დღე IV-ს მაგივრად


ვიცი, ვერ იტან როდესაც რაღაცას გიწესებ, ვცდილობ ჩემი პრინციპები მოგარგო, ჭკუას გარიგებ, გასწავლი ანაც ზოგჯერ გიბრძანებ. მე ეს ვიცი და ამის მიუხედავად მაინც ვაკეთებ ამას.

არასოდეს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი, ყოველთვის გავურბოდი ამას, ხშირად თავსაც ვიკატუნებდი ვითომ არაფერი მესმოდა ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლებოდი და ვწითლდებოდი, ოღონდ ვწითლდებოდი წარმოსახვით, შეგრძნების დონეზე, სინამდვილეში ღია ვარდისფერიც კი არასოდეს დამკრავდა.

ბევრი არაფერი შეცვლილა, რამდენი წელი გავიდა და ფუნდამენტური ცვლილებები არაფერში შემიტანია, ყველაფერი ძველებურად, მაგრამ ეს როდი გამორიცხავს იმას, რომ მე გავიზარდე, გავიზარდე და ახლებურადაც ვუყურებ ყველაფერს, უფრო მეტი ვიცი ვიდრე ვიცოდი, თუმცა პრინციპები, ოჰ ეს პრინციპები, მათი შეცვლა, მათზე გადაბიჯება ვერ მოვახერხე.
 ***
რა გვინდა ადამიანებს, რას ვეტრფით, რას ვიკანონებთ?! იმას, რაც უკეთესია ჩვენთვის, რაც უზადო კმაყოფილებას მოგვიტანს თუ იმას, რაც შეგვბოჭავს და გვაგრძნობინებს, რომ ხელ-ფეხზე ბორკილები გვადევს.
რა თქმა უნდა შენ ახლა მეტყვი, რომ ნებაყოფლობითი ტყვეობა არ შეიძლება გინდოდეს, და თუ გინდა ეს უკვე გადახრაზე მიუთითებს. მე კი როგორც უმეტესად ხდება ხოლმე არ დაგეთანხმები.
გვიყვარს ადამიანებს გისოსები, რაღაცნაირად გვიზიდავს მათი შეგრძნება, ის ჟრუანტელი, რომელიც მათი კანზე შეხებისას გვივლის, გვიყვარს და თან უარვყოფთ ამას.

 ***

მე ერთი საფეხურით მაღლა ვარ, უფრო მეტი ვიცი და უფრო მეტს ვხვდები, თუმცა ამას არაფერში ვიყენებ, ხშირად აღმოჩენას ვაკეთებ და შემდეგ ძირეულ ცვლილებებზე კი არ ვფიქრობ, არა, შეგუებას ვიწყებ.
მეზიზღება ცვლილებები, ან მაშინებს, თუმცა ის რაც მაშინებს უმეტესად ისაა რაც მეზიზღება, ამიტომ ორივე განცხადება ჭეშმარიტებასთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

 ***

გუშინ დაბრუნდა, არავინ გაუფრთხილებია, უბრალოდ დაბრუნდა, არც ის უკითხავს აქამდე რას ვაკეთებდი, არც ჩემი ჩანაწერების წაკითხვით შეუწუხებია თავი, უბრალოდ შემოაღო კარები. ვერაფრით ვასწავლე, რომ ჯერ უნდა დააკაკუნოს, შემდეგ კი მკითხოს ველოდი თუ არა.
მე მას კიდევ ერთი წერილი დავუტოვე, ვიცი, რომ დაღამებამდე არ წაიკითხავს, რატომღაც ყოველთვის ღამის საათებში მკითხულობს, მე კი ვიცი, რომ მხოლოდ დილით ვიხილავ მის პასუხს და გული მომეკუმშება იმის გაცნობიერებისას, რომ მოვბეზრდი.
ასე ვიცი ხოლმე, პირველი შეხვედრისას აღტაცებას ვიწვევ, როგორც წესი თვალები უბრწყინავთ ხოლმე და აშკარად ვხვდები, რომ აღფრთოვანებულები არიან. სახლში მისული კი თავით ვეჯახები რეალობას, ვაცნობიერებ რა, რომ პირველივე შეხვედრაზე ზედმეტად მაღალი მოთხოვნა დავუწესე საკუთარ თავს, მოთხოვნა, რომელსაც ვერ დავაკმაყოფილებ, პირველივე შეხვედრაზე ყველაფერი გავეცი, მწვერვალზე ავედი, ყველა დავჩრდილე, ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი. შემდეგ იწყება დაბლა დაშვება და თავად ვნახულობ, როგორ უქრებათ თვალები, როგორ მსაყვედურობენ გაუბრალოებას.
ყოველთვის ამის მეშინოდა, საკუთარი თავის ჩრდილში აღმოჩენა მაშინებდა ყველაზე მეტად, ხოლო ის რაც მაშინებს, როგორც წესი ჩემ წყევლად იქცევა ხოლმე.

Advertisements

2 thoughts on “დღე IV-ს მაგივრად

  1. მმაგარიააა… მე კი ყველაფერს ვაკეთებ რაც მომინდება ასე რომ გულიც არ დამწყდა 25 ის რომ გავხდი (რაიმე გეგმის შეუსრულებლობის გამო.). მიხარია რომ წინ კიდევ ბევრი ახალგაზრდული წელიწადი მაქვს…. გული კი მწყდება წარსულზე მაგრამ წინ ყველაფერი კარგი მელოდება. მეც და შენც… და ყველა ადამიანს!!!

    Like

    1. მართალია, მეც პოზიტიური განწყობა მაქვს 🙂 ეს გეგმა მაშინ გასართობად შევადგინე და მართლა ძალიან გავერთე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s