პასუხი აგებინეს ამის გამო. იცი რა იყო სანამ ევა აჭმევდა აკრძალულ ხილს ადამს? ადამი დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი ქმნილება იყო, პირველობისთვის იბრძოდა, დომინანტობა სურდა, ამაყი იყო, ცოლი ყავდა და მაინც სხვისკენ მიურბოდა თვალი, ნაამასთან დაწვა სანამ ლილიტს მიუჩენდნენ ადგილს სხვა დაცემულ არსებებთან ერთად, დაწვა და ჯოჯოხეთის მეფე შვა, ვნება დაბადა. ღალატი სისხლში ქონდა გამჯდარი, ჟინის ცეცხლით იწვოდა, სანამ ევა გაასინჯებდა აკრძალულ ნაყოფს. შემდეგ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა.“

ჩემი ქვედაბოლოს ფერებში ვირევი, ლურჯიდან წითელში გადავდივარ და აალებული თვალებით გავყურებ ჰაერში ერთდროულად აფრიალებულ ქალების თმას, კანზე ისევ მის სუნთქვას ვგრძნობ.

Image

Advertisements

60 thoughts on “თმა

  1. ხახახახახა საინტერესო აზრები გაქ ნეტა რომელ კუთხეში პოულობ….იმედია ძირიდან არიღებ ხომ მიმიხვდი რის თქმა მინდა

    Like

      1. საერთოდ “მარტივი” უინტერეოსა, ისედაც ყველაფერი მარტივადაა ამსამყაროში და ცოტა თავსატეხი თუგექნება ცუდი არიქნება.ჩემი აზრების ბოლომდე გაზიარება ცოტა “საშიშა”..:)

        Like

        1. გმადლობ თავსატეხისთვის და ჩემი ცხოვრებისთვის საინტერესო ელფერის მიცემის მცდელობისთვის 🙂 ნუ თუ საშიშია შენთვის წინადადების დამთავრების თხოვნა მაშინ რა გაეწყობა :))))))

          Like

          1. მცდელობისთვის? საინტერესოა, მე არაფერი ვცადე, უბრალოდ, შენ რეალობას იქმნი ,შენთვის მარტივს თუმცა გასაკვირი რაარი ადამიანი ხარ. “საშიში” პირდაპირი და მარტივი მნიშვნელობით არმიგულისხმია. უბრალოდ რთულად ეგუებიან ჩემაზრებს რატომ? ყველაფერს ვუპირისპირდები, ადამიანს კი, მარტივი მოწონს, სირთულეზე ოპ ეგრევე წამოვა თავდაცვა შენ გიჟი ხარ და აზრი იკარგება კამათის.

            Like

            1. ყველაფერზე საპირისპიროს მტკიცება ჯანსაღი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, თუ მოსაზრება გაგაჩნია და შესაბამისი ფორმით გადმოცემის უნარიც გაქვს მაშინ “გიჟი” არ უნდა გიწოდონ 🙂 შეურაცხყოფის მიყენება გამოსავალი არასოდესაა და მხოლოდ უზრდელობა შეიძლება ეწოდოს. კამათის ფორმას გააჩნია რა თქმა უნდა და კიდევ თემას 🙂

              Like

  2. საინტერესო ნათქვამია.მაგრამ შენ ფიქრობ ეგრე და არა “მასა” როგორც კი რაიმე განსაკუთრებულს ვავლენ ოპ გიჟია ეს ნახე:):) ცოტა სასაცილოდ აღვიქვავ, მაგრამ ხანდახან, “მუშტი კბილებში” საუკეთეშო გამოსავალია, ვიდრე ფილოსოფიური აზრებით მშვენიერი სურათების ხატვა.მათემატა თუიცი? ცხრა უჯდა რომ წარმოიდგინო, ისე უნდა ჩაწერო 1 დან 9 რომ თითო ერთხელ გამოიყენო , ჰორიზონტალურად ვერტიკალურად და დიაგონალებზე ყველანაირად 15 უნდა იკრიბებოდეს. ჰოდა 289 უჯრიანი რო გავუკეთე გიჯის იარლიკი მომაკერეს:):) |”ესაა ცხოვრებაა?” ეს ხუმრობით რათქმაუნდა.

    Like

    1. გიჟის იარლიყი იმდენ შემდგომში “გენიოსად” წოდებულ ადამიანს მიაკერეს რომ ეს შეგიძლია უბრალოდ “გაატარო” ანაც კომპლიმენტად აღიქვა 🙂
      იმედი მაქვს მომავალში ბევრად საინტერესო ადამიანებს შეხვდები ვიდრე აქამდე (ტაქტიანებსაც რა თქმა უნდა) 🙂

      Like

  3. რათქმაუნდა გიჯს, კარგი გაგებით ვიგებ ,უბრალოდ ვხვდები ადამიანი, თავს როდის იცავს, თავის უჭკუობის გამო:):) მომავალი? ცხოვრება ცოტა ისეთია რაა, ვაშლში მატლივითაა, რომელიც მოკრიფეს და თავის მშობლიური ქალაქიდან, საბაჯოს გავლით სხვა ქვეყანაში გაუშვეს. მატლს არავინ შეეკითხება მას სად სურს ყოფნა. არვიცი რამხელა ხარ მაგრამ, უამრავ ისეთ ადამიანთან მოგიწევს იძულებით ურთიერთობა, რომ ვერც დაითვლი::):) მე ცალკე სამყაროს ვქმნი სადაც არავინ იქნება..:):)

    Like

    1. პატარა დიდი ხანია აღარ ვარ და ყველანაირ ადამიანთან მიწევს ყოველდღიურად შეხება, თუმცა ამის გამო ნერვებს არასოდეს ვიშლი (იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც “ჭკუიდან გადავდივარ”) 🙂
      კარგია ცალკე სამყარო თუ ეს თავს კომფორტულად გაგრძნობინებს 🙂
      კამათის დროს კი თავის დაცვა მოწინააღმდეგის შეურაცხყოფის ან მუშტი–კრივის ხარჯზე არგუმენტაციის სისუსტეზე მეტყველებს მხოლოდ 🙂

      Like

  4. “კამათის დროს კი თავის დაცვა მოწინააღმდეგის შეურაცხყოფის ან მუშტი–კრივის ხარჯზე არგუმენტაციის სისუსტეზე მეტყველებს მხოლოდ” არვიცი, შენ ხარ სულ ინტელიგენტი ხალხით გარშემორტყმული ,თუ მე დებილი ადამიანებით ,მაგრამ დავიჯერო არშეხვედრიხარ, ყოვლად კრეტინს, რომელიც ორჯერ ორს ვერგაიგებს ,რამნიშვნელობააქ შენი არგუმენტების დამაჯერებლობას ხეხ..ნერვები ნერვები, მგონი საერთდ არმაქ მინდა ბუნებრივი ვიყო, რაიმე შეგრძნება ბუნებრივი გამიჩნდეს ,მაგრამ ვერა რაა აღარგამომდის..მაგრამ პრობლემა ჩემშია რადგან ხან ძალიან კეთილი ვარ ხან ძალიან სასტიკი არაადამიანი:):) ჩემი ადამიანობით ვერთობი…

    Like

    1. არა რა თქმა უნდა, ხომ ვთქვი ყოველდღიურად ყველა ტიპის ადამიანთან მიწევს მეთქი შეხება, უბრალოდ ძალიან იშვიათად ვფეთქდები, სხვა დროს უბრალოდ “ვატარებ”, ადამიანებს სისულელის უფლება აქვთ (შესაძლოა სამწუხაროდ) 🙂
      ე.ი. ბალანსის დაცვა გჭირდება, თუმცა შესაძლოა ზუსტად “გასართობად” არ იცავდე ამ ბალანსს, მიზანმიმართულად, ესეც არჩევანია 🙂

      Like

  5. ბალანსი, ჩარჩოები და ბორკილები არმიყვარსს, ქაოსი, მირჩევნია .ერთფეროვნებას მონობას და მორჩლებას ჯოჯოხეთი მირჩევნია, ერთი 5 წლის წინ სიზმარში შემომეყიდა სული ხახა მეცინება რა ეხლა რაარდაგესიზმრება სამყარო ვიხსენი განადგურებისგან:):)ღამე მიყვარს მთელღამეებს ხეტიალში გატარება მიწევს სიკვდილის რისკით მაგრამ სასიამოვნოა:):) გიჯი ვარ ხო? არა? წავედი, წავედი ,მასწავლებელს ვესტუმრო ჯობია, ჩემ პროფესორს, საინტერესო მოაზროვნე გონება გაქ ,იმედია გამოიყენებ.

    Like

    1. საინტერესოა, ქაოსი მუდმივობად არ უნდა იქცეს ოღონდ, დამღლელი იქნება 🙂
      საინტერესოდ გამოჩნდი ჩემთან 🙂
      წარმატებებს გისურვებ 🙂
      ბოლო ფრაზას კომპლიმენტად აღვიქვამ შენის ნებართვით და მადლობასაც გეტყვი 🙂

      Like

  6. როგორიც ხარ, იმაზე მეტი არაფერი მითქვია, უბრალოდ “ჰოლივუდის ვარსკვლავებს არმიბაძო” ხოიცი რაშიც:):) ეს ხუმრობით:):)წერა გააგრძელე, მაინტერესებს შენი მომდევნო აზრის ტყლაშატყლუში:):)იქნებ ჩემიგონება გამოაბხიზლოს რავიცი რავიცი….

    Like

    1. დასამახსოვრებელი გამოსვლა გქონდა 🙂 , დიდი ხანია ჩემ ბლოგზე შემოსული ადამიანების კომენტარებს აღარ გავუოცებივარ 🙂
      ჰო და მსგავსი მიმოწერა (სიხშირესა და რაოდენობას ვგულისხმობ) არავისთან მქონია ბლოგზე 🙂
      შენ გონებას გამოფხიზლება არ მგონია სჭირდებოდეს, უფრო პირიქით, ზედმეტად აქტიურ რეჟიმში მუშაობს მგონი 🙂
      შენი განწყობის გაშიფვრა ძალიან რთულია სხვათაშორის.

      Like

  7. ჩემგვერდით ადამიანი ვერძლებს, ვერავინ გამიძლო, ჭკუიდან ვშლი, ერთერთი ცუდი თვისება ესაა:):) სიამაყის შეგრძნება გამიჩინიე იციი… გულწრფელობით , დიდიხანია ესგრდზნობა უცხო იყო ჩემთვის ,პირპერობაში ნუჩამითვლი მაგრამ მადლობას გეტყვი:) გავქრი ეხლა დროებით ცხოვრება, ისეთია ყველა ერთ წრეზე ვთრიალებთ გვინდა თუ არგვინდა მაინც გავუვლით გვერდით ერთმანეთს და გულგრილად ნამდვილად არვაპირებ ჩაგიარო::)

    Like

    1. ჰო, კომენტარები ნამდვილად საინტერესო იყო 🙂

      თალმუდში არსებული ერთ–ერთი ვერსიის მიხედვით ჯოჯოხეთის 7 პრინციდან ერთ–ერთი ასმოდეუსი (ასევე ცნობილი როგორც ჯოჯოხეთის მეფე) ნაამასა (მეძავი) და ადამის პირმშოა და ადამს ნაამასთან ჯერ კიდევ მაშინ ქონდა კავშირი როდესაც ლილიტი მისი ცოლი იყო.

      Like

  8. ივრითიდან სატანა ითარგმნება შემდეგი შინაარსით „წინააღმდეგობა“, „მოწინააღმდეგე“. ძველი აღქმის ზოგიერთ წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი, რომელიც გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას . ახალი აღქმით სატანა, როგორც აპოკალიფსური დრაკონი, წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად .

    Like

  9. ლუციფერი ითარგმნება . «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა „ვენერა“ დასახელება, ”განთიადის შვილი”
    იბლისი – ცეცხლოვანი არსება (ჯინი), ყურანის მიხედვით, რომელიც ეწინააღმდეგება უფალის ნებას
    ვეელზევული (ბაალზვუვი – בעל זבוב) ივრითიდან ითარგმნება, როგორც „ბუზების მბრძანებელი“ — სატანის სახელი ივრითის ტრადიციებით.
    ჰო მარა ჩემიაზრით კარგით რაა სასაცილოა:)

    Like

  10. ზუსტად მიმიხვდი 🙂 და არამარტო რელიგიის მიერ შემოთავაზებული , უბრალოდ რაუსუსური ფანტაზიააქ ადამიანს …

    Like

    1. ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერგებოდა რეალობას, ნებისმიერი ვერსია ასე თუ ისე მორგებული იყო იმჟამინდელ მდგომარეობაზე, წყობაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ხომ ფიქცია ან მხატვრული ლიტერატურა არ არის, ის წესებს უყრიდა სათავეს და ა.შ. მოკლედ ამაზე ძალიან ვრცელი პოზიცია გამაჩნია, რომელსაც მოკლედ ვერ გადმოვცემ 🙂
      თუმცა ადამიანის ფანტაზიის უსუსურობაში ვერ დაგეთანხმები, ადამიანის ფანტაზიას ძალიან დიდი გასაქანი აქვს 🙂

      Like

  11. და რასფიქრობ ეშმაკს დიდი “რქები” აქ? ყველაფერი მისი ბრალია?:):) ადამიანის ფანტაზიას გეთანხმები დიდი გასაქანიაქ, მაგრამ ,არცთუისე ხშირია მისი ამოქმედება, “მაქსიმალური სიმძლავრით” :):) თუმცა ვინც მაქსიმალურად, აამოქმედა პანტაზია, ყველა საგიჟეთში გააქანეს შეუცოდებლად…,ადამიანის პანტაზია მაინც უსუსურად რჩება რადგან ჩვენვე არვაღიარებთ:):)

    Like

    1. ეშმაკის რქებს არ ვეთანხმები, მიმაჩნია რომ თუ ეშმაკი იდეურად არის საცდური, იმისთვის რომ გაცდუნოს მიმზიდველიც უნდა იყოს და ამაში მხოლოდ გარეგნულ იერ–სახეს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება ლუციფერს, ის ამპარტავნების გამო დაეცა, იდეაში ამის მიხედვით ვიმსჯელებ რომ შეუდარებელი სილამაზის უნდა ყოფილიყო. თუნდაც ჯოჯოხეთის დედოფალი ლილიტი (რომელიც ადამის პირველი ცოლია) დარწმუნებული ვარ რომ მიმზიდველი იქნება 🙂 🙂
      ხოლო ეშმაკზე ბევრნაირი შეხედულება არსებობს, იმაზეც რამ გამოიწვია მისი აჯანყება 🙂 მეორე საკითხია მე პირადად რისი მწამს და რისი არა, ამაზე არ ვსაუბრობ ხოლმე ბევრს 🙂
      ხოლო ყველა ვინც საკუთარ ცხოვრებას არ აქცევს ჩარჩოებში მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სტანდარტების მოყვარული საზოგადოება მის იზოლაციას მოითხოვს. მეორე საკითხია გიღირს თუ არა ეს 🙂

      Like

  12. ამჟამინდელი რელიგიური ქადაგება ცოტა მაღიზიანებს . “ემსახურე ღმერთს თორემ ჯოჯოხეთში მოხვდები” რახდება კონტრაქტი უნდა გავაფორმო?!!!! სიკეთე ჯოჯოხეთის შიშით ვაკეთო განა ეს უარესი არარი? ხახახახახა!!! აუფ შემომიტიეს ვაიი დამშვიდდე 1 წამით , ჰო მომეშვა ცოტა. ღმერთი თუ მართლა არსებობს, მას მონები ნამდვილად არჭირდება და თუ მას მონები ესაჭიროება მე, მზად ვარ ვიყო ამბოხებული!! :):) მაგრამ ღმერთმა თავისუფლება მიცა ადამიანებს, ამაზე მთელი დისერტაცია მაქ დაწერილი . უნიკალური პროგრამა მოქმედებს დედამიწაზე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია, ისე რომ სხვას არ შეუშალო ხელი, მაგრამ რახდება? გვეზარებაა!!!!!!!!!!!!

    Like

    1. ზუსტად ამას ვამბობ, საკმაოდ ბევრი რამ არის მორგებული რეალობასა და წყობაზე, თუნდაც ადამიანების ქცევის მართვა ჯოჯოხეთის შიშით სრულიად გააზრებული ქმედებაა ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის გამართულად მუშაობას. ხოლო რისი გწამს შენ, მწამს მე, სწამთ სხვებს ეს ყველას პირადი საქმეა, შესაბამისად ამაზე დავა სრულ აბსურდამდე დადის და აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია.
      ზუსტად! შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი.

      Like

  13. უხხ როგორ მიყვარს ჯანსაღი მოაზროვნეები !!! დღეს მივდივარ და სახში როდის დავბრუნდები არვიცი, ეს ცხოვრებაა? ირონიულად დამცინის რახანია :):) თუმცა საკუთარ თავს მესამე პირის მზგავსად მეცდავცინი ნეტა რატო ვიქცევი ასე? აზრთა ქაოსია ჩემთავში ალბათ ოდესმე შეწყვეტს და დაწყნარდებაა.. რაც შეეხება შენ, საინტერესო ხარ, რაცმთავარია ინდივიდუალური ხარ, ეს ამსამყაროში გასხვფერებს ,მართალია ერთფეროვნები შენს დაკომპლექსებას ცდილობენ მარა დაიკიდე:):)

    Like

    1. საინტერესოა ცხოვრება როცა მიდიხარ და არ იცი როდის დაბრუნდები 🙂 აზარტულია ერთგვარად 🙂
      ჰო ქაოსი დამღლელია 🙂
      გმადლობ 🙂

      Like

  14. საინტერესოა? რაღაცმხრივ კი მაგრამ სტრუქტურის არაორგანიზებულობა მაღიზიანებს, ვერვიტან როცა 2ჯერ 2 -რი სამკითხაოდ გახდა და ვერგაგიგია ოთხია თუ ხუთი. ეხლა გავალ, ვივლი ქუჩებში, ყურებში მუსიკით ისეთ ხმაზე, რომ რამის ჩხვირიდან სისხლი წასკდეს, შემდეგ მასწი,დილით 5სთ ზე ადგომა და წასვლა იმედია ერთ კვირაში მაინც გამიშვებენ მომენატრება ყველა, თუმცა ვიტყუები გრძნობები თითქმის არმაქ:):)საინტერესო ცხოვრება მაქ ,კარანტინის მთელი თვე საათის სიზუსტით დავწერე მაგრამ ხეხ წერა მეზარება უკვე……

    Like

    1. ბევრი ვერაფერი გავიგე მეთქი რომ გითხრა ალბათ არ გაგიკვირდება 🙂
      შესაძლოა ჯერ “ზედმეტად ახალგაზრდა” ხარ, ქაოსი ცხრება ხოლმე ასაკთან ერთად (შენი ასაკი არ ვიცი და ამიტომ) 🙂
      წარმატებები (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს შენთვის) 🙂

      Like

  15. 2 კბილი კიდე არამომსვლია:):) 18 დამპალი, 18 წელი გავიდა 19 გავა სადაცაა:):) წარმატება მომავალში, ბიზნესში დამჭირდება და გმადლობ:):) ზედმეტად ახალგაზდისთვის ბევრი ვნახე უკვე…. არც შენ ხარ სიბერეს მიტანებული მაგრამ ჩემზე დიდი რომხარ ვიცი:):)

    Like

    1. ჰო, ჯერ სიბერემდე ბევრი მაკლია 🙂 🙂
      თუ ცხოვრების დასაწყისი არ იყო ისეთი როგორიც გინდოდა, გაგრძელება იქნება 🙂 რაღაც მომენტიდან ყველაფრის შექმნას ჩვენი ხელით ვიწყებთ ხოლმე და იმიტომ 🙂

      Like

  16. დიდი სიამოვნებით ჩემ ბსიქოლოგად დაგნიშნავდი:):)მართალი ხარ მართალი, მაგრამ არიცი რეები გადამხდენია ,როგიამბო ყველაფერიი გაოცდები:):)არცდაგიმალავდი მაგრამ …….

    Like

    1. 🙂 ცუდია რომ ყველაფერი რთულად გქონდა, წერა განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა სხვათაშორის 🙂 ვერ ვიტან როცა მეუბნებიან ყველაფერი კარგად იქნებაო, იმიტომ რომ იდიოტურად ჟღერს, ამიტომ ამას არ გეტყვი, საბოლოო ჯამში საკუთარ თავზე ხომ შენ ხარ პასუხისმგებელი უკვე 🙂
      თუ მოწერის სურვილი გაგიჩნდება, სიამოვნებით განვაგრძობ დიალოგს შენთან 🙂

      Like

  17. ვოუ რა:):) რათქმაუნდა, ისეთი საინტერესო მოსაუბრე ,როგორიც შენხარ, აუცილებლად გამიჩნდება, ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრებები ,საღამოსკენ შევძლებ ალბათ:):) ეხლა წავედი დროებით ალბათ როგიამბობ არდაიჯერებ მაგრამ ეცადე მაინც:):)

    Like

  18. აქარახარ მაგრამ ხონახავ:):) უნდა მეამბა ხო რაღაც უცნაურობები, გზაში მივდიოდი და ჰოპ მანქანის კარები იღება უცებ, ვეჯახები, ქალი შოკში ჩავარდა ,შევხედე მუსიკა მქონდა ჩართული ,ქალი გაფითრებული იყო მე კი ფეხებზე მეკიდა ყველაფერი .ნეტა რატომ? ხეხ…

    Like

  19. კარგად? ჰეჰ დღეს მოვედი სახში ძლივს… რაღაც უნდა მომეყოლა შენთვის, ძველი ამბავი. რაღაც მხრივ შენც გარეული ხარ ,ოღონდ არ გაგიკვირდეს:)

    Like

  20. ხეხ მოვედი სახში, მაგრამ ხვალ ისევ ჰაიდაა და როდის მოვალ კაცმა არიცისს მოვყვეე? ჰეჰ ნეტა დრო მქონდეს …

    Like

  21. ჰაჰ დროში არვარ?:):) საჭმელს ისეთი სისწრაფით ვჭამ ალბათ სხვა ვერავინ გაუძლებდა ამას,,,:):) დროის მოგების მიზნით :):) ჯერჯერობით დროარმაქ სამწუხაროდ მაგრამ ადრეთუგვიან მაინც მოგიყვები:):)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s