გაყვითლებული სკლერითა და გაფართოვებული გუგებით


მხოლოდ 5 საათი მეძინა.
სარკესთან მივდივარ, უმეტყველოდ ვათვალიერებ საკუთარ ანარეკლს, თვალს ვისრეს და სკლერას ვუყრებ, შეყვითლებას ვამჩნევ, სწრაფადვე ვარიდებ მზერას და სავარძელზე ვეცემი მოწყვეტით.
მოწევის სურვილი მახრჩობს, პარადოქსია, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ სასწრაფოდ არ ჩავუშვებ ფილტვებში კვამლის საჭირო დოზას ნამდვილად გავიგუდები. უკანასკნელი ღერი დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვწიე, ნახევრამდე ვიყავი გასული, რომ ჩავაქრე და მოვიფრინე. თუ მოწევა არ მინდოდა ჯობდა დილისთვის შემენახა მეთქი ვფიქრობ დანანებით. მახსენდება, რომ რამდენიმე თვის წინ მეზობელს 1 კოლოფი სიგარეტი დარჩა ჩემთან, უჯრას ვაღებ,ნაჩქარევად ვუკიდებ და მენთოლის სურნელით გაჟღენთილ კვამლს ვუშვებ ნესტოებიდან. არადა ვერ ვიტან ამ სისუფთავის განცდას სიგარეტის დაჟინებული ქაჩვისას.
დახურულ, უფანჯრო სივრცეში მიყვარს მოწევა, კუთხეში ჯდომა ფეხმორთხმით და კვამლისგან შექმნილი ნახატების თვალიერება.
კიდევ იცი, რითი ვერთობი ხოლმე?! სარკესთან ვდგები, ახლოს მივდივარ საკუთარ ანარეკლთან, შემდეგ ხელს ვიფარებ შუქის დასაჩრდილად და ვუყურებ როგორ ფართოვდება და იკუმშება თვალის გუგა, ამ დროს ყველაზე ნათლად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, ცოცხალი და საინტერესო.
ჩემ დაწუნებულ იდეებში ვიქექები, განმეორებით ვიწუნებ თითოეულ მათგანს, შემდეგ კი მახსენდება, რომ ვინაიდან სანაგვეს მივადექი ე.ი. მიჭირს, ამიტომ ცხვირის აბზუების ფუფუნება არ მაქვს. მაინც ვერ ვეგუები, მეთაკილება ჩემივე დაწუნებული აზრების განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანებისთვის გაცნობა, მეც განდიდების მანია მაქვს, იმიტომ, რომ საკუთარ იდეებს ვთაკილობ.
მაგიდაზე ვწევარ, რატომ მაინც და მაინც მაგიდაზე? ასე მინდა და იმიტომ, თავქვეშ სამუშაო მაქვს ამოდებული ქაღალდების გროვის სახით, ვექაჩები სიგარეტს და ჭერს შევყურებ გაყვითლებული სკლერითა და გაფართოვებული გუგებით. 

Advertisements

2 thoughts on “გაყვითლებული სკლერითა და გაფართოვებული გუგებით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s