მალფუჭებადი


ადამიანებს ვინახავ, ვინახავ ჩემი კომპიუტერის მეხსიერებაში, რომელიც ყოველ თვე მთხოვს კოდის შეცვლას, წარსულში გამოყენებული სიტყვების გამეორების უფლებას არ მაძლევს და მეუბნება, რომ ეს ერთხელ უკვე იყო და გავიარეთ. შემდეგ ახალი მნიშვნელოვანი პერსონის ძიებას ვიწყებ, რამდენიმე დღეში ჩემი თითები კი ავტომატურად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იწყებენ მისი სახელის ძებნას კლავიატურაზე.
საკუთარი დამოკიდებულების დონეს ვაკონტროლებ, ერთი თვე საკმარისია იმისთვის, რომ შეეჩვიო და იმისთვის, რომ მარტივად შეძლო გადაჩვევა.
მიმდინარე თვის მთავარი გმირი ჩრდილია, მკვეთრად გამოხატული კონტურების გარეშე, თავად გიტოვებს არჩევანის უფლებას, ვადა კი რამდენიმე დღეში იწურება, შემდეგ მისი ჩანაცვლება მომიწევს, როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს მისი არსებობის გახანგრძლივება ამის საშუალება არასოდეს მექნება და მის ადგილს აუცილებლად დაიკავებს სხვა, მისი სახელის კლავიატურაზე ძებნის ინსტინქტიც მალე გაქრება.
ყველაფერი იდეალურადაა, თავიდან თუ ეჭვები გიპყრობს და ფიქრობ, რომ შეცდი, ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭე, ვერაფერს ცვლი, შემდეგ ეგუები და მისი არსებობის ვადის შემოკლებაზე აღარც ფიქრობ, ხოლო ვადის გახანგრძლივება იცი რომ შეუძლებელია, ამიტომ არჩევანის საშუალება არასოდეს გაქვს.
ჰოდა, იცი, რომ ყოველი დილა შენი სახელით იწყება?! სიგარეტის მოსაწევად გასვლის შემდეგ ოთახში დაბრუნებული ისევ შენ სახელს ვკრეფ?! და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგრჩა?!
მალფუჭებად პროდუქტად გაქციე. 

Advertisements

19 thoughts on “მალფუჭებადი

    1. თუმცა კარგია, რომ ვიღაცის ერთ თვიანი ინსტინქტი, ყველაზე ხშირად გამეორებადი და ჩვევაში გადასული ადამიანი იყავი

      Like

      1. ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე თავად შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად იმ ადამიანის ცხოვრებაში თუნდაც ამ ფორმით იყო, თუ ეს უმნიშვნელოა მაშინ ვადას ალბათ არ აქვს მნიშვნელობა.

        ნებისმიერ შემთხვევაში ”გმირმა” არასოდეს იცის ის, რომ ამ სტატუსით სარგებლობს ან სარგებლობდა 🙂

        Like

  1. კარგი როცა ვიღაც ფაქტიურად შენით ცხოვრობდა, მერე რა რომ ეს სულ რაღაც ერთი თვე იყო

    „ყველაფერი იდეალურადაა, თავიდან თუ ეჭვები გიპყრობს და ფიქრობ, რომ შეცდი, ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭე, ვერაფერს ცვლი, შემდეგ ეგუები და მისი არსებობის ვადის შემოკლებაზე აღარც ფიქრობ, ხოლო ვადის გახანგრძლივება იცი რომ შეუძლებელია, ამიტომ არჩევანის საშუალება არასოდეს გაქვს.“
    როგორი ახლობელი განცდაა, ეჭვები არჩევანზე და განსაზღვრული ვადა

    Like

    1. გეთანხმები, კარგია ალბათ იმის წარმოდგენა, რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში ვიღაცის ყოველდღიურობა იყავი 🙂

      ამიტომაცაა ამ შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად, აკეთებ და იცი, რომ აღარაფერს შეცვლი 🙂

      Like

  2. ჰოდა, იცი, რომ ყოველი დილა შენი სახელით იწყება, სიგარეტის მოსაწევად გასვლის შემდეგ ოთახში დაბრუნებული ისევ შენ სახელს ვკრეფ?! და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგრჩა?!
    მალფუჭებად პროდუქტად გაქციე…
    ————ესეც ერთგვარი ნიჭია…ვაი მას,ვისაც ეს თვისება არ გაგვაჩნია.და ვერასდროს გახდება მისი სახელი “მალეფუჭებადი”

    Like

    1. საკმარისი რამდენი იქნებოდა? 🙂 ან ვისთვის გინდა, რომ იყო მნიშვნელოვანი? იმისთვის ვინც შენთვისაა მნიშვნელოვანი ხომ ასეა? შესაბამისად თუ ადამიანი, რომელმაც მხოლოდ 1 თვე გამოყო შენზე ფიქრისთვის შენთვის უმნიშვნელოა ეს არც განსაკუთრებულ სიხარულს მოგიტანს და არც განსაკუთრებულ გულის წყვეტას. ანუ ისევ იქამდე მივდვივართ, რომ ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში წარმოვიდგენთ, რომ ეს ერთ თვიანი შუალედების მოყვარული ადამიანი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.
      თუმცა ჩემ შემთხვევაში ასე არ არის ხოლმე, უმეტესად ისეთ ადამიანებს ვიჩემებ, რომლებთანაც თითქმის არაფერი მაკავშირებს 🙂
      და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ხომ ამას ვერასოდეს გაიგებენ 🙂

      Like

  3. ფინიკი ამ პოსტის რამდენიმე ფრაზა –პოეზიაა!!! არ მიყვარს კომენტარების დატოვება თუ არ ავღფრთოვანდი! არ იცი როგორ ამავსო ამ პატარა პსტმა–პოეზიამ! მესმის, უმაგრესია, უმაგრესი ხარ! :**********

    Like

    1. ძალიან მაგარია, როცა შემოხვალ და ასეთი კომენტარი დაგხვდება, მიუხედავად დილიდან ”აკიდებული” საზიზღარი განწყობისა და ამინდისა გადასარევ ხასიათზე დავდექი 🙂 ჰოდა დიდი მადლობა შენ :)))))

      Like

  4. შენთან ყველაზე მატად რა მომწონს იცი? რომ შემოვდივარ, ისევ ის ფინიკი მხვდება, რომლესაც ერთი წლის წინ ვიცნობდი და არა ის, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი 🙂
    მე ორივე მომწონს, მაგრამ ბლოგს ეს უფრო უხდება 😉

    Like

    1. ამიტომაცაა უმეტესად საკუთარ თავზე მრავლობით რიცხვში რომ ვსაუბრობ და გავიძახი ”ჩვენ” მეთქი 😀
      თუმცა არ მეგონა ასეთი განსხვავებულები თუ იყვნენ ფინიკი და … 😀

      ჰო, შენც ორივეს მოსწონხარ 🙂

      Like

  5. rusabuski

    “Sweet November” გამახსენდა 🙂

    ძალიან მომწონს შენი ნაბოდვარი ჩანაწერები, ფინიკი :)))

    P.S. “ნაბოდვარს” ჩემთან პოზიტიური დატვირთვა აქვს 🙂 კატეგორიაც მაქვს ასეთი ჩემს ბლოგზე – დეპრესიული ბოდვები

    Like

    1. სხვათაშორის მეც გავავლე პარალელი “Sweet November”-თან 🙂

      მიხარია, რომ მოგწონს, მეც ნაბოდვარს ვეძახი, ასე რომ მივხვდი პოზიტიურ კონტექსტს :))

      ჩემთვის გუშინ გახდა შენი ბლოგი აღმოჩენა 🙂

      Like

      1. rusabuski

        ადრე უნდა გამეკეთებინა ბლოგი და ბლოგებზეც შემევლო, რამდენ საინტერესო ავტორს წავაწყდი 🙂

        ვნახე ფინიკი, დიდი მადლობა 🙂 როცა კარგ ავტორს და კარგ მკითხველს მოსწონს ჩემი ბლოგი, განსაკუთრებულად მიმაღლდება განწყობა :))))))

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s