who needs love?!


აღსარებაზე მინდა წასვლა. 
მონანიების სურვილი არ მაქვს, საუბარი მინდა, უცნობ ადამიანთან და არა ღმერთთან, მე ხომ ზუსტად ვიცი, რომ ღმერთის იდეა თავისთავად გამორიცხავს შუამავლების არსებობის აუცილებლობას.
– თქვენ მესაკუთრეობრივი სიყვარულის გჯერათ? რას აღიარებთ? იმას, რომ ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს? როგორ განსაზღვრავთ გადაჭარბებული სიყვარულის დოზას? როგორ გგონიათ მოთხოვნების გარეშე უნდა გვიყვარდეს ერთმაენთი? გავცემდეთ და სანაცვლოდ არაფერს ველოდეთ?
არა, არ მიპასუხოთ.
გულწრფელობა კარგია? გულახდილები უნდა ვიყოთ? მაშინაც კი, როდესაც გულახდილობით არც ჩვენ მოვიგებთ რამეს და არც გარშემომყოფები? თუ აქაც მოქმედებს კანონი გამონაკლისი შემთხვევების შესახებ? მოქმედებს რა თქმა უნდა აბსოლუტური ხომ არაფერია.
აი დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი არავინ, რომ მიყვარდეს, არავის წინაშე მქონდეს პასუხისმგებლობა, ჩემგან არავინ, არაფერს ელოდეს. მოკლედ გარშემომყოფები ზეროს მეძახდნენ.
ბედნიერი ვიქნებოდი, ეს მოვალეობის შეგრძნება, რომ არ მაწვეს მხრებზე, ვიცხოვრებდი ჩემთვის. ლაღი, ბედნიერი ადამიანები ხომ უფრო პოზიტიურები არიან?
არ გინდათ ახლა საუბარი იმაზე, რომ ცხოვრება უსიყვარულოდ ცხოვრება არ არის. როგორ გეკადრებათ?
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დამპალი ბალანსი არ იშოვება არსად, არც სიყვარული არც ზიზღი, არც სიკეთე, არც ბოროტება.
უბრალოდ არსებობა, ცხოვრება მინდა, ჩემი თავისთვის, მხოლოდ საკუთარი თავისთვის! არ მითხრათ ახლა, რომ ეს ეგოიზმია.
მე არ მითქვამს, რომ სხვების ინტერესები მინდა შევიწირო მსხვერპლად, არაფერში მჭირდება მსხვერპლი, თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი წარმოდგენა იდეალურის შესახებ სწორედ ის სამყაროა სადაც ერთმანეთთან ადამიანებს არაფერი დააკავშირებთ, ყოველ დილით ბედნიერად გაშლიან ხელებს, თვალებს დახუჭავენ და იფიქრებენ, რომ ეს ესაა გაფრინდნენ, ზედმეტი ტვირთის გარეშე გაშალეს ფრთები.
გაფრენა ეს პირობითად რა თქმა უნდა.
აბა მითხარით რანაირი ბედნიერებაა ერთმანეთისთვის საზღვრების დაწესება, გულის ხეთქვა თითოეულ წვრილმანზე, ფლობისა და საკუთრების სურვილით ღამეების თენება.
არა, თუ ღმერთი გწამთ არ მითხრათ, რომ თუ გვიყვარს მას საზღვრებს არასოდეს დავუწესებთ, რომ მათ თავისუფლებას ვაჩუქებთ, ბედნიერები ვიქნებით მათი ბედნიერებით და ეს საკმარისი იქნება…
თქვენ ადამიანი ხართ? ჩემი ხათრით თითი შუბლთან მიიტანეთ და იჩხვლიტეთ, თუ სხეული თქვენ თითს არ გაატარებს ე.ი. ხორცშესხმული ადამიანი ხართ, რომელიც ახლა ზის და მატყუებს, თან სააღმსარებლოში.
რა ჭირად უნდა გამიხარდეს იმის თავისუფლება, ვისი თავისუფლებაც ჩემთვის სამუდამო ტანჯვის განაჩენი იქნება?
მაზოხიზმი თქვენი აზრით გადახრაა?
ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეცნიერება ასე თვლის, ჰოდა დარწმუნებული ვარ, რომ ეთანხმებით, ჰოდა, რომელ ბედნიერებაზე მესაუბრებით? იმ ბედნიერებაზე, რომელიც ტანჯვაზე გადის?
არ მინდა! თქვენი იყოს. სილაღე მინდა, მკვდარი ემოციები, საღი აზრი, თავისუფლება.
მკითხა ვინმემ რა მინდოდა და როგორ? მომცეს არჩევანის საშუალება? არა, არაფერი არ მოუციათ, დავიბადე და სანამ საკუთარ თავში გავერკვეოდი იმხელა ტვირთი ამკიდეს, რომ მის ჩამოხსნას ვეღარასოდეს შევძლებ, ჰოდა ახლა კეთილი უნდა ვინებო და ვათრიო ყველგან სადაც წავალ.
არადა…
დამადლებულს ვერაფერს ვიტან, ეს ჩემი ადრეულ ასაკში გაუცნობიერებლად აკიდებული ტვირთის რამდენიმე კილოგრამია, ამიტომ ვცდილობ ის რასაც სხვებს ვუკეთებ, ვალის დაბრუნების მოთხოვნის გარეშე გავაკეთო.
მათ ეს არ ესმით!
ისეთი დამახინჯებული აქვს თითოეულ ჩვენგანს გონება, რომ ვერაფრით ინელებს სიკეთეს რომელსაც უკეთებ, აუცილებლად უნდა დაგიბრუნოს ვალი, მოკლედ აუცილებლად უნდა ჩაგაფურთხოს სულში, ჩაგაფურთხოს და შემდეგ თავი მოვალედ გაგრძნობინოს, რომ შენც საპასუხო ჟესტით აგრძნობინო იგივე დამოკიდებულება.
მეც მორჩილად ვიღებ იგივე პასუხისმგებლობას და ვაბრუნებ ვალს, იმის მაგივრად, რომ თითით ვანიშნო თუ შეიძლება აქ ნუღარ ჩააფურთხებთ მეთქი.

შემდეგ ავდგე და წამოვიდე.

ეს ჩემგან

Advertisements

2 thoughts on “who needs love?!

  1. “ეს მათ არ ესმით” – მე პირიქით მგონია. ცხოვრება იმაზე მშვენიერია, ვიდრე გვგონია, სამწუხაროდ ამ მშვენიერების აღქმისთვის სულის თვალების გახელა და ხორციელის დახუჭვაა საჭირო.

    Like

    1. ცხოვრება ზოგადი ცნება არ არის, ამიტომ მგონია ხელაღებით იმის თქმა, რომ ის ან მშვენიერია ან საშინელი არ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ობიექტურ გარემოებებზე ისე სუბიექტურ აღქმაზე.
      რაც დაწერე კარგია, მაგრამ მგონია, რომ ეს იმ მრავალ სიტყვებთაგანია, რომლებსაც გასამხნევებლად ვიყენებთ ხოლმე, თავის დასამშვიდებლად, ისე, რომ ვერ ვიაზრებთ და ზუსტად ვიცით, რომ პრაქტიკაში ვერასოდეს გამოვიყენებთ.
      ცხოვრება მშვენიერი მხოლოდ კონკრეტულ მომენტებში შეიძლება იყოს.
      თუმცა თუ შენ შეგიძლია ცხოვრებით ტკბობა გადასარევია 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s