ორმო


– ხელი არ ახლო. – მისთვის უჩვეულო სიმკაცრით გამოსცრა კბილებში. ვიგრძენი გაკვირვებისგან როგორ გავთეთრდი, სარწყავს ხელი გავუშვი და დაბნეული მზერა ვესროლე.
ვუყურებდი, როგორ ცხრებოდა, ცოტა ხანში სახეზე ფერიც მოუვიდა და თვალებში დამნაშავის მზერაც ჩაუდგა. შემეცოდა და ბოდიშის მოხდა გადავიფიქრე.
სკამზე ჩამოჯდა, არც დაუხედავს, ჯერ ხელი ჩამოდო და შემდეგ ნელი მოძრაობით დაეშვა. სიგარეტი შევთავაზე, რა ეშმაკი შემომიჩნდა არ ვიცი, ვიცოდი, რომ არ ეწეოდა, მაგრამ კოლოფი გავუწოდე, დიდი თავის გაგიჟების გარეშე ამოაძვრინა ერთი ღერი და ხელით მანიშნა მომიკიდეო, მაშინღა შევამჩნიე, რომ გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩენოდა, ნერწყვი გადავყლაპე და სანთებელას ძებნა დავიწყე, ისე ვჩქარობდი გეგონება მახრჩობდა ვინმე, აკანკალებული ხელით მოვუკიდე და მოპირდაპირე მხარეს ქვაზე ჩამოვჯექი.
ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, მე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ან რა უნდა მეთქვა ვერაფერი გავიგე მეთქი ხომ არ დავიყწებდი მოყოლას, ჰოდა მორჩილად ვიჯექი ქვაზე და დაძაბული მზერით გავყურებდი ჰორიზონტს, თითქოს ფრიად მიზიდავდა წინ გაშლილი პეიზაჟი.
– ჩაფიქრებული მაქვს. – მითხრა ჩურჩულით. მივხვდი რასაც გულისხმობდა, გამეღიმა და ვთხოვე საათი მითხარი მეთქი, ექვსის ნახევარიაო მიპასუხა, თვალი გავუსწორე და ვთხოვე ზუსტი დრო ეთქვა, – 17:27 ქალბატონო – მიპასუხა აშკარა სარკაზმით, გამეღიმა მანაც საპასუხოდ გამიღიმა, თუმცა თავს მოვიჭრი ვერ მიხვდა რატომ გამინათდა სახე ამ ბანალურ კითხვაზე პასუხის მიღებისას.
წამოვდექი, ვუთხარი მეჩქარება მეთქი, ”მებაღის” დაბრუნება ვუსურვე და სახლისკენ ავიღე გეზი. ”ჩაფიქრებული მაქვს” ვიმეორებდი გზაში და ვცდილობდი გამვლელებისგან შეუმჩნევლად მექირქილა ამ ფრაზაზე, ერთი ორჯერ თვალიც გამომაყოლეს, მეც საქმიანი მზერა ვესროლე და ვანიშნე რაღაც გეშლებათ არც ხმამაღლა ვიცინი და არც საკუთარ თავთან ვსაუბრობ მეთქი.
გაურკვევლობაში ვიყავი, ერთდროულად სიხარულსაც ვგრძნობდი ჩემი უჩვეულო ჩვევა სხვაშიც, რომ ვიპოვნე და ამავე დროს იმედგაცრუებულიც ვიყავი საკუთარი თავის განსაკუთრებულობის მგზნებარე სიყვარულისთვის ერთი მიზეზით ნაკლები, რომ მქონდა. ჰო, საკუთარი თავი ყოველთვის ვნების ცეცხლში დამწვარივით მიყვარდა, ბევრნაირი ვიყავი და ეს პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა, საფლავებზე ეპიტაფიების მწერალს უყვარდა – პოკერის მოთამაშე, იურისტს – დამნაშავე… და ასე დაურსულებლად. ყველას ერთად კი ”მე” უყვარდა, ჰოდა მეც მოლეკულებად დაშლილი საკუთარი თავის თითოეული ნაწილაკი ისევე მიყვარდა, როგორც ერთ მთლიანობად შეკრული სახე, რომელიც სარკიდან მიყურებდა ხოლმე.
ახალი იდეა მქონდა შემოჩენილი, ნაწილებად, რომ დავეშალე ვინმეს ჩემგან მხოლოდ აკვიატებები დარჩებოდა, ტვინში ჭიასავით შემომიძვრებოდა ხოლმე და დღე-ღამის განმავლობაში შეუბრალებლად მჭამდა სანამ ბოლოს არ მოუღებდა ჩემში წინააღმდეგობის გაწევის უკანასკნელ ძალას.
”ორმო” დავწერე ფურცელზე და მაგიდის წინ კედელზე გავიკარი.
აივანზე მიგდებული ნიჩაბი ვიპოვნე და უმეტყველო თვალებით გავუყვი ბილიკს. მიწა ფეხით მოვსინჯე, სადაც ყველაზე რბილი მეჩვენა ნიჩაბი ჩავასე და თხრა დავიწყე. რამდენიმე საათს გაუჩერებლად ვთხრიდი, წვიმა დაიწყო და ჩემმა აკვიატებამ ლამის ზარ-ზეიმი გამართა, თავდაპირველ იდეას ხომ წვიმის წყალი განუყოფელ დეტალად ქონდა წარმოდგენილი. მოწევა ვცადე, მაგრამ ისე წვიმდა სანთებელაც კი ვერ ავანთე.
თავზე დამაღამდა და სიცივემ ამიტანა, ორმოში ჩავიხედე, ძირი ვერ დავინახე და ვიფიქრე საკმარისი იქნება მეთქი. ნიჩაბი იქვე მივაგდე, ღრმული პირას დავჯექი, მიწას ხელით დავეყრდენი და ნახტომი გავაკეთე.
მუხლამდე წყალში აღმოვჩნი, კოკისპირულად წვიმდა, ორმი კი ჩემზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი იყო, ჩავიმუხლე, ხელები მხრებზე მოვიხვიე, საკუთარ თავს მაგრად ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი როგორ მეხეთქებოდა წვეთები თავზე, როგორ მიიკლაკნებოდა წყალი სახისკენ და როგორ ჩამომდიოდა ცხვირზე ჩანჩქერივით. სიცივისგან კანკალმა ამიტანა, კბილები ერთმანეთზე მქონდა მიბჯენილი და ძლივს ვცრიდი სიტყვებს:
ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ ცაში გაფრენა ნებისმიერს, რომ შეუძლია.
უცნაურია, წინასწარ ვიცი რამდენი გვირაბის გავლა მომიწევს, სად გამაჩერებენ და რაში დამდებენ ბრალს, ისიც ვიცი, რომელ კარიბჭეს გავივლი უპრობლემოდ და სად შემხვდებიან მსუბუქი ღიმილით, თითქოს დიდ ხანს ელოდნენ ჩემ გამოჩენას, თითქოს სახლში ვბრუნდებოდე.
 პატარა ორმოს გათხრის და შიგნით ჩაძვრომის სურვილი მაქვს. ზოგჯერ ოთხ კედელს იმაზე დიდი თავისუფლება მოაქვს, ვიდრე ღრუბლებში საამურ რწევას.
რამდენჯერმე ვცადე ამოძვრომა.
მუხლებიდან სისხლი მდიოდა, ხელები კი ნაკაწრებით მქონდა დაფარული სახლში რომ დავბრუნდი. მაგიდასთან მივედი და კედელზე გაკრულ ორმოს პლიუსი დავუსვი.
ტალახიანი მივწექი სავარძელზე და სიგარეტს მოვუკიდე, ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიდე. შემდეგ საკრესთან მივედი, სახეზე ტალახში და სისხლში ამოგანგლული ხელი მოვისვი, თვალები მწვანე მეჩვენა, გავიღიმე ”ახალი იდეა მაქვს.”

Advertisements

6 thoughts on “ორმო

  1. ისე შემიყოლია, რომ გამწარებული ვცდილობდი ორმოდან ამოძრომას, ერთიანად დავიძაბე და ლამის სუნთქვა შეკრულმა ჩავიკითხე ბოლო ნაწილი.
    ხანდახან როცა შენს პოსტებს ვკითხულობ მინდება კომენტარის დატოვება, მაგრამ ყოველი პოსტის ბოლოს იმდენად უცნაური გრძნობა მეუფლება, რომ ვხვდები ჩემი დაწერილი ნებისმიერი სიტყვა უაზრობა იქნება. მაინც გავრისკე

    Like

    1. დიდი მადლობა კომენტარისთვის 🙂 ძალიან გამიხარდება თუ დაწერ ხოლმე შენ აზრს, თუმცა თუ არ გექნება ამის სურვილი არც ესაა პრობლემა 🙂
      კიდევ ერთხელ გმადლობ 🙂

      Like

      1. სურვილი ყოველთვის მაქვს და მაქვს გაორებული გრძნობები, არ ვიცი რატომ და მიჭირს ხოლმე გადმოცემა. ამიტომ შევეცდები არ გამოვტოვო შენი პოსტები და უფრო ბევრს რომ წავიკითხავ უფრო ნათლად ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრებს 🙂 🙂

        Like

      2. კარგად მესმის შენი, მეც მაქვს ხოლმე მომენტი როდესაც ვხვდები, რომ კომენტარის დაწერა მინდა და აზრებს თავს ვერ ვუყრი 🙂
        ძალიან გამიხარდება ხოლმე შენი სტუმრობა 🙂

        Like

  2. ”ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ ცაში გაფრენა ნებისმიერს, რომ შეუძლია.
    უცნაურია, წინასწარ ვიცი რამდენი გვირაბის გავლა მომიწევს, სად გამაჩერებენ და რაში დამდებენ ბრალს, ისიც ვიცი, რომელ კარიბჭეს გავივლი უპრობლემოდ და სად შემხვდებიან მსუბუქი ღიმილით, თითქოს დიდ ხანს ელოდნენ ჩემ გამოჩენას, თითქოს სახლში ვბრუნდებოდე.” ❤
    და
    ”ახალი იდეა მაქვს.” : )
    ცუღლუტობ შენ 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s