მადლობა პოსტის მუზ(ა)ებს


”საკუთარ მნიშვნელობაში ისევ მეპარება ეჭვი. ვხვდები, რომ უინტერესო ვხდები, ყველაფერი რუტინად იქცა, კრიტიკა, ხოტბის შესხმა, ზიზღი, სიყვარული, გულშემატკივრობა. ყოველი დილა ერთი და იგივე სცენარს მპირდება. ეს უცვლელი პერსონაჟებიც ამოვიდნენ ყელში, მათი ლაქუცი, წარმოსახვითი კუდის ქიცინი, ერთფეროვნებისგან გახუნებული თბილი სიტყვები.
საკუთარი თავით აღფრთოვანებული იშვიათად ვარ, მეუბნებიან რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ, სინამდვილეში იმაზე გაცილებით უკეთესი ვარ ვიდრე წარმომიდგენია და ა.შ. მეც ვუღიმი, ან ვაგრძნობინებ, რომ ვიღიმი, ვამბობ, რომ მადლიერი ვარ, რომ ძალიან დამეხმარნენ, რომ მიყვარს ისინი ან მსიამოვნებს მათი სითბო, ან სტიმულს მაძლევს მათი ერთგულება, მოკლედ აურაცხელი რაოდენობით ყალბ სითბოს ვჩუქნით ერთმანეთს, თუმცა ორივე მხარე ვხვდებით, რომ თუ ეს პირველ ეტაპზე ერთგვარ სიამოვნებას გვანიჭებდა, შემდეგ მსუბუქ გაღიზიანებაში გადავიდა, ახლა კი მათი სიტყვებისა და ჩვენი პასუხების ერთგვაროვნება მხოლოდ აგრესიას იწვევს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვიღაც ახალი შემოაბიჯებს, ჯერ უზადო, უნაკლო, გაუხუნებელი, საინტერესო, მნიშვნელოვანი, ერთგვარ თრთოლვას ვგრძნობ, ვხვდები, რომ კიდევ ცოტა ხანს შევძლებ მისი სიტყვების შედეგად საკუთარი თავით ტკბობას მივეცე, გათენება გამიხარდეს, დაველოდო. რამდენიმე დღეში ვხვდები, რომ ისიც იმ ადამიანების რიგებისკენ იკვლევს გზას, რომლებიც ჩემთვის უკვე ერთ მთლიან, უსახურ მასას წარმოადგენენ, თუმცა არც მე ვიწყვეტ გულს და არც მას ვაგრძნობინებ, რომ ჩემი სიხარული მის ენთუზიაზმთან ერთად სულ მალე დალევს სულს და განვაგრძობ მადლიერი, თბილი, თავმდაბალი ადამიანის, როლის თამაშს. ჰოდა, ამ დროს ვდგები საჭიროების წინაშე, დოზა მჭირდება, ახალი ადამიანების, ახალი ემოციების დოზა, ამ დროს კი თვალში ის სუბიექტები მეჩხირებიან, რომლებიც არც ჩემგან და არც სხვებისგან ელოდებიან აღფრთოვანებას და თავისთვის არსებობენ, უბრალოდ არსებობენ და სწორედ მაშინ ვხვდები, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი მათგანი, დიახ, ვიქნებოდი, მაგრამ არ ვარ, ვერც ვერასოდეს ვიქნები, მე იმდენად მჭირდება ხოტბა, სახელი, აღიარება, რომ ვერასოდეს გავხდები უბრალოდ ბედნიერი, უბრალოდ მწერალი, უბრალოდ მხიარული, უბრალოდ, უბრალოდ, უბრალოდ…. ვერ ვიტან ამ სიტყვას, უფრო კონკრეტულად კი ვეღარ ვიტან, დრო იყო მეც შემეძლო იმ უბრალოებით ტკბობა, მაგრამ არ მოვინდომე, ზედმეტად სწრაფად ავიარე ყველა საფეხური და ზუსტად მაშინ როდესაც ზენიტით ტკბობა უნდა დამეწყო ვიგრძენი გულის ამრევი ერთფეროვნება. ჰოდა, ვერ ვიტან ამ ”ჩვეულებრივ” ”უბრალო” და რაც მთავარია ”თავისუფალ” ადამიანებს, ვერ დავუშვებ, რომ ისინი იმავე სამყაროში ცხოვრობდნენ აუღელვებლად, რომელშიც მე ვცხოვრობ და ემოციებით კვება მჭირდება. ამ დროს ვხვდები, რომ კიდევ ერთი გენიალური იდეა იღვიძებს ჩემში, ნელ-ნელა ვითარდება, იზრდება, შემდეგ კი ვგრძნობ როგორ ფეთქდება ტვინში და ნაწილებად იშლება ძარღვებში, მე ისევ მატკბობს ზენიტის სიცხე, უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული სიცხის კანზე შეხების წარმოდგენა.
ვიცი, კარგად ვიცი სად და როდის უნდა დავარტყა ადამიანს, სად ეტკინება ყველაზე მეტად, ჰოდა როდესაც ეს ტკივილი პიკს მიაღწევს მაშინ დაეცემიან იქ სადაც მინდა, მათგან აბსოლუტურად წრფელ ემოციებს მივიღებ, დანარჩენი პირფერები ან დროებით გაჩუმდებიან ანაც ძველებურად განაგრძობენ ტაშის კვრას, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მეთოდებს, რომლებითაც შევძელი მწვერვალზე წამოსკუპება.
შემდეგ თუ რომელიმე განსაკუთრებით ერთგულ ჩემს მიერ ”პირფერად” წოდებულ სუბიექტს მოხვდება გულზე ჩემი საქციელი, უბრალოდ ვეტყვი, რომ ვწუხვარ, ბოდიშს მოვიხდი, მოვეფერები, გავუღიმებ, დავარწმუნებ, რომ ის არაფერ შუაშია და მე ის ისეთი მიყვარს როგორიც არის. დამიჯერებს? დამიჯერებს აბა რას იზამს, ბოლოს და ბოლოს ვეტყვი, რომ დაუფიქრებელი საქციელი ადამიანებს ახასიათებთ, მე კი იდეალობაზე პრეტენზია არასოდეს მქონია (!).
არადა მქონდა, ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი, ის უსახური მასაც იმისთვის მჭირდება, რომ მუდმივად მესმოდეს მათი ოვაციების ხმა, დიახ სიყალბის მიუხედავად მჭირდება და დაე, რომელიმე ჭკვიანმა მითხრას, რომ ისინივე ამაცილებენ სახრჩობელაზე, დაე!”

ეს უბიძგებთ ხოლმე? დიახ და არა, დიახ იმიტომ, რომ ემოციების დონეზე გაუცნობიერებლად გრძნობენ ამას, არა იმიტომ, რომ გაცილებით პრიმიტიულად უდგებიან საკითხს (!). თუმცა რამდენიმე ფაქტორი უცვლელია:
  • ვერ ვიტან განსხვავებულ ადამიანებს;
  • მინდა ხაზი გავუსვა საკუთარ მნიშვნელობას;
  • ვიცი, როგორ ვიყო მოთხოვნადი;
  • ვიცი, როგორ ხელვყო იმ განსხვავებული ადამიანების სიმშვიდე და მათ ხარჯზე როგორ მივიღო ყურადღების საჭირო დოზა;
  • მშურს მათი და არ ვაღიარებ ან/და როგორ ბედავენ, რომ იყვნენ განსხვავებულნი (მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ მივუთითე (!)).
Advertisements

7 thoughts on “მადლობა პოსტის მუზ(ა)ებს

      1. ხომ იცი პირდაპირ სათქმელს თითქმის არასოდეს ვამბობ, მიყვარს ასე გაუგებრად საუბარი, უფრო მეტად ვერთობი წერის პროცესში 🙂 ჰო და კიდევ მიყვარს საკუთარ თავზე მორგება ტიპაჟების 😉

        Like

    1. ეს ალბათ იმიტომ, რომ აქედან საკმაოდ ბევრი რამ ალბათ მახასიათებს, თუმცა დოზებს გააჩნია და სიტუაციას. არადა ამ პოსტის იდეა ძალიან პრიმიტიული პრეცედენტის მოწმეობის შედეგად გამიჩნდა, წერის პროცესში კი შესაძლოა ძალიან მუქ ფერებში დავხატე ყველაფერი.
      მეც ვიცნობ ასეთ ადამიანებს და ასეთი თვისებები ძალიან ბევრ ადამიანშია, მათ შორის როგორც აღვნიშნე ალბათ ჩემშიც.

      Like

  1. არც მე ვარ ამ შემთხვევაში გამონაკლისი, სანამ არ ჩავედი მეც მეგონა რომ საკუთარ თავზე საუბრობდი.. ძალიან სწორად გაქვს გადმოცემული ყველაფერი, ძალიან გათავისებული და ჩემი აზრით ასეთი რამ ყველა ადამიანს ახასიათებს, ზოგს მცირე, ზოგსაც მოჭარბებული დოზით.. შეიძლება გარკვეული რაოდენობით ჩემშიც არის, უბრალოდ თვალს არ/ვერ ვუსწორებ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s