შედევრი


 „ თუ სული არ არსებობს, თუ სიკვდილი სიკვდილია და არა გარდაცვალება, მაშინ ყველა ფიქრი, რომელიც არასოდეს გამიხმოვანებია, არსად დამიწერია, არავისთვის მითქვამს, არ დამიხატავს, ჩემთან ერთად მოკვდება?!

არადა, უკვდავებას დაგპირდი!“ – დავწერე ფურცელზე, საწერი მაგიდის თავთან გავიკარი, სიგარეტს მოვუკიდე და საათს შევხედე. ვაგვიანებდი, სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავედი.

12 საათზე უკვე კარებთან ვიდექი, ბინა # 38, კარები ჩაპუტკუნებულმა, თავიდან ფეხებამდე საღებავით მოთხვრილმა მამაკაცმა გამიღო, მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ შეხვედრაზე დამთანხმდა, ვიცოდი ჭირვეული ხასიათი ქონდა. მომესალმა და სავარძელზე მიმითითა, ჩამოვჯექი, სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან, გადმოიხარა და მომიკიდა, გავუღიმე მადლობის ნიშნად, ჩავახველე და ვუთხარი:

„როგორც აგიხსენით შეკვეთა მინდა მოგცეთ…“ დავიწყე ახსნა.

„მე კი გითხარით, რომ შეკვეთებზე არ ვმუშაობ“- შემაწყვეტინა მან.

„ვიცი და ამის მიუხედავად გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. კარგად გადავიხდი.

მე არც ხატვის ნიჭი მაქვს, არც წერის, არც მუსიკას ვქმნი, მოკლედ ხელოვანი ჩემზე არ ითქმის.

აქამდე მეგონა, რომ ჩემი იდეები, გრძნობები, ფიქრები აჩუქებდნენ უკვდავებას იმას, ვისაც უკვდავებას დავპირდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ სხეულთან ერთად კვდება ყველაფერი, ხელშესახები ქმნილებების გარდა. მინდა, რომ ჩემი გრძნობები, ის ვისაც უკვდავებას დავპირდი ხელშესახები გახადოთ, მოგიყვეთ მასზე, თქვენ კი დახატოთ.

მინდა ნაცრისფერი სხეული ქონდეს, შავი თვალები, თხელი თითები, სევდიანი ღიმილი, მომნსუხველი მზერა, მინდა მის ფეხქვეშ ეგებოდეს სამყარო, მიდა კვარცხლბეკზე იდგეს სიამაყის გარეშე, მინდა, რიჟრაჟი იყოს, მინდა ტაშს უკრავდნენ, მინდა ერთბაშად აღფრთოვანებასა და ზიზღს იწვევდეს, მინდა სისხლისფერი ტუჩები ქონდეს, მინდა ირგვლივ მზე იღვრებოდეს.“

***

წამოვედი, ორი საათი ხდებოდა, ტაქსი გავაჩერე და თხუთმეტ წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, მაგიდას მივუჯექი, საათს დავხედე, ოფიციანტს ყავა ვთხოვე და ხალხის თვალიერება დავიწყე, 5 წუთში შემომიერთდა, მომესალმა, დააზუსტა მე ვესაუბრე თუ არა ტელეფონზე, მსუბუქი ღიმილით დავეთანხმე, ხელი გავუწოდე კეთილგანწყობის ნიშნად. კაპუჩინო შეუკვეთა, სიგარეტს მოუკიდა და ღიმილით მანიშნა, რომ შემეძლო დამეწყო.

„მინდა წიგნი დაწეროთ, რომანის შეკვეთა მინდა. ვიცი უცნაური თხოვნაა, მაგრამ მინდა წიგნი იმაზე დაწეროთ ვინც ჩემი მუზა იქნებოდა წერის ნიჭი, რომ მქონოდა.

უკვდავებას შევპირდი, შედევრი ვუწოდე, ახლა კი მგონია, რომ სიკვდილის შემდეგ ჩემი გრძნობების ფასი იმდენივე იქნება, რამდენიც ჩემი სხეულის, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.

მინდა დაწეროთ იმაზე ვისაც უმიზეზოდ აღმერთებენ, ვინც მაიძულა შემყვარებოდა საკუთარი თავი და შემდეგ მაგრძნობინა, რომ მე არაფრით გამორჩეული, მორიგი, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი. ჰო, შეუდარებელი კეთილგანწყობით გააკეთა ეს. მინდა დაწეროთ ადამიანზე, რომლის სიყვარულსაც ეპიდემიას ვეძახი და რატომღაც იდიოტურად მჯერა, რომ მე განსაკუთრებულად მიყვარს. არადა ასეა, აბა მითხარით, რომელი მისი თაყვანისმცემელი გადაწყვეტდა მასზე რომანი შეეკვეთა თქვენთვის?!

მინდა დაწეროთ იმაზე ვისი პირით მონათხრობი დეპრესიაც კი სანუკვარ ოცნებად იქცევა. მინდა დაწეროთ იმაზე ვინც ჩემი აზრით ნაძირალაა, სხვების აზრით კი ღვთაება.

მინდა დაწეროთ ფეტიშზე.

მინდა მისგან შედევრი შექმნათ. მინდა შეპირებული უკვდავება ვაჩუქო.“

ბევრი ვისაუბრეთ, დაინტერესდა, შევთანხმდით, რომ ყოველ კვირას ვივლიდი მასთან და მოვუყვებოდი მის „ახლად გამომცხვარ მუზაზე“.

***

სახლში დავბრუნდი, სავარძელზე მივესვენე.

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს გამოიყენო მაგია სხვისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ! – ეს წესი ზეპირად ვიცოდი, ყოველთვის ვოცნებობდი მის დარღვევაზე და დაპირებული სასჯელი ფეხებზე მეკიდა. თუმცა სასაცილო იყო ის, რომ მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში ყველაზე დიდი სმხვერპლის გაღება თავად მომიწევდა – თავმოყვარეობა და სიამაყე! ორი გრძნობა, რომელიც იმად მქმნიდა ვინც ვიყავი, ჰოდა ისიც კი არ მიღირდა ამად.

ხელში საკუთარი „სასიკვდილო განაჩენი“ მეჭირა.

კედლიდან ფურცელი ჩამოვხსენი, კიდევ ერთხელ გადავიკითხე.

„თუ სული არ არსებობს, თუ სიკვდილი სიკვდილია და არა გარდაცვალება, მაშინ ყველა ფიქრი, რომელიც არასოდეს გამიხმოვანებია, არსად დამიწერია, არავისთვის მითქვამს, არ დამიხატავს, ჩემთან ერთად მოკვდება?!

არადა უკვდავებას დაგპირდი!“

მუსიკა ჩავრთე და წერა განვაგრძე.

„უკვდავებას დაგპირდი და მეგონა, რომ საკუთარი გამორჩეული, იდეალური სიყვარულით უკვე გაჩუქე ის. ახლა ვხვდები, რომ ეს ტყუილია.

მინდა უკვდავება გაჩუქო, შენგან შექმნილი სრულყოფილების მშობელი ვიყო და ამით საკუთარი თავი ვიხსნა დავიწყებისგან.

ეს ესაა მაგიის ყველაზე დიდი კანონი დავარღვიე – შენი თავისუფალი ნების წინააღმდეგ წავედი! თუმცა ამაზე პასუხს ვერავინ, ვერასოდეს მაგებინებს.

უკვდავებას გაჩუქებ! ხელოვნების ნიმუშად, შედევრად გაქცევ, რითიც ჩემზე სამუდამო ფიქრის განაჩენს გამოგიტან.

ვერასოდეს, ვერავინ გამიმეორებს. შეუდარებელი, დაუვიწყარი ვიქნები.

მე, უკვდავება ვიჩუქე.“

Advertisements

18 thoughts on “შედევრი

  1. Rusa

    კალვადოსი არ დამვიწყებია, გელოდება სავსე, არომატული :))) დავლევთ და ვისაუბრებთ ჩვენს გამოგონილ ღმერთებზე, როგორც მე ვეძახი, შენებურად კი შედევრებზე :)))

    Like

    1. გამიკვირდა ეს კითხვა, რომ დამისვი. უკანასკნელი რამდენიმე დღეა აქტიურად ვკითხულობ და ვფიქრობ ამ საკითხზე. თუმცა კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ზოგჯერ მგონია, რომ მჯერა, ზოგჯერ არა.
      ისე ყველაზე ლოგიკურად მიმაჩნია არსებული თეორიებიდან.

      Like

  2. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. თბილი და სასიამოვნო, თუმცა მაინც მონოგატიურო სეგრძნება დამეუფლა. მომინდა არსებობდნენ ასეთი ადამიანები, ორივენაირები. არ ვიცი რატომ და არც ის, ეს კარგია თუ ცუდი. მომინდა მე ვიყო ის, ვისაც უკვდავებას ჩუქნიან და მომინდა ვიყო ისიც, ვინც ჩუქნის იმ უკვდავებას.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s