მსუბუქად


გქონია მომენტი, როდესაც უეცრად გააცნობიერებ, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გახდა უმნიშვნელო?! აი ასე, დილით ადექი და მიხვდი, რომ მიგიფურთხებია. თავიდან მსუბუქ შეშფოთებას გრძნობ, შემდეგ თავისუფლებას, ცოტა ხანში კი საშინელი იმედგაცრუება გეუფლება, ეს ის არ არის რასაც ელოდი.
და საერთოდ ელოდი რამეს? ბოლო პერიოდში ხომ მოლოდინის შეგრძნება მკვეთრად დაქვეითდა, დაქვეითდა იმიტომ, რომ გაუნძრევლად დაიწყე მიმდინარე მოვლენების ყურება, რბილ სავარძელში ჩაფლული, გაზულუქებული მაყურებელი გახდი.
რთულია იფიქრო გარშემომყოფების აზრზე, შეხედულებებსა და დამოკიდებულებაზე მაშინ, როდესაც საკუთარიც კი არ გაინტერესებს.
სურვილები უმეტესად ასრულებისკენ არიან მიდრეკილნი, ეს თვითგანადგურების ერთგვარი გამოვლინებაა. ჰო, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მეტწილად საკუთარი სურვილებით ვისჯებით, ვისჯებით რისთვის? იმისთვის, რომ გვინდოდა.
დღეს არაფერი მინდა, საერთოდ არაფერი, ეს სრულიად განსხვავებული განცდაა, იცი, რომ წინ არც იმედგაცრუება, არც სიხარული, საერთოდ არაფერი გელოდება, უბრალოდ საკუთარ სიმსუბუქეში დარწმუნებული წევხარ წყალზე და მიუყვები დინებას.
ჩემი თავისუფლება გულგრილობის პირდაპირპროპორციულია.
იცი რისი წარმოდგენა მანიჭებს სიამოვნებას? ვზივარ უზარმაზარი უფსკრული პირას გავარვარებულ მიწაზე, სიღრმეში ლავა დუღს, მე უდარდელად მაქვს ფეხები გამოკიდებული, თითქოს მდინარის პირას ვიყო ჩამომჯდარი და მხიარულ მელოდიას ვღიღინებდე, ჩემი ფეხსაცმლის ძირი ნელი წვით იწვის და აუღელვებლად, წვეთებად უერთდება ლავას, მე მხრებში მოხრილი ვიყურები უსასრულობაში, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვქაჩავ სიგარეტს და ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთის ხედი არც თუ ისე ურიგო უნდა იყოს.
ახლა საკუთარ სიმსუბუქეში დარწმუნებული ვწევარ წყალზე, თავში აკვიატებული მელოდია მიტრიალებს, ვუსტვენ და მივუყვები დინებას.
პეიზაჟი სავსეა გარდაცვლილი ემოციების გვამებით.

Advertisements

4 thoughts on “მსუბუქად

    1. შემიძლია გითხრა, რომ ზუსტად მიზანში გაარტყი 🙂 როცა კარგად ვარ არასოდეს ვწერ, ძალიან უინტერესო ვარ კარგად ყოფნის დროს, როგორც ამ კონკრეტულ მომენტში (თუნდაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ 🙂 )

      Like

    1. ჰო, ერთის მხრივ კარგია, თუმცა მეორეს მხრივ, როდესაც არაფერი გაღელვებს, დადებითი ემოციების გარეშეც გიწევს ცხოვრება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s