დღე III – გულახდილობა


მაგიდაზე ფეხები შემოეწყო და სიგარეტის ქაჩვით გართული, უემოციო სახით უყურებდა ფანჯარას. ცოტა ხანს ასე იჯდა, შემდეგ კი გეზი აბაზანისკენ აიღო, სარკესთან შეჩერდა და დაჟინებით დაიწყო საკუთარი სილუეტის თვალიერება. ”როგორ მომბეზრდა” – ჩაილაპარაკა.
”შენც მომბეზრდი” – გაუსწორა თვალი სარკეს – ”ჰო, მომბერდი, რამდენჯერაც არ უნდა მოვიდე სარკესთან იმდენჯერ შენ მეჩხირები თვალში, შემდეგ კი ვიწყებ ჯიუტად იმაზე ფიქრს თუ ვინ ვარ მე, მხოლოდ ის ვისაც ახლა ვხედავ, თუ ამაზე გაცილებით მეტი. გუშინ მეზობელს მივესალმე, ჰო აქამდე არავის ვესალმებოდი, გუშინ კი რატომღაც თავი მოვალედ ჩავთვალე,  ისიც მომესალმა, კი გაუკვირდა, მაგრამ სხვა რა გზა ქონდა, სახლში ამოსული მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე, აბა რაში მჭირდება ახლა მეზობლების თბილი სალამი?! მიპასუხე რაში?! იმაში, რომ აწი მომიწიოს თვალის არიდებაზე ფიქრი და ჩემი ისედაც ”მარტივი” ცხოვრება კიდევ უფრო ”მარტივი” გავხადო?! რომელია ჩვენ შორის ის იდიოტი, რომელმაც გადაწყვიტა გამარჯობა ეთქვა, მე თუ შენ?” – თითი სარკისკენ გაიშვირა – ”არ გინდა, ახლა ეს დაბნეული მზერა და იმაზე მითითება, რომ მე და შენ ერთნი ვართ, ნუ მასულელებ! თუ ერთ-ერთ ჩვენგანს, ანუ ამ შემთხვევაში მე, გვიჩნდება კითხვა იმის თაობაზე ვართ თუ არა ნამდვილად ერთნი, ეს უკვე მიუთითებს აღნიშნული თეორიის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიარების სიმცდარეზე.
ვერაფერი გაიგე ხომ? აი, მე კი გავიგე.”
სარკეს მოშორდა, იქვე იატაკზე ჩამოჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო ”გულახდილობა” გაიფიქრა და სახლიდან გასასვლელად დაიწყო მზადება.
დერეფანში ისევ საკუთარ სილუეტს შეეჩეხა, გაუღიმა და გაიმეორა ”გულახდილობა”. ის ის იყო უკვე უნდა გასულიყო სახლიდან, რომ შემობრუნდა, სარკესთან მივიდა და ღიმილით თქვა ”არ დაგავიწყდეს!”
***
სამსახურთან ნაცნობ სახეს მოკრა თვალი, მხედველობა დაძაბა და გულში გაიფიქრა ”სათვალე, რომელს დაგვრჩა სახლში, მე თუ შენ?!” თავი ძლივს შეიკავა, რომ ისტერიული სიცილი არ აეტეხა, მიუახლოვდა, საფირმო ღიმილი აჩუქა და თქვა ”გამარჯობა”, პასუხად, უკვე გაცვეთილი ”როგორ ხარ?” მიიღო, ”გულახდილობა” გაუმეორა თავს და დაფიქრდა ”კარგად მეთქი, რომ ვუპასუხო აშკარა ტყუილს ვიტყვი, ცუდად? არა ცუდად რატომ ვარ?! არ ვარ ცუდად. ისე, რა – ასეთი უფხო პასუხი არასოდეს მსმენია, ან ეს ”ისე რა” საერთოდ რას ნიშნავს?! ”ვარ რა” – არა, რა ვარ რა…” ნაცნობმა საათს დახედა, შემდეგ დაბნეული მზერა ესროლა, იფიქრა ალბათ ვერ გაიგოო და უთხრა: ”გავიქეცი ახლა, სამსახურში ვაგვიანებ. გამიხარდა შენი ნახვა”. გაიღიმა – ”გამიხარდაო შენი ნახვა, მე გამიხარდა? არა სიხარულს ამას ნამდვილად არ დავარქმევდი. აბა მეწყინა? რატომ უნდა მწყენოდა?! ”ფეხებზე მკიდია” ვნახავდი თუ არა?! არა არც მთლად ასეა, ალბათ ვამჯობინებდი, რომ არ მენახა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მეწყინა…” ფიქრიდან რომ გამოერკვა, მიხვდა, რომ მარტო იდგა, უაზროდ გაჩერებულიყო ქუჩაში ”ალბათ დამემშვიდობა და მე ვერ გავიგე” – გაიფიქრა და საათს დახედა.
***
”გულახდილობა აშკარად მერევა სიმართლეში. არადა ეს ორი სხვადასხვა ცნებაა, სავსებით სხვადასხვა. სიმართლე შეიძლება იყოს ის, რომ ჩემ მეზობელს თმა ფრანგული პუდელივით აქვს, ჩემი გულახდილი პასუხი კი: ”მომწონს თქვენი ახალი ვარცხნილობა, ფრანგულ პუდელს მაგონებს, ჰოდა, ძალიან მომწონს, საყვარელია, გიხდებათ.” ან რა არის სიმართლე?! თუ სიმართლე იყო ის, რომ ჩემ მეზობელს თმა ფრანგული პუდელივით აქვს, ჩემი გულახდილი პასუხი კი თავის მხრივ მოიცავდა ამას, უბრალოდ დამატების სახით განმარტავდა, რომ ეს ცუდი არ არის, რაც პრინციპში შეიძლება მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და ზოგადად ადამიანები, რომლებიც მის ზურგს უკან ამბობენ, რომ თმა ფრანგული პუდელივით აქვს, გულისხმობენ იმასაც, რომ მათ ეს მოსწონთ, ე.ი. ჩემი გულახდილობა უდრის სიმართლესაც. ან ეს მაგალითი არაფრად ვარგა ვინაიდან გემოვნების საკითხებში სიმართლე – აბსოლუტური ჭეშმარიტების სახით არ არსებობს. ახლა, სიმართლე და ჭეშმარიტება ავურიე, სიმართლე არსებობს ჩემი, შენი, სხვისი… ჭეშმარიტება საყოველთაოა. შესაბამისად გულახდილობა და სიმართლე (ოღონდ ჩემი პირადი) ერთი და იგივეა.”
***
”ჩვეულებრივ დღეებში ამ კითხვაზე რა პასუხს გავცემდი? რას ვეტყოდი? და დღეს რა უნდა ვუთხრა? უნდა ვუთხრა ის რისი თქმაც მინდა, თუ ის რაც სიმართლეა, ვინაიდან ის რისი თქმაც მინდა არ არის სიმართლე, ხოლო ის რაც სიმართლეა, ჩემი მსჯელობის მიხედვით უნდა იყოს გულახდილობა. და რა პასუხი უნდა გავცე?! თუ ვეტყვი იმას რაც მინდა მე ვიქნები მე. ანუ არ ვითამაშებ, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პაუსხს გულახდილს ვერ ვუწოდებ, თუ გულახდილი ვიქნები, მაშინ ვითამაშებ, სიყალბე და გულახდილობა კი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია”.
***
”დავიღალე – ეს ერთადერთია რაც ნამდვილად ვიცი, რომ აკმაყოფილებს სიმართლის, გულახდილობის, საკუთარ თავად ყოფნისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმებს.”
Advertisements

6 thoughts on “დღე III – გულახდილობა

    1. ალბათ არ არის შესაძლებელი და არც საჭირო. ხშირად საკუთარ თავთანაც არ ვართ ხოლმე გულახდილები, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მართლა რთული გასაგებია ზოგადად რას მოვიაზრებთ გულახდილობაში – სიმართლეს? თუ სიმართლეს მოვიაზრებთ და მაგ. სიმართლე ვიცით, რომ ძალიან ატკენს გულს ძვირფას ადამიანს, ხოლო სიმართლის არ თქმა რეალურად არაფერს დაუშავებს, ალბათ ჯობია გავჩუმდეთ. ანუ ხშირად საკუთარი გულახდილობაც მიუღებელი საქციელია. რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს აქ საერთოდ არ არის საჭირო გულახდილობა.

      Like

    1. მართალია, ზოგჯერ. ცხოვრებაში ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, მთავარია რაღაც არ დავიკანონოთ და სიტუაციის მიხედვით შეგვეძლოს გადაწყვეტილების მიღება.

      Like

  1. დაკანონება დოგმაა და დოგმით და შაბლონებით აზროვნებას, საბოლოო ჯამში, აზროვნებაც აღარ ჰქვია.

    ყველა შემთხვევა ღრმად ინდივიდუალურია. თავად უნდა გადაწყვიტო, თქმა სჯობს თუ უთქმელობა. გაყინული და ერთ თარგზე მოჭრილი არც სრული გულახდილობა ვარგა და მითუმეტერს, არც მუდმივად როლის თამაში.

    Like

    1. სრულიად გეთანხმები.

      გულახდილობა ალბათ ავიკვიატე იმიტომ, რომ ზუსტად იქ არ შემიძლია ვიყო გულახდილი სადაც მინდა. ანუ ვიყო იმდენად დადებითი რამდენადაც მინდა და “მიმიფურთხებია” როლი ვითამაშო. გულახდილობის 1 დღე კი მხოლოდ ავანტიურა იყო, ცხოვრებისთვის მეტი ინტერესის შეძენის მცდელობა (რეალურად უშედეგო).

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s