აბა მითხარ შენი თავი პრინცი ხომ არ გგონია, წითელი მზე, შავი ზღვა….


გაიცანით თანამედროვე პრიცნი, მართალია თეთრი რაშის გარეშე, თუმცა მაინც.
ის შავგვრემანია, თავდაჯერებული, წარმატებული, შეძლებული (იმედია ეს სიტყვა არ აკნინებს მის ფინანსურ შესაძლებლობებს), აქვს საოცარი ღიმილი, მიმზიდველი ფიგურა და საშინლად რომატიულია, მოკლედ მეტი რა უნდა გინდოდეს ქალს ცხოვრებაში.
ჰოდა ერთ დღესაც ის აცხადებს, რომ ეძებს პრინცესას, რომელიც მის ცხოვრებაში დედოფლის ადგილს დაიკავებს, ამასთან ამბობს, რომ მომავალი პრინცესისა თუ დედოფლის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, დიახ, ის ყველაფერთან ერთად ძალიან უბრალოა, მნიამ….
ეს რაღაცით იმ ბალს წააგავს ადრე, რომ აწყობდნენ ხოლმე იმისთვის, რომ პრინცს მომავალი ცოლი აერჩია, თუმცა იქ მხოლოდ ცეკვით შემოიფარგლებოდნენ. აქ კი მან ჯერ ფინალში გამსვლელი 14 ლამაზმანი (და რა თქმა უნდა საინტერესო პიროვნება, აბა რა შუაშია აქ ლამაზმანი) უნდა შეარჩიოს და შემდეგ მათთან ერთად დაიწყოს ცხოვრება, იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს რომელი მათგანია ის ერთადერთი ვინც მის ცხოვრებაში მეორე ნახევრის ადგილს დაიკავებს. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი მალე მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, ყველა იხილავს თქვენს თავდადებულ ბრძოლას ბედნიერების მწვერვალზე თქვენი ადგილის დასაკავებლად.
კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ პრინცის სახელი ღირს მხოლოდ იმად, რომ მისთვის ყელამდე ტალახში ჩაწვე და ევედრო, რომ შეგიყვაროს, ის ცეცხლოვანი ანტონიოა, აბა კარგად გააჟღერეთ ეს სახელი, დარწმუნებული ვარ თქვენც ისეთივე ჟრუანტელმა დაგიარათ, როგორც მე თავის დროზე, და თუ ღმერთი გწამთ ახლა ნუ დაიწყებთ არა რა სისულელეაო.
ახალგაზრდა ქალბატონების რიგი იდგა თანამედროვე ბალზე მოსახვედრად, ვინ იცის რამდენ კონკიას არ გაუმართლა იმ დღეს და რამდენმა მათგანმა დაკარგა ბროლის ფეხსაცმელი ისე, რომ პრინცს მისი არსებობაც კი არ შეუმჩნევია, გული მეთუთქება იმის გაფიქრებისას, თუ რა მკაცრია რეალობა და რამდენი კონკია დარჩა პირში ჩალა გამოვლებული, თუმცა არ გვინდა ცუდზე საუბარი, ჯობია ისევ ბედნიერების იმ ზეიმს დავუბრუნდეთ, რომელსაც ”ჩემი ანტონიო” ქვია (არ ვიცი რუსებმა რატომ გადაწყვიტეს, რომ შოუს ”გაყვე ცოლად ანტონიოს” ერქვა, თუმცა რა ჩემი საქმეა).
როგორც იქნა, მისმა აღმატებულებამ შეარჩია ის იღბლიანი 14 ქალბატონი, რომლებიც მისი გულის მოსაპოვებლად ჩაერთვებიან ხელჩართულ ბრძოლაში. და ჰოი საოცრებავ, ამ 14 რჩეულში მისი ყოფილი ცოლიც აღმოჩნდა, ცოტა მოსუქებული, გუმანი მკარნახობს მისი ცოლობის პერიოდში გაცილებით გამხდარი და მიმზიდველი იყო, თუმცა ისეთი ცეცხლოვანი, რომ მის ვნებათა ვულკანზე უარის თქმა ნებისმიერ მოკვდავს გაუჭირდება.
შედეგად დარჩნენ 1 თითქოს მომგებიან პოზიციაში მყოფი ნადედოფლარი და 13 ბოღმისგან გამწვანებული პრინცესობის კანდიდატი.
და დაიწყო სასწაული, სამოთხეში ერთ პრინცთან ერთად დასახლდა 14 ლამაზმანი, მართალია მთალდ მუსულმანების (თუ ასასინების) სამოთხეს ვერ შეედრება, იქ 70 ქალწულზე იყო როგორც მახსოვს საუბარი, მაგრამ არც ბევრით ჩამოუვარდება, ვის რად უნდა ქალწული და თან 70, 14 გამოცდილი და ყველაფერზე წამსველი მშვენიერი ლედი, ჰავაის შესანიშნავი ხედების ფონზე ყველაფერს ჯობია.
მალევე თითოეული მათგანის წინაშე დადგა ამოცანა, რა ვიკადროთ იმისთვის, რომ მშვენიერი ანტონიოს ყურადღება დავიმსახუროთ, ყველამ სხვადასხვა ხერხს მიმართა, ზოგი ფსიქიურ გაუწონასწორებლობასა და მუდმივად მოვლის საჭიროებას იბრალებდა, ზოგიც თავის დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდა ცრემლმორეული, ზოგი მისი მიტოვებით იმუქრებოდა (და რაც ყველაზე საოცარია, პრინცი ევედრებოდა დარჩენას, რის შემდეგაც, ის უკვე თავს პრინცესად თვლიდა, თუმცა ზუსტად რამდენიმე საათში, თავად პრინცმა გაისტუმრა სახლში, გული ამოვარდნას მქონდა ამ სცენას, რომ ვუყურებდი), ზოგიც ლამის გაშიშვლდა სხეულის დემონსტრირების მცდელობით.
ჰიპნოზი, ეს ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობა იყო – ტრანსში მყოფი ქალბატონები იტალიურადაც კი უტყდებოდნენ სიყვარულში, მერე რა თუ იტალიური არ იცოდნენ, უკანალით ანტონიოს დახვეწილ სხეულზე ხახუნი და ტირამისუს ვნებიანი ძახილი, ხომ უკვე ნიშნავს მისთვის მშობლიურ ენაზე სიყავრულში გამოტყდომას.
შემდეგ სასიყვარულო წერილის დაწერის ვალდებულებაც მიიღეს, ბარათები ღაღადებდნენ სიყვარულის ოკეანესა და მთვარის შუქზე, წვიმასა და მზის უეცარ გამონათებაზე, ბავშვობის ოცნებასა და უმანკო სიყვარულზე, მტირალა ტირიფებსა და ეულად გატარებულ ღამეებზე, მისთვის სიცოცხლის დათმობასა და საკუთარი თავის უმნიშვნელობაზე….
მგრძნობიარე პრინცმაც არ დააყოვნა რეაგირება და ყველაზე ამათრთოლებელი წერილების ავტორებს რამდენიმე საათით საკუთარი თავი უსახსოვრა, ერთთან მხოლოდ ლოყაზე კოცნით შემოიფარგლა, მეორე კი წელზე შემოისვა.
დანარჩენები კი ისხდნენ დადარდიანებული სახეებით და ოცნებობდნენ წუთზე, როდესაც მათაც გამოარჩევდნენ სხვებისგან და ერთ თუნდაც უმნიშვნელო მზერას არგუნებდნენ.
განა შეიძლება თავის დამცირება უწოდო იმას რაც იქ ხდებოდა?! არამც და არამც, ეს ყველაზე დიდი პატივია რაც მათ ცხოვრებაში ერგოთ ანაც მომავალში ერგებათ.
როგორც ბოროტი ენები საუბრობენ, 14 ქალბატონიდან არჩეული პრინცესაც არ გამოდგა ის ერთადერთი და ”ჩვენი ანტონიო” ჯერ კიდევ ძიებაშია. 
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s