Strange Things Will Happen – მეთქი


სულ რამდენიმე წამში შემიძლია ხოლმე ფრთების შესხმა და წარმოსახვით ისეთი გეგმების განხორციელება, რომლებზეც მხოლოდ ოცნება შემეძლო.
სულ რამდენიმე წამი მყოფნის იმისთვის, რომ ყველანაირ ადეკვატურობას მოკლებული გადაწყვეტილება მივიღო და ამით ენით აღუწერელ ტკბობას მივეცე.
სულ რამდენიმე წამი საკმარისია იმისთვის, რომ ეს გეგმები ნაცარტუტად იქცეს და მივხვდე, რომ ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გადამისვა თავზე ნაზად ხელი და მითხრა ”ვწუხვარ, მაგრამ არ გამოვაო!”
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად უმნიშვნელო ფრაზა, უმნიშვნელო აზრი, რომელიც თავში გამიელვებს და მაშინვე დავიწყებას მიეცემა, რამდენიმე დღეში სასწაულებრივად მხვდება ხოლმე გზაზე.
მივხვდი, რომ ტელეფონის დუმილს არაფერი ჯობია, იმ სიმშვიდეს, რომელიც წინდაწინ კრახისთვის განწირული გეგმის ჩაფუშვის შემდეგ დგება ხოლმე არაფერი ჯობია.
არაფერი ჯობია იმის გაცნობიერებას, რომ ცხოვრება ზოგჯერ მაინც არის მოულოდნელობებით აღსავსე, თუნდაც უსიამოვნო, მაგრამ მაინც, სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ერთ დინებას არ მიყვები მუდმვად და ცოცხალი გვამივით არ ატარებ ცხოვრების ყოველ წუთს.
გუშინ ჭეშმარიტად უცნაური საღამო იყო, როგორც იქნა თავი ვაიძულე ეთქვა ის რისი თქმაც უნდოდა, როგორც იტყვიან შესაბამისი მომენტი მომეცა. ოჰ, წარმომიდგენა ახლა რა იფიქრეთ, დიდი არაფერი მეგობრებო, შვებულების თარიღები შევათანხმე.
მალე ყველაფერი აირ-დაირია, თითქოს დიდმა ქარბორბალამ გადამიარა, წამებში ათასამდე გადაწყვეტილება მაინც მივიღე, გამიხარდა, რომ ჯერ კიდევ შემეძლო გამებედა ის რასაც სხვები ვერასოდეს გაბედავდნენ, მოვქცეულიყავი წინდაუხედავად. თუმცა საკმაოდ მალე, ობიექტური გარემოებიბის გამო ყველაფერი ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება არ კმარა. იმედგაცრუება ვიგრძენი, თუმცა ერთი წუთითაც კი არ გამჩენია სინანული განცდა იმის გამო, რომ ასე სწრაფად წავედი ოცნებებში, მერე რა თუ არ გამოვიდა დღეს, მთავარი ის არის რომ მე ვიგრძენი – ჯერ კიდევ შემიძლია წინდაუხედავად მოქცევა.
დღეს თუ არა ხვალ მაინც გავაკეთებ იმას რისი გაკეთებაც მინდოდა და დაე ნუ ერქმევა ამას სპონტანური გადაწყვეტილება, მთავარი ხომ ისაა, რომ მე ზუსტად ვიცი ეს ბედნიერების განცდას ან ილუზიას მაინც მომიტანს.
სულ რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, უფრო სწორად კი სიმღერის სათაური ამოვიჩემე და შემდეგ დავიჟინე strange things will happen მეთქი, ჰოდა ასეც მოხდა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, როგორც მჩვევია ხოლმე. 
Advertisements

4 thoughts on “Strange Things Will Happen – მეთქი

  1. ვახ, რაცხა გამიხარდა 😛
    მგონი ის, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდოდა 😉
    მიყვარს მე ფინიკი და ასეთი განსაკუთრებით :-* წარმატებები 😉

    Like

    1. ჰო, იმედი მაქვს გავაკეთებ, მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მაინც. თითქოს ყველაფერი კარგადაა 🙂
      ფინიკი მადლობას უცხადებს გვირილას (სხვათაშორის დღეს ერთ ქალბატონს ხელში გვირილების თაიგული ეჭირა და შენ გამახსენდი) 🙂

      Like

      1. მეც თუ დავინახე ფინიკიანი ქალი, გპირდები რომ შენ გამახსენდები 😛 😀
        ხოდა, პოსტს რაც შეეხება, “თითქოს ყველაფერი კარგადაა”-ო რომ გაიფიქრე თუნდაც, ე.ი. რაღაცეები მართლაც კარგადაა და მიხარია 😉

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s