კედლები


მას დარღვევებისდამი ფარული ჟინი აქვს. შეიპყრობს ხოლმე საღამოობით და შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში არ აძლევს მოსვენებას.
მისი სამაგალითო ცხოვრება კმაყოფილების განცდას არასოდეს იწვევს.
”თითოეულ ჩვენგანს სჭირდება კედელი ზურგს უკან, იმისთვის, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯების შემდეგ უკან დახევისას შეძლოს რამეზე დაყრდნობა, იცოდეს, რომ უკან ურყევი ძალა აქვს და რაღაც მაინც შეძლებს მის შეჩერებას. პრობლემა კი ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც აღმოაჩენ, რომ ეს კედელი თავად ხარ და სხვებს უმაგრებ ზურგს, შენს უკან კი უსაზღვრო ჰრიზონტი იშლება და დასაცემად კილომეტრებად გაშლილი სივრცე გაქვს.
ვინ არიან კელდები, ისინი ვინც წესებისგან ააშენეს და პასუხისმგებლობის გრძნობით მოლესეს, ისინი ვის სიმყარეშიც მათ წინ მდგომ ადამიანებს ეჭვი არასოდეს ეპარებათ.
წუხელ სიზმარი დამესიზმრა. ვიღაც მიხსნიდა, რომ კედელი ვიყავი, ეს კი ალბათ იმის ბრალია, რომ ძილის წინ ყველაფრის ჯოჯოხეთში გაშვებასა და თავისუფლებაზე ვფიქრობდი.
დილით კიდევ ერთხელ შემახსენა ზურგის ქარმა, რომ უკან თვალუწვდენელი სივრცე მქონდა, მეც ავდექი და ჟინი სიგარეტის მოწევით მოვიკალი, იქ მოწევით სადაც არ შეიძლებოდა. დიახ, ეს ის მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც კედლებს შეუძლიათ.”
”აჭარბებ” – ვეუბნები მე – ”გიყვარს ხოლმე ყველაფრის გაზვიადება, მხატვრული იერსახის მიცემა და შემდგომ ამაზე გაუთავებელი საუბარი, თუმცა ვიცი, რომ უმეტესად თავადაც ხვდები იდეის აბსურდულობას.”
”მეზიზღებიან უპრინციპო ადამიანები. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იწყებენ თეთრი დროშის ფრიალს, რომ ეზარებათ ბრძოლის გაგრძელება. შემდეგ კი გიყურებენ უდანაშაულო თვალებით და გეუბნებიან, რომ ეს ომი თავშივე განწირული იყო წაგებისთვის. შემდეგ საკუთარი თავი მეზიზღება, მეზიზღება ის, რომ ვპასუხობ მართალი ხარ მეთქი და გამარჯვებაზე მეოცნებე ადამიანებს ვუხსნი, რომ წავაგეთ.”
”ე.ი. პრობლემა შენშია, თუ სხვებს ეზარებათ შენ იბრძოლე.”
მიღიმის, ვხვდები, რომ ზუსტად ამ პასუხს ელოდა:
”ისევ კედლის თეორიამდე მივედით, ხედავ? მე კედელი ვარ, ე.ი. ჩემ წინ მდგომ ადამიანებს ვუმაგრებ ზურგს და ვიჭერ მაშინ, როდესაც ეცემიან. მაშინ კი როდესაც გადავწყვეტ, რომ ზოგიერთი მათგანი ამას უბრალოდ არ იმსახურებს და მინდა ვუთხრა, რომ აგურებად ჩამოვიშალე, ვხვდები, რომ ამ ნგრევის შედეგი გაცილებით ფართო მასშტაბიანი იქნება და ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ადამიანებს დავტოვებ ზურგის გარეშე, ადგებიან დილით და ძლიერ ქარს იგრძნობენ, მოიხედავენ და უსაზღვრო ჰორიზონტი გაეშლებათ თვალწინ”.
”შენ უბრალოდ გიყვარს მსხვერპლის როლის თამაში”.
”კარგი. ბოლოს როდის მოისროლე ყველაფერი სანაგვეზე?”
”ასე არასოდეს მოვქცეულვარ.”
”რატომ? ნუთუ იმიტომ, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხარ?”
”…”
”რამდენი ადამიანი დგას შენ წინ? ერთი, ორი, სამი, ათი?! უკან?… აი პასუხი შენ კითხვაზე.” 

Advertisements

13 thoughts on “კედლები

    1. სრულიად გეთანხმები. ამას კიდევ უფრო მეტად ართულებს ის მომენტიც, რომ უმეტესად ვრწმუნდებით (წარუმატებელ მაგალითზე დაყრდნობით), რომ არავითარი კედელი არ არსებობს, შემდეგ კი კიდევ უფრო ძნელია იმის დაჯერება, რომ შესაძლოა უკან მართლაც იყოს რაღაც მყარი.

      Like

  1. არ მიყვარს კედლები) სული მეხუთება ხოლმე )
    მაგაზე სულ ის ტესტი მახსენდება ფსიქოლოგიური უკან რომ ვარდები და ნდობას ამოწმებ 🙂
    მიყრდნობას მირჩევნია ჩავიკეცო 🙂 იმისთვსი რომ თავიდან ავდგე 🙂

    Like

    1. სხვათაშორის ამის წერის პროცესში მეც მაგ ტესტმა გამიელვა თავში 🙂
      ძალიან კარგი, რომ ჩაკეცვა გირჩევნია, ადრე მეც აღმოვაჩინე ეგ ფსკერის პრინციპი ანუ როდესაც ვეღარსად დაეცემი, მეტი სიღრმე არ არსებობს გიწევს ადგომა 🙂
      თუმცა შენ ირგვლივ ადამიანებს რაც შეეხება შეიძლება გერჩიოს, რომ ისინი დაუცემლად იდგნენ ფეხზე და ყოველი დაცემისას ხელი შეაშველო, ამ შემთხვევაში კედელი ხარ ანუ შენ ზურგი არ გაქვს, მაგრამ სხვების ზურგი ხარ 🙂 (მგონი ძალიან ჩავხლართე) 🙂

      Like

      1. მიყრდნობას არ ჯობია ხელი შეაშველო წამოდგომაში? 🙂
        რავიცი შეიძლება ძალიან რადიკალური ვარ ) უბრალოდ თავს არ ვაძლევ ხოლმე საშუალებას რაიმეს ან ვინმეს დავეყრდნო

        Like

      2. მართალია, თუმცა საკითხს გააჩნია, ანუ პრობლემის სიდიდეს ვგულისხმობ, რა შემთხვევაში უნდა მიაშველო ხელი და რა შემთხვევაში არა, მარტივ საკითხებზე რა თქმა უნდა შეგიძლია არ ჩაერიო, მაგრამ არსებობს უფრო გლობალური საკითხები, რომლებშიც დახმარება არა თუ შეგიძლია არამედ უნდა შეგეძლოს კიდეც და ამ შემთხვევაში ხელის არ შეშველება უბრალო ეგოიზმია. ანუ ჩემი აზრით ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე, კიდევ იმაზე რა ფუნქცია გაქვს კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში, ვინაიდან ამ ჩემ კედელს ერთი ზოგადი დეფინიცია არ გააჩნია, სიტუაციებზეა მორგებული, მაგრამ როდესაც ასეთი საერთოდ არაფერი გაქვს, ეს უკვე ცუდია.

        Like

  2. ის მიზეზი ვიპოვე, რის გამოც მომწონს ასე ძალიან ეს ბლოგი. ყველაფერს გამოფატრავ ხოლმე და ისე ალაგებ დახლზე– ნაწილ–ნაწილ. ის რაც ვიცი და არ ვიცი როგორ გამოვხატ, სიტყვებით ხოლმე–შენ გამოგდის ძალიან კარგად. – მე სიამოვნებით გისმენ.

    Like

    1. სიტყვა გაფატვრა მომეწონა ძალიან, საშინელი სიტყვაა, მაგრამ მაქვს ხოლმე ამოჩემება რაღაც სიტყვების, რომლებიც სურათივით ასოციაციებს იწვევს, ეს ერთ-ერთი მათგანია (მაშინვე ინგლისი, როსკიპები და ჯეკი მფატრავი მახსენდება 🙂 )
      ძალიან მიხარია, რომ მოგწონს 🙂

      Like

  3. ჰმ, დიალოგი საკუთარ თავთან…
    ”ისევ კედლის თეორიამდე მივედით, ხედავ? მე კედელი ვარ, ე.ი. ჩემ წინ მდგომ ადამიანებს ვუმაგრებ ზურგს და ვიჭერ მაშინ, როდესაც ეცემიან. მაშინ კი როდესაც გადავწყვეტ, რომ ზოგიერთი მათგანი ამას უბრალოდ არ იმსახურებს და მინდა ვუთხრა, რომ აგურებად ჩამოვიშალე, ვხვდები, რომ ამ ნგრევის შედეგი გაცილებით ფართო მასშტაბიანი იქნება და ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ადამიანებს დავტოვებ ზურგის გარეშე, ადგებიან დილით და ძლიერ ქარს იგრძნობენ, მოიხედავენ და უსაზღვრო ჰორიზონტი გაეშლებათ თვალწინ”. – აქ რაღა დავამატო უბრალოდ არ ვიცი. არადა, რამდენჯერ მიოცნებია აგურებად ჩამოვშლილიყავი. არა, მსხვერპლის როლშ არ ვირგებ 🙂

    ჩემი კედელი სად ჯანდაბაშია?! :/

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s