venerare


მე ისევე ვარ დარწმუნებული საკუთარი პერსონის განუმეორებლობაში, როგორც შენ, მაგრამ თავს არასოდეს ვიტყუებ.
ვიცი ვერავინ, ვერასდროს შეძლებს ჩემ გამეორებას და ამის გამო იმაზე მეტად მიყვარს საკუთარი თავი, ვიდრე შენ გეყვარებოდა რამდენჯერმე რომ გეცხოვრა და ყველა ცხოვრებაში ნარცისი ყოფილიყავი.
შენგან განსხვავებით ყოველ წამს სარკეში ყურება არ მჭირდება იმისთვის, რომ გამახსენდეს როგორი ვარ, ეს დაურწმუნებლობის სენი დიდი ხნის წინ მოვიშორე, ჯერ კიდევ მაშინ ქვეყანას რომ მოვევლინე.
ასაკომ წარმოსახვითი იდეალის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა გადაწყვიტა და ლამაზი ცხვირის, თვალების, ხელების გამო რამდენიმე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაშინ მივხვდი, რომ იდეალები აყროლებული, ხრწნისკენ მიდრეკილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დეტალებისგან შედგებიან და გამოუსადეგარნი არიან ხოლმე, გავაცნობიერე, რომ სისხლში გათხვრილი ხელებით შექმნილი სრულყოფილების ფასი ნულზე ნაკლებია და მინუს უსასრულობისკენ არის გადახრილი.
მიყვარს როცა გეზიზღები, იმიტომ რომ ვიცი ისეთი ძლიერი გრძნობა როგორიც სიძულვილია აუცილებლად შობს ემოციას, რომელიც ფიქრად გადაიქცევა, აკვიატებულ აზრად დასახლდება შენს გონებაში და მუდმივობად მაქცევს.
მუდმივობის არ მჯერა. ისევე ვუყურებ ხოლმე პერმანენტულ ჩვევად გადაქცეულ ადამიანებს, როგორც პატარა ბავშვი მხეცებს ზოოპარკში. ვსწავლობ, გისოსებს ხელებით ვეჭიდები და ფეხს არ ვიცვლი ადგილიდან.
ყველაფერი აკრძალულის ფლობის სურვილი მაქვს, ფლობის და არა საკუთრების, საკუთრების უფლება გადამეტებული იქნებოდა ჩემთვისაც კი.
შენი ფლობა მინდა.
მინდა იმ მუზეუმის საკუთრება გახდე სადაც იდეალებს ვინახავ, იმ იდეალებს კი არა ლპობის დაწყებამდე სრულყოფილი ნაწილებისგან რომ შედგებოდნენ, არა იმათი ვისაც ზუსტად ის ნაკლი აქვთ, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანებში.
ნიმუშად ვაგროვებ ნაკლებს, ლაფსუსებს, შენი ფლობის სურვილი კი მახრჩობს იმიტომ, რომ სათითაოდ, ყველა ნიმუშში გაფანტული წუნის გაერთიანება ხარ.
შენით მთელ მუზეუმს ჩავანაცვლებ და ერთადერთი იქნები, ამით შენ მესაკუთრეობის ჟინს დავაკმაყოფილებ და იფიქრებ, რომ მფლობ.
შენი არაპროგნოზირებადი ხასიათი მიყვარს, არასოდეს არავინ იცის რას გააკეთებ და ეს მოულოდნელობა იმდენად განჭვრეტადი გახდა, რომ ზუსტად შემიძლია გამოვიცნო შენი ყველა ნაბიჯი, არაპროგნოზირებადობის გადაჭარბებული დოზისგან ისეთი გამოცნობადი გახდი, რომ ერთადერთი რითიც შეგიძლია განმაცვიფრო ისაა, რომ ჩვეულერბივი მოკვდავივით მოიქცე.
ეს სიყვარულის ყველაზე ამაღლებული ფორმაა, თავის მოტყუებისკენ მიდრეკილი ჟინის გარეშე, ყველაზე გაცნობიერებული, დაწუნებული და შემდეგ აღფრთოვანებად ქცეული გრძნობა.

Advertisements

16 thoughts on “venerare

  1. შენი ყველა ნაბიჯი, არაპროგნოზირებადობის გადაჭარბებული დოზისგან ისეთი გამოცნობადი გახდი, რომ ერთადერთი რითიც შეგიძლია განმაცვიფრო ისაა, რომ ჩვეულერბივი მოკვდავივით მოიქცე.

    აი, ეს მომეწონა ძალიან.

    Like

  2. არსებობს ბლოგები, რომელთა წაკითხვა ფეხზე დამდგარს, ხმაურში, ცალი თვალის შევლებით შემიძლია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი – ფინიკის ბლოგი, რომლისთვისაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არასდროს მყოფნის. მჭირდება განწყობა, რომ მივიღო ის სიამოვნება, რაც ახლა განვიცადე.
    არაჩვეულებრივი ხარ.

    Like

  3. მე ისევე ვარ დარწმუნებული საკუთარი პერსონის განუმეორებლობაში, როგორც შენ, მაგრამ თავს არასოდეს ვიტყუებ
    როგორი ახლო არის ჩემთან და რა ნაცნობია 🙂 🙂 რაღაც დონით ნარცისი გამოვდივარ მეც 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s