ატე


ვინც არასოდეს იბრძვის, არასოდეს მარცხდება.
მაგიურ სიმბოლოებს ვიკიდებ ხოლმე გულზე, როდესაც წასაგებად განწირულ ომში მივდივარ, საკუთარ სიმხდალეზე გადაბიჯება ენით აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებს და ვიცი, რომ ვინც ერთხელ მაინც არ დაცემულა ფეხზე ვერასოდეს ადგება.
ბრძოლის ველზე გასულს, დამარცხება წინასწარ მაქვს შესისხლხორცებული, ქანდაკებასავით ვუცქერ ხოლმე მოწინააღმდეგეს და გული ბედნიერებით მევსება, როდესაც მის თვალებში გაურკვევლობას ვხედავ, ჩემი უდარდელობა აიძულებს იფიქროს, რომ საიდუმლო იარაღს ვფლობ. ასეცაა, ჩემი საიდუმლო იარაღი წინასწარ განჭვრეტილი დამარცხებაა, იმის შეგრძნება, რომ დასაკარგი არაფერია.
გადაბმული ლოთობის შემდეგ ყველა ის იდეა გაცოცხლდა,რომლებიც ჩემმა გონებამ ჩანასახშივე მოკლა, აბორტი გაიკეთა და ნაწილებად მოისროლა ნაგავსაყრელზე. ხორცი შეისხეს, შური იძიეს, ყველა ილუზია ფეხქვეშ გათელეს და მაიძულეს შემეხედა რეალობისთვის.
დამახინჯებული ოცნებების გამო უბედურებისთვის ვწირავ ჩემი აღფრთოვანების ყველა ობიექტს და მათ იმედგაცრუების სამუდამო დაღს ვასვამ.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ჭეშმარიტად დიდებულ ადამიანებს შეუბრალებლობის ნიჭი ქონდათ, დოზირებაში არასოდეს ცდებოდნენ და საჭიროების დროს ინექციით უშვებდნენ სინანულს სისხლში, საკუთარ ქმედებებზე თვითგვემით პასუხისგება აიძულებდათ ეგრძნოთ, რომ ცოცხლები იყვნენ. იცოდნენ, რომ მიზანი საშუალებებს კი არ ამართლებდა, არამედ ღირდა საშუალებებად.
ყველაზე შეუბრალებელი საკუთარი თავის მიმართ ვარ და ყველაზე ხშირად იმედთან ბრძოლისას ვმარცხდები. ვიცი, რომ იმედი უიმედობის ჟამს განაჩენია, რომელიც სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.
სხვისთვის მიწერილ წერილებს ვიპარავ, ვიპარავ და ვსულდგმულობ მანამ სანამ თვალების დახუჭვისას ტექსტი თავისით არ იწყებს ფონზე გაშლას, ვიზეპირებ, ისე როგორც ბავშვობაში ვიზეპირებდი საყვარელ ლექსებს, იმის შიშით, რომ შეუფერებელ მომენტში მომინდებოდა მათი წაკითხვა და წიგნი ხელთ არ მექნებოდა. ამით ადრესატს იმ პირვანდელ სიამოვნებას ვპარავ, რომელიც მას უნდა განეცადა ბარათის მიღებისას, ვიპარავ ენერგიას, აზრს, რომელიც სიტყვებში დევს და ჩემით დამუხტულს ვაწვდი წასაკითხად.
საკუთარ თავს მუზებსა და ქალღმერთებში ვეძებ, თუ დამნაშავე ვარ, მაშინ დიდებულიც ვიყო, შეუდარებელი, აღმაფრთოვანებელი, შიშის მომგვრელი, ემოციების ქარიშხალი… ვეძებ და ვპოულობ, დროებით, რამდენიმე დღით ვერგები ახალ როლს და საკუთარ თავს ატეს ვეძახი.
ყველაზე სპეტაკი ადამიანებისგან მოღალატეებს ვქმნი და შემდეგ სიძულვილით ვაჯილდოვებ, არადა ვიცი, რომ უცნობი ადამიანები ვერასოდეს გიღალატებენ.
ჩემ ფანტაზიას სამშობიარო ტკივილები დაეწყო, შთაგონებაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა უარი ვერ თქვა მისი შვილის გაზრდის ბედნიერებაზე და რამდენიმე საათში ქვეყანას ჩემი წარმოსახვისა და შთაგონების პრიმშო მოევლინება.
Advertisements

8 thoughts on “ატე

  1. სისხლი, აბორტი, ხორცი, ტკივილი, ბრძოლა, წარღვნა– გეყო!!! გეყოფა!!! არ გყოფნის?! ლოთო!!!
    დაწერე წერილები იმის შესახებ , როგორი სიყვარული შეგიძლია, დაწერე იმ ადამიანების შესახებ ვისაც გულს აჩუქებდი– მეორდები, ისევ მეორდები და დანტეს ჯოჯოხეთი მახსენდება ხოლმე რატომღაც. აუფ…
    არა და ყოველ შემოსვლაზე არ ვიცი რის, მაგრამ სხვანაირი ამბების მოსმენა მინდა– ისევ იბრძვი! გამომივიდა ესეც გიორგი სააკაძე! 😦

    Like

    1. “ლოთო”-ზე კინაღამ სკამიდან გადავვარდი. არა მე ჩემ თავს კი მოვიხსენიებ ხოლმე ასე, მაგრამ სხვისგან ამის მოსმენა ფრიად შოკისმომგვრელი იყო 😀

      დანტეს ჯოჯოხეთი ჩავთვალო კომპლიმენტად??? 😀

      p.s. ეს ესაა დავაფიქსირე ერთფეროვნებაშიც, რომ დამდე ბრალი. გაგიმართლა, კარგ ხასიათზე ვარ. 😀

      Like

      1. “ლოთო”– ხატოვნად, უფრო მოფერებით ვთქვი– ლოთებს არასდროს ვაგებინებ, რომ ლოთები არიან.
        დანტე და იქურობა– თავისთავად კომპლიმენტია.
        რაც შეეხება ერთფეროვნებას– სულ არ მაღელვებს შენი კარგი და ცუდი ხასიათი– იქიდან გამომდინარე , რომ კრიტიკის აუცილებლობის და დამფასებლად მიმაჩნიხარ. თუ არ არის მასე უბრალოდ მითხარი და სხვა დროს მარტო სვითი ტექსტებით და გულების ხატვით სემოვიფარგლები ხოლმე ზოგიერთი შენი მკითხველის მსგავსად. 😉

        Like

    2. Rusa

      ზოგს არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ტკივილს, რომელიც მასშიც არის, ტკივილს, რომელსაც მას ახსენებენ. ურჩევნია, ყველამ იდილიური სამყარო დახატოს, რომ თვალდახუჭულმა იქ მაინც იცხოვროს მშვიდად.
      მე მომწონს ფინიკი.

      Like

  2. ზოდ-ით ლომებს გჩვევიათ საკუთარი ნეგატიურობის ისე წარმოჩენა, რომ გულები და სვითი ტექსტები მიიღოთ 🙂
    თუმცა უიმედოს ნაცვლად ცინიკური ოპტიმისტი ჩანხარ 😛

    Like

    1. 😀 უიმედო ნამდვილად არ ვარ, სწორი შეფასებაა. ნებისმიერი სიტუაციით შემიძლია ტკბობა, მათ შორის “ნეგატივითაც” 🙂

      ლომებს გვიყვარს ხოტბას რომ გვასხამენ 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s