25 წლამდე დარჩენილი დღეები


არ მიყვარს არაფერი ბანალური, გაცვეთილი, გახუნებული, გამოყენებული, ჩვეულებრივი, ამოწურული….. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ზოგჯერ ის რაც ძალიან ბანალურია და ფართო გამოყენება აქვს მიმზიდველიც ხდება ხოლმე.
რამდენიმე დღე რჩება… ერთ კვირაზე მეტი… დრო მაქვს.
ახლა, როდესაც ამის წერას ვიწყებ არც ერთი იდეა არ მაქვს.
მოკლედ!
სანამ 25 წლის გავხდები (არ ვიცი რატომ მაგრამ ამ მეოთხედ საუკუნეს ძალიან ველოდები, ჰოდა ეს ბოლო რამდენიმე დღე ”გამორჩეული” უნდა გავხადო):
არის ამაში რაღაც მაგიური, ახლა საათი ჩემ უსაყვარლეს დროს 11:11-ს ანახებს, ჰოდა ვგონებ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება.
  • გულახდილობის 1 დღე – მთელი ერთი დღის განმავლობაში ვიქნები გულახდილი, არ ვითამაშებ, ვიქნები ის ვინც ვარ, ვიტყვი იმას რისი თქმაც მინდა (რა თქმა უნდა ტაქტისა და ზრდილობის ფარგლებში). მაშ ასე ამ ”ოცნებას” 3 აგვისტოს ავისრულებ!
  • დავლევ გაუფილტრავ ლუდს – დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გაუფილტრავი ლუდი არასოდეს დამილევია, მიუხედავად ჩემი ლუდის მიმართ დაუცხრომელი სიყვარულისა. ამას ძალიან ბანალური, სულელური ახსნა აქვს, როგორც ვიცი მაინც და მაინც კარგი არ არის სისხლძარღვებისთვის, ხოლო ვინაიდან ჩაჭედილი მაქვს თავში, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჩემი ”აქილევსის ქუსლია”, ვფიქრობდი, რომ არ ღირდა ამ ”რისკზე” წასვლა, ჰოდა ახლა სანამ 25 წლის გავხდები ”წავალ ამ რისკზე!” – 9 აგვისტო.
  • თაიგული საკუთარ თავს – არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის მეჩუქებინა დიდი თაიგული ღია ბარათთან ერთად. რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ ამაში, უნებურად მეღიმება ამას რომ წარმოვიდგენ, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები,  10 აგვისტოს საკუთარ თავს დიდ თაიგულს ვუყიდი და ვაჩუქებ ღია ბარათს (ტექსტზე ვიფიქრებ).
  • Godfather Trilogy – დიახ არ მაქვს ნანახი. ეს იმის ბრალია, რომ ძირითადად უარს ვამბობ ხოლმე აღიარებული და ყბად აღებული ფილმების ნახვაზე, არ ვიცი ეს რატომ მემართება, თუმცა ეს სხვა თემაა, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები ვუყურებ თავიდან ბოლომდე. 7 აგვისტო.
  • Yes Man რეალურ ცხოვრებაში – დიახ, თითქმის ყველაფერზე ზრდილობიან უარს ვამბობ ხოლმე. ჰოდა უნდა ჩავატარო ექსპერიმენტი, ვნახოთ სადამდე მიმიყვანს 1 დღე მხოლოდ ”თანხმობის” თქმა. ჰოდა 6 აგვისტოს (არა სამუშაო დღეა და იმიტომ) დილიდან ღამის 00:00 საათამდე ყველაფერზე ვიტყვი კი-ს, ანუ ყველა შემოთავაზებას მივიღებ (შესაძლოა ძალიან თამამი განაცხადია, თუმცა ვნახოთ, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი რა თქმა უნდა მაგ. კრიმინალურ აქტში მონაწილეობა 🙂 . – თუ ცოცხალი და საღი დავრჩი აუცილებლად დავწერ შედეგებს.
  • წერილი – დავწერ ვრცელ წერილს 25 წლის გახდომასთან დაკავშირებით. იმაზე თუ სად ვარ ახლა, რა მომწონს და რას ვერ ვიტან, მიხარია თუ მწყინს ის, რომ 25 წლის ვხდები, ან იქნებ საერთოდ არ მანაღვლებს ეს. რის მიღწევას ვცდილობ, რა მინდა რომ მოვასწრო, რომ აღარ მინდა ჩამოვრჩე ცხოვრებას, მინდა ვიყო უფრო აქტიური, მქონდეს მიზნები და გეგმა, ვიცოდე რა მანიჭებს სიამოვნებას და რას ვაკეთებ მოვალეობის მოხდის მიზნით. სად მინდა, რომ ვიყო 30 წლის ასაკში და რას ვაკეთებდე, ვინ ვიყო, როგორი ცხოვრება მქონდეს, რა იყოს მნიშვნელოვანი. დავწერ წერილს, დავლუქავ და მხოლოდ 30-ე დაბადების დღეზე გავხსნი (თუ რა თქმა უნდა მივატან იქამდე, არასოდეს იცი რა მოხდება თუნდაც ხვალ). 2 აგვისტო.
  • წავალ კინოში მარტო – ეს იდეა არა ერთხელ მომსვლია, თუმცა განხორციელებას ვერ დავაყენე საშველი, ჰოდა სანამ 25 წლის გავხდები ერთხელ წავალ კინოში მარტო, რამე მარტივ ფილმს შევარჩევ, ვიყიდი ”პოპ კორნს” და ვუყურებ. 4 აგვისტო.
  • დავიწყებ წიგნის წერას – სასაცილოა, მეც მეცინება, თუმცა წერა ამ ქვეყანაზე ყველაფერს მირჩევნია, ასე ძალიან არაფერი მიყვარს და ასეთ სიამოვნებას არასოდეს ვღებულობ. ჰოდა დავჯდები და დიდი ხნის დაგეგმილი წიგნის წერას შევუდგები, რა მნიშვნელობა აქვს ოდესმე ნახავს თუ არა ჩემი ნაწერი დღის სინათლეს ან ივარგებს თუ არა რამედ, მთავარია, რომ საკუთარ თავს სასიამოვნო საქმეს ვაჩუქებ. 5 აგვისტო.
  • დავწერ აღიარებით ჩვენებას – ყოველგვარი ტყუილის, მიკიბულ-მოკიბული საუბრების გარეშე, დამალვისა და ”ცენზურის”, საკუთარი პრინციპებისა და კანონების გვერდის ავლით დავწერ აღიარებით ჩვენებას, ვიტყვი იმას რასაც საკუთარ თავსაც ხშირად ვუმალავ, ვისაუბრებ ყველაფერზე რაზეც არ ვსაუბრობ, შემდეგ წავიკითხავ და გადავაბიჯებ ყველაფერ ”მოუნელებელს”. 1 აგვისტო.
  • და ბოლოს 8 აგვისტო გამორჩეული რიცხვი ჩემ ცხოვრებაში – ამ თარიღს წინასწარ არ განვსაზღვრავ, მისი მომხიბვლელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოულოდნელობებით არის ხოლმე სავსე, ჰოდა დილით თვალს, რომ გავახელ რისი გაკეთებაც მომინდება იმას გავაკეთებ, საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეტყვი.
P.S.
  • თითო პოსტი ყოველ დღე – დარჩენილი დღეების განმავლობაში ყოველ დღე დავწერ პოსტს, ისე, რომ არ დავფიქრდები რამდენად საინტერესო იქნება ის მკითხველისთვის, არ ვინერვიულებ თითოეულ შეცდომაზე, არ ავწონ-დავწონი თითოეულ სიტყვას, დავწერ იმას რისი დაწერაც ნამდვილად მომინდება და მერე რა თუ მკითხველისთვის უინტერესო ვიქნები.
  • პოზიტივი – დარჩენილი დღეების განმავლობაში ვიქნები პოზიტიური, არავითარ შემთხვევაში არავისთან შევალ კონფლიქტში, როგორ უხეშადაც არ უნდა მომექცნენ ნერვებს არ მოვიშლი, არ ვუპასუხებ იგივე განწყობით, ვიქნები მშვიდი, დადებითი, მოვუფრთხილდები საკუთარ თავს. ცხოვრებაში პირველად მხოლოდ დადებით ემოციებს ვაჩუქებ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფთ.

Advertisements

8 thoughts on “25 წლამდე დარჩენილი დღეები

  1. ...

    11 აგვისტო ჩემთვისაც ძალიან განსაკუთრებულია…ბოლოს და ბოლოს 25 წლის ხდები როგორც იქნა.რამდენხანს ველოდი მაგ დღეს ნეტავ იცოდე :):) ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით გაუფილტრავი ლუდი, არ ინანებ უგემრიელესია

    Like

  2. ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ,მჯერავს ყველაფერს მიახწევ,რაც დაისახე მიზნად,წერაც შეგიძლია და თავისუფლად შესძლებ,რაიმე საინტერესოს დაწერას!-მიყვარს შენი ნაწერების კითხვა,არაა მართლაც ბანალური,არამედ ძალიან კარგად აყალიბებ შენს სათქმელს,მიხარია,რომ მაქვს ამის ბედნიერება,რომ გიცნობ(მართალია ვირტუალურად)მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უფრო ჩაკეტილები ვართ ადამიანები,ასე უფრო შეიცნობ ადამიანს…მე კი 2ჯერ 25 თის და კიდო მეტის ვარ!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s