ჩემი ამაზრზენი განწყობა


ნუთუ მორალურად გამართლებულად მიიჩნევთ ადამიანებისთვის მტკივნეულ თემებზე საუბრით ქულების დაწერას?! არასოდეს გიფიქრიათ, რომ არსებობს საკითხები, რომლებზეც სევდიანი “სმაილებით” საუბარი უბრალოდ უადგილოა?! შესაძლოა მე ვცდები, როდესაც მგონია, რომ კონკრეტული ადამიანების ტრაგედიის განზოგადებით და შემდეგ საკუთარი კარგი ადამიანობის ხაზგასმით მოპოვებული ყურადღების ფასი აბსოლუტური ნულია.

რატომ არის ასეთი რთული უბრალოდ მისცეთ ადამიანებს სიხარულის უფლება?! არა, რა თქმა უნდა თავად ის ადამიანებიც, რომლებიც სიახრულის უფლებას თქვენგან ითხოვენ, თავისთავად უკვე წყალწაღებულნი არიან, მაგრამ მაინც.

ვის რაში სჭირდება თქვენი ლექციების მოსმენა? როდესაც რჩევის საჭიროება დაუდგებათ თავად მოგაკითხავენ.

***

კარგია, როდესაც სასოწარკვეთას აგრესია ცვლის, ე.ი. ბრძოლის უნარი ჯერ კიდევ შერჩენილი გაქვს და ყველაფრის გამოსწორების შანსი არსებობს. კარგია, როდესაც უეცარი შიში გიპყრობს, იმის შიში რომ ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებ ძალიან მალე გამოიღებს შედეგს, ე.ი. ჯერ კიდევ გაქვს ყველაფრის გამოსწორების იმედი.

როდის გრძნობ თავს ყველაზე უბედურად? მაშინ, როდესაც უბედური ხარ და ვერ გაგიგია რატომ, დარჩენილ ცხოვრებას კი აღნიშნული მიზეზის ძებნაში ატარებ, ცდილობ ხელოვნურად შეიქმნა შესაბამისი გარემო, იმისთვის, რომ თუნდაც ამ კითხვაზე გქონდეს პასუხი.

“მე დავუშვი შეცდომები, მაგრამ ჩემებურად”. ჰო, სხვების შეცდომებზე ნასწავლი ცხოვრების დედა ვატირე.

Advertisements

4 thoughts on “ჩემი ამაზრზენი განწყობა

  1. იცი ყველაზე მატად რა მომწონს შენს ბლოგზე? როცა რაღაც დამიგროვდება და უნდა რომ ამოხეთქოს, რომ ვერ ვპოულობ გზას, როგორ შეიძლება გავაკეთო ეს, შენთან ვხვდები რაღაცეებს. ზუსტად იმას ამბობ და იმ მომენტში, რაც მე მინდა ვთქვა. ვერ წარმოიდგენ რა მაგარია ეს!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s