მოკლე მონოლოგი


ვიცოდი, რომ ეს იმ წარმატების მომტანი არასოდეს იქნებოდა, რომელსაც ველოდებოდი, თუმცა  მოსალოდნელი კრახი არაფრად ჩავაგდე და მაინც წავიწიე წინ ერთი ნაბიჯით, იქ სადაც გაჩერება ჯობდა. ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან კარგად ვიცოდი, რომ ყველაფრის გაანალიზება საბოლოოდ შემაჩერებდა და მაიძულებდა ვმდგარიყავი გაუნძრევლად და მეყურებინა, როგორ წაიწევდნენ წინ სხვები, როგორ გაბედავდნენ წინდაუხედავი ნაბიჯის გადადგმას, როგორ გავხდებოდი ზოგიერთი მათგანის დამარცხების მოწმე და როგორ დამწყდებოდა გული მაშინ, როდესაც მათ სახეზე ნათლად ამოვიკითხავდი, რომ ეს ამად ღირდა.
ძნელია ყველაფრის გეგმის მიხედვით კეთება, მუდმივად სამაგალითო ადამიანის როლის თამაში, საკუთარი ხელით შექმნილი იდეალების მიბაძვა და შემდეგი იმედგაცრუება. ძნელია აიძულო თავი იყოს ისეთი როგორადაც ყოფნა არ უნდა.
დაწესებული ჩარჩოების მიმართ გაჩენილი პროტესტის გრძნობა გრძელვადიან პერსპექტივაში რეალურად არაფრის მომტანია, მხოლოდ საშინელ დაღლილობის შეგრძნებას და იმედგაცრუებას ტოვებს კვალის სახით. ბრძოლისუნარიც სადღაც სრულიად შემთხვევით იწურება და შუა გზაზე რჩები მარტო, უუნარო და უმაქნისი.
ცხოვრება ზოგადად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, რაც თავის მხრივ გაიძულებს კიდეც მოერგო მათ სტანდარტებს, განსხვავებულად ყოფნის სურვილი კი მხოლოდ მათ მიერ დაწესებული წესების გადახვევის ამაო მცდელობაა, ვინადან საბოლოოდ ისევ იმ ჩარჩოებში აღმოჩნდები, რომლებიდანაც თავის დაღწევას ცდილობდი, თუმცა ამ შემთხვევაში დარჩენილი ცხოვრების კუთხეში გატარება მოგიწევს.  
Advertisements

2 thoughts on “მოკლე მონოლოგი

  1. მოკლედ და კონკრეტულად. არადა, აშკარად ვერაფერში გეკამათები 🙂
    ხოდა, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ კაია ერთი ნაბიჯით წინ რომ წაიწიე და კიდევ სცადე, იქნებ რომელიმე შემთხვევაში გაამართლოს 😉

    Like

    1. ჰო, სხვათაშორის გუშინ თამამი ნაბიჯების გადადგმის დღე მქონდა, მართალია ერთი გეგმა ჩამეშალა, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s