ჰო, შენ


არ მიყვარს, როდესაც ჩემთვის საინტერესო ადამიანები ჩემივე ფორმულას ერგებიან, მოქნილად ემორჩილებიან წესებს და პროტესტის გარეშე იქცევიან პლასტელინის ფიგურებად.
დღეს უჟმური დღე გათენდა, ისეთი თვალს, რომ გაახელ და ყურში გისისინებს დაიძინეო. მეც ჩემი ცხოვრებიდან სტაფილოსფერი მორჩილად გავაქრე და ერთი წლის წინ ნაცად ნაცრისფერს დავუბრუნდი.
ასე ვიცი ხოლმე, ამოვიჩემებ ადამიანებს და მათგან ილუზიას ვქმნი, შემდეგ კი მიკვირს, რომ ილუზიად ნაქცევი გამჭვირვალე მატერიები ჩემი აზრების კითხვას იწყებენ და არ ავიწყდებათ, რომ მათი არსებობის უმთავრეს იდეას ჩემი გამოფხიზლება წარმოადგენს. დიახ, მიყვარს, მანიპულატორის როლის მორგება, შემდეგ კი ვცოფდები, როდესაც ჩემივე გამოძერწილი ფიგურები წყვეტენ ჩემ განცვიფრებას და უინტერესონი ხდებიან. ერთადერთი რაც აქამდე ვერაფრით შევაგნებინე არის, ის რომ არასოდეს დამემსგავსონ, ვერ ვიტან, საკუთარი ანარეკლის მათში გარჩევას.
ვიყოფი, ფაქტია, რომ ერთი არასოდეს ვარ. შეგშინებია საკუთარი თავის? საკუთარი იდეების? ჰოდა, ვიყოფი, ორად, სამად, ოთხად… იმად ვისაც საშიში იდეები აქვს და იმად ვისაც ეშინია.
ისე ცხოვრობ, როგორც გინდა? ის არის რაზეც ოცნებობდი? სიამოვნებას ღებულობ საკუთარი საქმიანობით? თუ ერთ დღეს კეფასთან იარაღს მოგიტანენ და გეტყვიან, რომ ან უნდა გათავისუფლდე და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუსმინო საკუთარ თავს, მის სურვილებს, ან მოკვდები, რას იტყვი? იმას, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხარ? იმას, რომ ვალდებულებებმა დაჩრდილეს შენი სურვილები? თუ იმას, რომ მრავალ სურვილად და მიზნად დაყოფილი შენი თავი ერთ იდეაზე ვერასოდეს თანხმდება, ამიტომ ყოველთვის გიწევს არჩევანის გაკეთება?
თუ გეტყვიან, რომ სიკვდილისგან თავის დახსნა მხოლოდ საკუთარი თავის ყურადღებით მოსმენისა და საკუთარი სურვილების განხორციელებით შეიძლება, როგორ მოიქცევი? უარს იტყვი ვალდებულებებზე? სანაგვეზე მოისვრი ყველაფერს? იგრძნობ სიკვდილის შიშით გამოწვეულ თავისუფლებას? შემდეგ ინანებ, რომ ეგოისტი ხარ? იმიტომ, რომ როგორც კი საფრთხე დაგემუქრა ყველას ინტერესი ფეხებზე დაიკიდე? შემდეგ თავს გაიმართლებ და იტყვი, რომ თუ მოგკლავენ მათი ინტერესები თავისთავად აღმოჩნდება ნაგავსაყრელზე შენთან ერთად? სახლში მისული აიღებ ტელეფონს და ყველას ეტყვი, რომ ამიერიდან საკუთარი თავისთვის იწყებ ცხოვრებას? ჰა, მითხარი წამის მეათასედში რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შენი, ის განშტოება, რომელიც ლიდერობას იბრალებს? ან იქნებ იტყვი კაიო და შიშის დაცხრომის შემდეგ მიხვდები, რომ მიუხედავად საკუთარი თავის ათას პიროვნებად დაყოფისა არც ერთს ყოფნის ძალა აჯანყდეს და მოუსმინოს საკუთარ თავს? ან იქნებ ის რასაც დღეს აკეთებ, ზუსტად ისაა რაც რეალურად გინდა, ვინაიდან არჩევანი ამაზე შეაჩერე?
გაქვს, რომელიმე კითხვაზე პასუხი?
მართალი ხარ, სანამ კეფასთან იარაღის ლულას არ იგრძნობ, მანამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით თავის შეწუხებას არ აქვს აზრი. 

Advertisements

12 thoughts on “ჰო, შენ

  1. არ მაქვს 😦

    საკუთარი თავის დაკარგვა ყველაზე საშინელი რამ არის და ცარიელი ვალდებულებების ფონზე, როგორც წესი, ზუსტადაც რომ თავის დაკარგვის საფრთხეა ყველაზე რეალური.

    Like

  2. ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი. პასუხები უფრო მეტი მაქვს ვიდრე კითხვები. ადრე დავწერე ამის შესახებ. მგონია რომ რაღაცნაირად ემბრიონის მდგომარეობაში იმყოფები და დაბადებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო გაცილებს. მე ეგ ეტაპი ცოტა ხნის წინ გავიარე.
    მინდა მალე მომელოცოს შენთვის სულიერი დაბადების დღე. 🙂

    Like

  3. ყველა ფრაზა ახლოსაა… არ მიყვარს კი არა, საშინლად მაღიზიანებს “პლასტელინის ფიგურები”. მაგრამ, ალბათ მეც მასეთი ვარ…
    კი, შემშინებია საკუთარი თავის და თან საშინლად, ბოლო დროს იმისთანა რაღაცეები მიფიქრია, ეჭვი გამიჩნდა გონება ხომ არ ამერია თქო. მართლა…
    კითხვებს რაც შეეხება, გამიჭირდება პასუხის გაცემა. ზოგადად, ალბათ შევძლებ საკუთარი სიამოვნებისთვისაც ვიცხოვრო, მაგამ თუ სასწორზე ჩემთვის საყვარელი ადამიანების ინტერესი იქნება, გამიჭირდება. ამ “სფეროში” ძალიან სუსტი ვარ 🙂

    Like

    1. როდესაც საკუთარი სურვილების ასრულებაზე დგება საქმე ალბათ ვიღაცის ინტერესი აუცილებლად ეწირება ამას მსხვერპლად, რატომღაც ასე მგონია.
      ჰო, მაგ ”სფეროში” ისე მეც სუსტი ვარ 🙂
      გონების არევა პერიოდულია, მეც ხშირად მქონია ასეთი პერიოდები.

      Like

  4. საკუთარი თავით ცხოვრება ძალიან რთულია…. და ეს ის კითხვებია რომლებზეც პასუხის გაცემა .. ალბათ ყველას გაუჭირდება….. მომეწონა ეს პოსტი დამაფიქრებელი იყო ძალიან 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s