ოცნება ძილზე


სამსახურის შემდეგ სიცხეში გასულს გონება მიბნელდება დაღლილობისგან და მიწის ყურებით გართული მივჩაქჩაქებ. რამდენიმე დღის წინ ნანახი განცხადება მახსენდება და ვცდილობ აღვიდგინო მისამართი, ვიცი, რომ ჩემი ტვინის უკიდეგანო გადაღლის ფონზე ტელეფონის ნომრის გახსენებაზე ფიქრს აზრი არ აქვს.
თითქოს გონება მინათდება და ნახევარ საათში უკვე გრილ მოსაცდელში ვზივარ და ნერვიულად ვურტყამ ფეხს მაგიდის კიდეს. მიმღებში გამომწვევად ჩაცმული გოგონა რამდენიმე წუთში ერთხელ აპარებს ჩემსკენ თვალს და იმის დასამტკიცებლად, რომ არ დავვიწყებივარ უაზროდ მიღიმის. მეც ღიმილითვე ვპასუხობ და ისევ ფეხებზე ვიყურები, ვფიქრობ რატომ მაქვს მარჯვენა ფეხის მუხლი ასეთი გალურჯებული, თუმცა გონების უკიდურესი დაძაბვის მიუხედავად ვერავითარი ინციდენტის გახსენებას ვერ ვახერხებ.
ფიქრებში გართულს ჩემი სახელი მესმის, გოგონა ხელით მანიშნებს, რომ გავყვე, დერეფნის ბოლოს კარებთან სოლიდურად გამოწყობილი ორმოც წლამდე ქალბატონი მელოდება და ზუსტად ისეთივე აზრს მოკლებული ღიმილით მიყურებს, როგორც ის ვინც ახლა მისკენ მიმაცილებს.
კარებთან მისულს მსიამოვნებს, რომ ქალბატონმა უკვე იცის ჩემი სახელი და მეგობრულად (ჰო, მეგობრულად და არა ოფიციალურად) მიწვდის ხელს ჩამოსართმევად.
მე მორცხვად ვესალმები და სიგრილისგან გონზე მოსული საკუთარ თავს ვეკითხები ”აქ რამ მომიყვანა?” თითქოს ქალბატონი ხვდება რაზეც ვფიქრობ და უკვე სახეზე შემხმარი ღიმილით მეუბნება ”ალბათ გაინტერესებთ კონკრეტულად რისი შემოთავაზება შეგვიძლია”. მე თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ვფიქრობ, რამდენი ხანი მომიწევს მისი მოსმენა სანამ შევძლებ ვუთხრა მადლობა და მომავლის იმედით დავემშვიდობო.
გამომწვევად ჩაცმული გოგონა ღიმილიანი სახით ტოვებს ოთახს და ქალბატონის თხოვნის შესაბამისად კარებს ხურავს.
მე ნერვიულად ვათვალიერებ კედლებს და ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა მის გაფორმებაზე ეზრუნათ, ვინაიდან მათი სიშიშვლე საავადმყოფოს განცდას მიქმნის.
ამასობაში ჩემ წინ მჯდომი ქალბატონი ღიმილით მეუბნება, რომ დაავიწყდა გამცნობოდა და მეცნობა ”მე თამარი ვარ”, ღიმილით ვეუბნები, რომ სასიამოვნოა. შემდეგ კი იწყებს საუბარს იმაზე, რომ მე დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი სტრესის, ნევროზის, ერთფეროვნების დასამარცხებლად. რიტორიკულად მეკითხება მიფიქრია თუ არა იმაზე, რომ ყველა ოცნების გაცოცხლება და განცდა შემეძლო, რომ ყველა ჩემი უკიდეგანოდ არა რეალური იდეაც კი სავსებით განხორციელებადი იყო და რაც მთავარია თანმდევი შედეგის გარეშე. მე ვხვდები, რომ კიდევ დიდ ხანს მომიწევს მისი უკიდეგანოდ გადაპრნჭული მონოლოგის მოსმენა და მთქნარების სურვილი მკლავს. ამ დროს კი ის ცელოფანში ჩადებულ მწვანე შეფერილობის აბს მაწვდის და მეუბნება, რომ პირველ ჯერზე ეს სავსებით უფასოა და თუ შემდგომში კმაყოფილი ვინქები შევძლებთ თანამშრომლობას.
მე უნდობელი გამომეტყველებით ვართმევ წამალს და ვაკვირდები, ის მეუბნება, რომ მედიკამენტი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და სავსებით ბუნებრივია. ამის დასამტკიცებლად კი ლიცენზიას მაწვდის და ამაყად მიმანიშნებს ბლანკის თავში გამოსახული ღერბისკენ. მე ისევ იდიოტურად ვიღიმი.
რამდენიმე წუთში ვემშვიდობებით ერთმანეთს და მე სახლში მისული ვფიქრობ იმაზე თუ რამდენი დრო დავკარგე.
ტელევიზორს უაზროდ მივჩერებივარ და მახსენდება, რომ დროა დავიძინო, ვინაიდან ხვალ ისევ დარეკავს მაღვიძარა.
ფანჯარას ვაღებ, ვწვები საწოლში და მახსენდება აბი, რომელიც ჩანთაში მიდევს ხელუხლებელი. ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებ და გავდივარ ჭიქა წყლის მოსატანად. ვეცნობი ინსტრუქციას და ვფიქრობ იმაზე რაც მინდა, რომ დამესიზმროს, ალაგ-ალაგ ჩემი სიზმრის დეტალებზე ფიქრისას ისტერიული ხარხარი მიტყდება და შემდეგ შეთქმულის სახით ვიღებ წამალს.
მალევე ვითიშები.
მაღვიძარას ხმაზე ცალ თვალს ვახელ და მონდომებით ვაჩუმებ მას, შემდეგ კი ოდნავ გონზე მოსული ვხვდები, რომ უაზროდ ვიღიმი, კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა არ მტოვებს.
ამის გაცნობიერებისას მომენტალურად ვფხიზლდები და ვხვდები, რომ ქალბატონი თამარი მართალი იყო, მე შეკვეთილი სიზმარი ვიხილე და არათუ ვიხილე, არამედ ვიცხოვრე, განვიცადე, ვიგრძენი კიდეც.
სამსახურში მისული სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ და ერთი სული მაქვს მოვიდეს საღამო, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვეახლო ქალბატონ თამარს.
კარებში შესულს გოგონა გუშინდელივით მიღიმის და დერეფნის ბოლოს თამარი მელოდება. ხელს ვაწერთ შეთანხმებაზე (თუმცა წესიერად არც კი ვეცნობი მას) მაძლევს 10 აბს და ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით.
სახლში მოსულს მოუთმენლობა მიპყრობს, თუმცა ვხვდები, რომ იმდენად ვარ აფორიაქებული დაძინებას კიდევ დიდ ხანს ვერ მოვახერხებ, მე კი მენანება თითოეული წუთი, რომელიც სანუკვარი ცხოვრებისგან მაშორებს. ჰოდა, ვდგები და ვიწყებ საძილე საშუალების ძებნას.
ისევ მაღვიძარა რეკავს, იმის იმედით, რომ პარასკევია ვფხიზლდები და ვემზადები სამსახურში წასასვლელად. მთელ დღეს ღამეზე ფიქრში ვატარებ და მიუხედავად იმისა, რომ სახლში მისულს გარედან ჯერ კიდევ მზე მიჭყიტინებს მე საძილე წამალს ვიღებ.
შაბათ-კვირას თითქმის არ ვიღვიძებ.
ორშაბათს სამსახურში ვრეკავ და ვამბობ, რომ ავად ვარ, მეორე ხელში კი მომწვანო შეფერილობის აბი მიჭირავს და მოუთმენლად ველოდები თვალების დახუჭვას.

მე ბედნიერი ვარ.

შორიდან მესმის ჩემი სახელი, თითქოს ვიღაც დაჟინებით ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას, მე კი ხმას არ ვიღებ. ცოტა ხანში ირგვლივ ისევ ყრუ სიჩუმე ისადგურებს.

”გარდაცვალების დრო 18:48 სთ.”

ბედნიერი ღიმილი მაფენია სახეზე. 

Advertisements

8 thoughts on “ოცნება ძილზე

  1. დიდი ხანია, ასე ერთი ამოსუნთქვით არაფერი წამიკითხავს.

    ზუსტად ის არის, რაც მომწონს – კალამიც მშვენივრად მოგყვება და არც ფანტაზია გღალატობს.

    თამარმა დამაინტერესა 🙂

    Like

    1. დიდი მადლობა მოლი, ძალიან გამახარა ამ კომენტარმა 🙂

      ზუსტად მეც ვერ გავერკვიე საბოლოო ჯამში ვინ არის თამარი 🙂

      Like

        1. გმადლობ 🙂

          როგორც იქნა მივაგენი ჩემთვის მოსაწონ ჰედერს. Eolo Perfido-ს ფოტოები ნამდვილი აღმოჩენა გახდა 🙂

          Like

    1. მე 1 წელი დამჭირდა ისეთი ჰედერის საპოვნელად, რომელიც ნამდვილად მომეწონებოდა, დაახლოებითაც კი არ ვიცოდი რა მინდოდა, შემდეგ კი stumbleupon.com -ზე “ფოტოგრაფიის” თვალიერებისას აღმოვაჩინე.

      იმედია მალე მიაგნებ იმას რასაც ეძებ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s