კვამლში


მოდი მოვხსნათ ეს ხელოვნურად დაწესებული ლიმიტი, ჩავთვალოთ რომ დროის გასაყვანი დრო არ გვაქვს, გადავაბიჯოთ იმ ნაბიჯებს, რომელთა გავლაც მოგვიწევს სანამ დაძაბულობის გარეშე შევძლებთ ლაყბობას ყველაფერზე, არ შეგვაწუხებს სიჩუმე, უაზროდ ჯდომა და მაგიდის რელიეფის სწავლა.

ლუდი დავლიოთ, მე მოგიყვები, რომ ბოლო პერიოდში ჭეშმარიტ მაყურებლად ჩამოვყალიბდი, თვალიერებით ვცხოვრობ, ვუყურებ და განვიცდი, ტაშს ვუკრავ და ვგმობ, მომწონს და მაცვია, არ მომწონს და მაინც მაცვია. გეტყვი რომ დაღლილობისგან უსაქმურობას მივყავი ხელი, არა სხვანაირად გეტყვი, გეტყვი ზედმეტად ბევრი საქმისგან უსაქმურობას მივყავი მეთქი ხელი, სიგარეტს მოვუკიდებ, მოვქაჩავ და კვამლის გამოშვების შემდეგ დავამატებ, ადამიანებს კვამლით ვეხები! შენ გაგეცინება და რაღაცის თქმას დააპირებ, მე არ დაგაცდი და თავხედურად განვაგრძობ საუბარს. გეტყვი, რომ თამაში მომენატრა, რომ მივუჯდებოდი მრგვალ მაგიდას უცნობ ადამიანებთან ერთად, დავიჭერდი სიგარას, დავისხამდი ვისკის და ვითამაშებდი პოკერს ანთებული თვალებით,

ვუყურებდი ტანგოს, ჰო ნახევრად შემოხეული კაბით რომ იცეკვებდა მადიანად ჩაპუტკუნებული, არა, ჩაპუტკუნებული კი არა, სავსე ქალბატონი, მისი ფეხსაცმლის წითელ ძირს ავყვებოდი ფეხზე, შემდეგ თეძოებზე შევაჩერებდი მზერას, კვამლს გამოვუშვებდი და თვალებით კიდევ უფრო ზევით ავცოცდებოდი, ამასობაში პარტნიორი მაგარდ დაიჭრერდა და ჩემკენ მოატრილებდა, ღრმად ჩაისუნთქავდა, პირს ოდნავ შეაღებდა და, და მე ისევ კვამლს გამოვუშვებდი, სანამ ვიღაც მაგრად მიიტმასნავდა ტანზე, ვისკის მოვწურპავდი, სიგარეტს ტუჩებით დავიჭერდი და ტაშს დავუკრავდი, მოგიტრიალდებოდი და გეტყოდი მომწონს, არა ასე არ გეტყოდი, ვიტყოდი „მაგარია“. შენ გაიღიმებდი და ნაკლებად ძლიერი სასმელის ყლუპს გააკეთებდი, მე? მე ისევ კვამლს გამოვუშვებდი პირიდან.

ან ჭირსაც წაუღია ყველაფერი! ჭირსაც წაუღიხარ მოკლედ. ვიჯდებოდი იქ სადაც ჯანსაღი ცხოვრების სტილზე საუბარს არავინ დაიწყებდა, პირიქით ყველაზე გახრწნილ საზოგადოებას მივუჯდებოდი გვერდით, მოვუსმენდი გამაყრუებელ მუსიკას, დავთვრებოდი ისე მე რომ მიყვარს თრობა, თვალები რომ მენთება სხვანაირად, ჰო, ჰო ეგრე! დავათვალიერებდი მოცეკვავეებს, მოვწევდი სიგარეტს, გავერთობოდი დაფლეთილი კაბების და თვალებანთებული კაცების ყურებით.

ჭირსაც წაუღია ბნელი ოთახის კუთხეში ჯდომა და დამპალი, დეპრესიული სიმღერების მოსმენა.

Advertisements

13 thoughts on “კვამლში

    1. Rusa

      გადამრევს ეს გოგო, მოლი 🙂 იმდენი დამთხვევა გამოგვდის, დამთხვეულები ვართ ნამდვილი :))))) ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე ტანგოს ფონზეა დაწერილი, თუმცა ის მთლიანად ტანგოზეა.

      Like

      1. წაკითხული მაქვს რუსა შენი პოსტი ტანგოზე, ბოლომე ამოცანად რჩებოდა რაზე წერდი, ძალიან მომეწონა 🙂 მე გითხარი დამთხვევები აღარ მიკვირს შევეჩვიე მეთქი 🙂
        მადლობა მოლი ასეთი შეფასებისთვის 🙂

        Like

  1. Rusa

    დიდი მადლობა, მოლი 🙂 ფინიკი ხარისხიანიც არის და ხშირადაც წერს, ჩემგან განსხვავებით. აი, ამაში ვერ “ვემთხვევით” :))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s