მე ამას გადავაბიჯებ!


მე ამ ყველაფერს გადავაბიჯებ. ვალდებულებებს ისე ჩამოვიხსნი მხრებიდან რომ ერთი წუთითაც არ დავფიქრდები, გეტყვით იმას რისი თქმაც მინდა.
მე ამას გადავაბიჯებ, არც ერთი წუთით არ ვიგრძნობ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ დავუშვი ცხოვრების შესაძლებლობა.
მე ამას გადავაბიჯებ, ცხოვრება გრძელდება, დიახ, ცხოვრება და არა არსებობა. არავითარ შემთხვევაში არაფერს მივცემ იმის უფლებას, რომ თუნდაც შექმნილი ბედნიერების ილუზია სულ რამდენიმე საათში გააცამტვეროს.
მე ამას გადავაბიჯებ, მე შემიძლია თავის ხელში აყვანა და ეს არა ერთხელ გამიკეთებია, ჰოდა დღესაც მე ამას შევძლებ.
მე ამას გადავაბიჯებ, არ მაინტერესებს რა იქნება 1 თვეში, არ მაინტერესებს რა მოხდება ხვალ, დღეს მე ვერავინ წამართმევს კარგად ყოფნის უფლებას, დღეს მე ვერავინ ამიკრძალავს ფეხი ავაყოლო მუსიკას.
მე ამას გადავაბიჯებ, აღარ მოვირგებ მსხვერპლის როლს და არ ჩავეშვები ჭაობში, რომელშიც ლამის ნახევარი ცხოვრება მაქვს გატარებული.
მე ამას გადავაბიჯებ, დრო გავა, გავა და ამის დამამტკიცებელი საბუთი სწორედ ის არის, რომ წერის დაწყების მომენტიდან უკვე მთელი 5 წუთია გასული.
მე ამას გადავაბიჯებ, ყოველ ჯერზე როდესაც სიმღერა ახლიდან დაიწყება ვიტყვი, რომ კიდევ 3 წუთი გავიდა უდარდელ განწყობაში.
მე ამას გადავაბიჯებ, არავის მივცემ უფლებას წვეთ-წვეთად მომშხამოს და მაიძულოს გავხდე ის ვის დანახვასაც სარკეში ვერ ვიტან.
მე ამას გადავაბიჯებ, არავითარ შემთხვევაში აღარ ვაიძულებ თავს მოირგოს უბედური ადამიანის, როლი იმიტომ რომ შექმნილი სიტუაცია ამას მოითხოვს!!
მე ამას გადავაბიჯებ, გეტყვით, რომ კარგად ვარ, გადასარევად, არ მოგიყვებით იმას რისი მოყოლაც არ მინდა, მოგმართავთ მოფერებით, ხმა ისეთი დაშაქრული მექნება, რომ უნებლიედ გულის რევას იგრძნობთ.
მე ამას გადავაბიჯებ, არ დავჯდები ისევ ოთახის კუთხეში და არავითარ შემთხვევაში არ შევიბრალებ საკუთარ თავს.
მე ამას გადავაბიჯებ, არ შევცვლი საღამოს გეგმებს, არ დავიწუწუნებ, რომ ნაადრევად დავბერდი.
მე ამას გადავაბიჯებ, არ ავიღებ ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე.
მე ამას გადავაბიჯებ, არ ვიფიქრებ, რომ მარტო ვარ და დახმარება მჭირდება, დაე ყველამ პირიქით იფიქროს.
მე ამას გადავაბიჯებ, მოვა ივლისი ჰო მოვა, მაგრამ შემდეგ კიდევ ბევრი სხვა თვეც მოვა.
მე ამას გადავაბიჯებ, არ მეშინია იმის, რომ თუნდაც რამდენიმე თვით შესაძლოა ჯოჯოხეთში მომიწიოს ცხოვრება, არ მეშინია და არც მსხვერპლი ვარ.
მე ამას გადავაბიჯებ, არ ვიქნები ჩუმად და არ დავიწყებ მალვას იმისთვის, რომ ვერავინ მომაგნოს.
მე ამას გადავაბიჯებ, ვიქნები ის ვინც ვიყავი და ვინც უნდა ვყოფილიყავი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
მე ამას გადავაბიჯებ, იმიტომ, რომ მე ეს შემიძლია.
მე ამას გადავაბიჯებ! 
Advertisements

3 thoughts on “მე ამას გადავაბიჯებ!

  1. ყოჩაღ!.. მიხარია ეს რომ მესმის (ნუ, ვკითხულობ, მარა რა მნიშვნელობა აქვს :-D).

    საკუთარი თავი რომ შეგებრალება, იქედან იწყება ყველაფერი. ხოდა, არ შეიბრალო 😉

    კი, შენ ამას გადააბიჯებ!.. 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s