სხვანაირად


შენთვის ადრეც მითქვამს, რომ ცხოვრების გარკვეულ პერიოდს სიამოვნებით გავატარებდი პატარა ქალაქში, მექნებოდა ჩემი ყვავილების მაღაზია და კონსულტანტიც თავად ვიქნებოდი. ისიც მითქვამს, რომ ამით არ ამოვწურავდი თავს და კიდევ პატარა პერიოდს წიგნების მაღაზიაში გავატარებდი, შემდეგ საკონდიტრო მექნებოდა და თეთრ წინსაფარსა და ქუდში გამოწყობილი დავხვდებოდი კლიენტებს, გავუღიმებდი და ვკითხავდი ”როგორც ყოველთვის?” ისინი კი ღიმილით დამიქნევდნენ თავს და მეტყოდნენ, რომ ჩემი ”ქიშმიშიანი ორცხობილა” შეუდარებელია, მეც ღიმილით ვუპასუხებდი, რომ ეს ბებიაჩემის რეცეპტია და მას საიდუმლოდ ვინახავ.
მწერლობაშიც ვცდიდი ბედს და თავში აურაცხელი რაოდენობით მცხოვრებ პერსონაჟს გადმოვიტანდი ფურცელზე, წარუმატებლობის შემთხვევაში დარდს ალკოჰოლში ჩავკლავდი, ბარმენს გულს გადავუშლიდი და ბარის მაგიდაზე მივიძინებდი საღამოობით, უკანასკნელი კლიენტიც, რომ წავიდოდა ბარმენი შემაფხიზლებდა და მეტყოდა, რომ იხურებიან, გაცილებას შემომთავაზებდა, მე კი ვეტყოდი, რომ არ ღირს, ჩამოვხტებოდი მაღალი სკამიდან და გასასვლელთან ორი წუთით მხოლოდ იმიტომ შევჩერდებოდი, რომ მეთქვა ”იცი, ეს ბარის მაღალი სკამები ბავშვობას მაგონებს, ადრე საბავშვო კონცერტებსა თუ შოუებზე დავყავდით მე და ჩემი და მამაჩემს, სასაცილოა, თუმცა ვერაფრით ვიხსენებ ზუსტად სად იმართებოდა ეს შოუები, ერთადერთი რაც დამამახსოვრდა არის ის, რომ პირველ სართულზე ბუფეტი იყო, სადაც ზუსტად ასეთი სკამები იდგა, იქ არაჩვეულებრივ ეკლერებს აცხობდნენ, გემო არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უგემრიელესი იყო. დედაჩემმა ეკლერის ცხობა არ იცოდა, თანაც მაშინ ნამცხვრისთვის საჭირო ინგრედიენტების ყიდვა ჭეშმარიტ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ იმით უნდა მოგეფიქრებინა რამე რაც გქონდა… მაშინ გლანდების ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, 5 წლის ვიყავი და მითხრეს, რომ 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ თხევადი საკვები, ფაფები უნდა მეჭამა, მე კი ვერასოდეს ვიტანდი ფაფებს, არ მახსოვს რატომ, მაგრამ მგონი ჩემი დის თხოვნით დედაჩემმა ეკლერის მსგავსი ნამცხვარი გამოაცხო ჯემით, ჩემთვის არ შეიძლებოდა, მე კი ისე ძალიან მიყვარდა ტკბილეული, თანაც დედაჩემის გამომცხვარი ტკბილეული, ჰოდა ვეხვეწებოდი შევჭამ მეთქი, არაო მითხრა, ბებიაჩემის ოთახში შევედი და საწოლის ქვეშ შევძვერი, არ მინდოდა მენახა, როგორ შეექცეოდნენ ნამცხვარს დანარჩენები, მაშინ ვუთხარი ამას არასოდეს დაგივიწყებ მეთქი, ასეც მოვიქეცი, ჰოდა თუ ოდესმე შვილი მეყოლება და მას გლანდების ოპერაცია დასჭირდება, მე ნამცხვარს არ გამოვაცხობ”. ვემშვიდობები და ნელი ნაბიჯით, ბარბაცით გავდივარ ბარიდან.
ჰო, დღეს მძიმე დღე იყო, არა გამორჩეულად მძიმე კი არა, ჩვეულებრივი, მორიგი მძიმე დღე, ჰოდა, მეც რამდენიმე წუთით ისევ წავედი ოცნებებში, ისევ მოვირგე წინსაფარი, შემდეგ საბეჭდ მანაქანს მივუჯექი, მაღაზიაში შემოსულ კლიენტს ყვავილების თაიგული ავარჩევინე, შემდეგ თაროებზე განლაგებულ წიგნებზეც ვისაუბრე, მოკლედ ცოტ-ცოტა დრო ჩემი თავის ყველა განშტოებას დავუთმე, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, ჩვენ ანუ მე და კიდევ რამდენიმე მეს მხოლოდ ერთი რამ გვინდა – მშვიდი მრავალფეროვნება.

Advertisements

8 thoughts on “სხვანაირად

    1. საინტერესო სახელია ”მყუდრო სიმძაფრე” 🙂 ალბათ როდესაც მუდმივ დაძაბულობაში გიწევს ცხოვრება ერთადერთი რაზეც ოცნებობ ეს სიმყუდროვე და სიმშვიდეა კარგად გაზავებული სიმძაფრითა და მრავალფეროვნებით, ცუდია, როდესაც იცი, რომ ეს ოცნება განუხორციელებლად დალევს სულს 🙂

      Like

  1. მ.. გემრიელი პოსტია. ^^
    სულ მინდა რომ საცხობი იყოს სადმე ცემს სახლთან ახლოს, ყოველ დილით რომ ჩავიდე და მეც მკითხონ, ”როგორც ყოველთვის?”-ო.
    თბილა აქ. )

    Like

  2. მე ხშირად ვივლიდი ხოლმე შენთან, ფუნთუშებს შევექცეოდი, მსგავსი მელოდიის თანხლებით რამე შთამბეჭდავს წავიკითხავდი და მერე გესაუბრებოდი ამაზე.

    “მშვიდი მრავალფეროვნება” – აი, თურმე რა ქვია იმას, რაც ახლა ასე მჭირდება 🙂

    პ.ს. მუსიკა საშინლად უხდება პოსტს 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s