მე და ფორტუნა


ტუჩები სილურჯისგან უკვე სიშავეში გადადიოდა სარკესთან, რომ დავდექი, მაშინღა გამახსენდა, რომ წინა ღამით მშვიდ გარემოში საკმაო რაოდენობით წითელი ღვინო მივირთვი, გულმაც საყვედურის ნიშნად შემახსენა თავი, მე კი აბაზანიდან ჩემი ოთახისკენ “რა დროს ჩემი სიბერეა” სახით გავეშურე.

დღეს კვირაა, მე სადღაც შუაში ვარ გაჩხერილი, გამოფიტული, დასვენების სურვილისგან დაღლილი, უსიცოცხლო ვდევარ იატაკზე და ვათვალიერებ ჭერს, მხოლოდ მსუბუქი ტაქიკარდია და ტკივილი გულის არეში მიუთითებს, რომ ცოცხალი ვარ.

***

უსაქმურობისგან გემრიელად დაღლილს თვალები მეხუჭებოდა, რომ გადავწყვიტე დროის გასაყვანად კარტი გამეშალა. შეთქმულის სახით წამოვდექი, მარჯვენა ხელი პულსისკენ წავიღე, ერთი, ორი, სამი… ისეთი სისწრაფით მირტყამდა, რომ თვლა ამერია. სიგარეტს მოვუკიდე და თაფლიანი ყავის სურნელი შევისუნთქე, ვიგრძენი როგორ ამენთო თვალები, როდესაც კარტის არევა დავიწყე, გამეღიმა და ნაზად გამოვუშვი კვამლი პირიდან. ფონად დაბალ ხმაზე მუსიკა უკრავდა, მე ერთ წერტილზე მიშტერებული ვუყრიდი ფიქრებს თავს, შემდეგ კი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით წრეზე 10 კარტი დავალაგე.

პირველი ცხენის თავიანი ფიგურა მომხვდა თვალში, ორსულის მუცლით საკუთარ ნაშიერს სრესდა ფეხით, ეს სიკვდილი იყო, თუმცა გამიხარდა მისი დანახვა, ვინაიდან ვიცოდი, რომ ეს სიახლეს, მეორე დაბადებას, ყველაფრის ნულიდან დაწყებას ნიშნავდა. ნიშნის მოგებით გავაბოლე, ჩემ წინ მჯდომ ფორტუნას გამომწვევი ღიმილი ვესროლე და წარბის მსუბუქი აწევით ვანიშნე 1 – 0, ვიგებ მეთქი.

ხმლები, ეს კარტები არასოდეს მაძლევენ მოსვენებას, რამდენიმე თვის წინ მათ მანახეს პირველად როგორი იყო სიკვდილი, დიახ ნამდვილი სიკვდილი, მაშინ გამიხარდა, რომ საკუთარ თავს ვუშლიდი კარტს, ვერაფრით წარმომედგინა როგორ უნდა მეთქვა სხვისთვის, წინ, ახლო მომავლის განყოფილებაში სიკვდილს ვხედავ მეთქი, საკუთარი თავისთვის ამის თქმა გაცილებით მარტივი იყო. რა მოხდა შემდეგ? მოვკვდი, ჰო, ოღონდ თითქმის.

დღეს გადმობრუნებული ხმალი დევს ჩემი მომავლის უკუღმართ წრეზე, მე ისევ ცინიკურად ვუკრავ თვალს ქალბატონ ფორტუნას და ვანიშნებ, რომ ანგარიში გაიზარდა.

წრეს ვამთავრებ, მეათე კარტისკენ დაძაბული ვაპარებ მზერას და დედოფლის დანახვაზე ფართოდ ვიღიმი, “ეს კი მე ვარ” ვამბობ ხმამაღლა.

 

 

 

Advertisements

4 thoughts on “მე და ფორტუნა

  1. იცი, შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ, მინდება მივუშვა ჩემი დებილი ფიქრები და ვწერო. იქნებ, კაი რამე გამოვიდეს მართლაც 🙂 ნუ, მე ხომ მომეშვება რაც მთავარია 🙂

    Like

    1. მართლა დიდი სიამოვნებაა უბრალოდ წერა, იმის რაც თავში მოგივა და პირზე მოგადგება. თუმცა ამის კეთება მიჭირს და იშვიათად გამომდის ხოლმე, უმეტესად საკუთარ ფიქრებს ვიწუნებ 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s