მტრები


მე მის მტრებთან ვმეგობრობ. არა, ვმეგობრობ გადაჭარბებული ნათქვამია, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა მათით აღფრთოვანებული ვარ მეთქი. ჰო, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ადამიანებს, განსაცვიფრებლად გამორჩეული მტრები ყავთ.

გაგიგიათ ადამიანის შეფასება იმით თუ როგორი მტრები ყავს მას? მე გამიგია, ეს თვისება ბოლო პერიოდში შევნიშნე საკუთარ თავს და გამიკვირდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ არავის სურდა შენი ჩაძირვა ე.ი. მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებდი, ჰოდა, გადავწყვიტე ამით დამეწყო ირგვლივ მყოფების შეფასება. გასაკვირია, თუმცა ის ვისი მტრებიც განსაკუთრებულად მიყვარს,ასეთი ადამიანების მტრობას არც იმსახურებს, ეს კი მაიძულებს ეჭვი შევიტანო ჩემი აღფრთოვანების ობიექტების გამორჩეულობაში.

მას გულის ამრევად ჭრელი წრე ყავს, ახლა წრეც გადაჭარბებულ ნათქვამად მეჩვენა, უფრო თაყვანისმცემლები მოუხდებოდა ამ ფრაზას, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ან გააკეთებს, ოვაციებს მისთვის არასოდეს იშურებენ. ყველაზე მეტად კი მძულს იმის ყურება თუ როგორ ცდილობს თითოეული მტერთაგანის გული პირფერობით მოიგოს, მან ალბათ არ იცის, რომ ყოველი წარმატებული მცდელობისას, მისი ფასი ნელ-ნელა ეცემა. თუმცა ეს მსჯელობა თავისთავად ძალიან სუბიექტურია, ამიტომ იქნებ უღირდეს კიდეც ქარის საწინააღმდეგოდ ფურთხება და საკუთარი თავის ტალახში ამოსვრა ერთი დიადი მიზნის მისაღწევად – ის ყველას უნდა უყვარდეს. და თქვენ გინდათ, რომ ყველას უყვარდეთ? ზედმეტად ბევრ ტკბილს, რომ შეჭამთ გულის რევის საშინელი შეგრძნება ხომ ყოველთვის გტანჯავთ? ჰოდა დადებითმა ემოცეიბმაც მოყირჭება იციან.

არ ვიცი როდის მოხდა ეს, მაგრამ ერთ დღეს მეც აღმოვაჩინე, რომ იმ გადამეტებული შაქრის დოზის ნაწილი ვიყავი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აიძულებდა მას ეთქვა, რომ გული ერევა. ჰოდა, მაშინ გადავწყვიტე, რომ სანამ ეს დღე დადგებოდა მანამ უნდა გავცლოდი მის მეხოტბეთა რიგებს, ასეც მოვიქეცი და ახლა ვხვდები, რომ უმეტესად ჩემი აღფრთოვანება ისეთივე ყალბი იყო, როგორც მისი პასუხი ამ ჟესტზე.

ადამიანები ჩვევაში გადამდის, უცნაურად ჟღერს, თუმცა ასეა. ის დროთა განმავლობაში ჩემ ერთ-ერთ მავნე ჩვევად იქცა, მომბეზრდა, მაგრამ რამდენი მობეზრებული ჩვევა გვაქვს, რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგვიდგენია?! აქაც ვამლაშებ, როგორც ყოველთვის, მის გარეშე ცხოვრება წარმომიდგენია, ვცხოვრობ კიდეც, არც ის მაწუხებს, რომ მისი გამოსვლის მოსასმენად შეკრებილი ადამიანების რიგებს მეც ვუერთდები საღამოობით, თუმცა ვცდილობ შეუმჩნევლად გავიპარო ტაშის კვრის მომენტში, იმიტომ, რომ ხელების ერთმანეთზე რტყმის სურვილი აღარ მიჩნდება, მისი მტრები კი იმასაც არ კადრულობენ, რომ პომიდვრები დაუშინონ, ცოტას გაერთობოდა კაცი.

მე მისი მტრებით აღფრთოვანებული ვარ. რა თქმა უნდა იყო დრო, როდესაც მეც ცხოველური ჟინითა და საკუთარი ხელის გულების დანდობის გარეშე ვუკრავდი ტაშს და არც სტვენას ვთაკილობდი, მაგრამ ვიყავი კი მაშინ გულახდილი? თუ ვალს ვუბრუნებდი, ან იქნებ პირიქით ვალს ვაძლევდი, იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი ჩამასესხებდა. ასეც მოიქცა, ზედმეტად თავდაჯერებული ნათქვამია, მაგრამ მე თითქმის არასოდეს ვცდები ადამიანებში, პირველ ჯერზე გამარჯვებულის ღიმილი მომეფინა სახეზე, მერე და მერე მივხვდი, რომ მისი აღფრთოვანებაც საკუთარი სიდიადის ხაზგასმას ემსახურებოდა მხოლოდ, ჰოდა ვინ იყო მსხვერპლი? მე თუ ის? ორივე თუ არც ერთი? მიზნები განსხვავებული გვქონდა, შედეგი გასაოცრად იდენტური. ბოლოს მოგვბეზრდა.

თუმცა მე მისი მტრებით აღფრთოვანებული ვარ.

Advertisements

6 thoughts on “მტრები

    1. სიმართლე გითხრა ამის წერის პროცესშიც ვერაფრით გავიხსენე ზუსტად სად მქონდა ეს აზრი მოსმენილი.

      გეთანხმები, ალბათ ძალიან მოსაბეზრებელია ცხოვრება თუ ყველას უყვარხარ.

      Like

  1. მტრების ამბავში კარგად შენიშნე 😉
    ისე კი, მაღიზიანებს ხალხი, ვინც ყველას სიყვარულისთვის იბრძვის.

    პ.ს. საშინლად მომენატრა შენთან საუბარი :* აუცილებლად შეგეხმიანები ამ დღეებში.

    Like

    1. ჰო, მეც საშინლად მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ყველას უყვარდ.

      ველი სულმოუთქმელად, შემეხმიანე :*

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s