Strange Things Will Happen


წვიმას აპირებს, არავის უთქვამს იწვიმებსო, არადა აპირებს. ახალი ამოჩემებული სიმღერა მაქვს, ჰოდა ვუსმენ დაუსრულებლად, თან ვგრძნობ როგორ მეჭიმება ძარღვები და როგორ მაწვება ყელში რაღაც, როგორ მწყდება გული იმაზე, რომ არასოდეს მქონია და არც ახლა მაქვს უბრალოდ კარგად ყოფნის უფლება. ეს ხელოვნური ბედნიერებაც, ნაძალადევი სიხარულიც, ყველაფერი იძულებითი და ყალბი საშინლად მომბეზრდა, გახუნდა, უბედურებამაც დაკარგა პირველი ჟრუანტელის მომგვრელი აღფრთოვანება, უხასიათობაც ცხოვრების წესად მექცა, აუტანელი გზავნილებიც და სატელეფონო საუბრებიც არ სრულდება და მე მარტო ვარ.
საკმაო დრო გავიდა მას მერე რაც სრულიად დავკარგე ინტერესი ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, ინტერესი სიახლეების, სხვების ცხოვრების, მეგობრების, სატელეფონო ზარების, სწავლის, მუშაობის მიმართ.
არ მაინტერესებს. ეს ერთადერთია, რისი თქმაც მინდა ყველასთვის განურჩევლად, ხშირად ამ პასუხით ვისტუმრებ ხოლმე საკუთარ თავსაც, ვეუბნები რომ არ მაინტერესებს რას გრძნობს, რაზე ფიქრობს, რა უნდა, სად უნდა, როგორ უნდა ყოფნა, მე არ მაინტერსებს, არ მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები, რას ელიან ჩემგან, ვისი მოლოდინი გავაწბილე და ვის მოლოდინს გადავაჭარბე, ვის მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში უსიცოცხლო სახე მაქვს და ვის გონია, რომ ისეთი აღარ ვარ როგორიც ვიყავი.
ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე, ყბადაღებულ თემებზე წერა არაფრით გამომდის, ვერაფრით ვაიძულე თავი სხვებისთვის ესეოდენ მნიშვნელოვანი საკითხები ჩემს ნერვებსაც შეეხოს, ჩემი ფიქრის საგანიც გახდეს, მივცე სხვებს ის რასაც მაძლევენ, დავუბრუნო ვალი, ვიყო კეთილგანწყობილი, ინტერესიანად მოვიკითხო, შევწუხდე და გამიხარდეს, გავიღიმო ღიად, ვისაუბრო და სრულ მდუმარებაში არ გავატარო საათები, ყველა დიალოგს მონოლოგის სახე არ მივცე, არ ვუთხრა, რომ ეს გადაღლის ბრალია, არ ვიმართლო თავი იმისთვის რომ ასეთი ვარ, ან ასეთი გავხდი, მინდა გამარჯობის თქმა აუტანელ პროცესს არ წარმოადგენდეს, მოკითხვას არ ვაიძულებდე თავს, გულწრფელი ინტერესით ვუსმენდე ისტორიებს მათ ცხოვრებაზე, განვიცდიდე და მიხაროდეს. მინდა, თუმცა ხშირად, რაღა ხშირად, თითქმის მუდმივად სურვილი არ არის საკმარისი, ეს მხოლოდ უმნიშვნელო დასაწყისია, დასაწყისი, რომელმაც გაგრძელება ვერაფრით ჰპოვა ჩემ ცხოვრებაში.
ესეც ამოჩემებული სიმღერა, რომლის ფონზეც დაიწერა პოსტი (არადა სიმღერის ტექსტი თითქოს პოზიტიურია).
Advertisements

15 thoughts on “Strange Things Will Happen

  1. ამ სიმღერას მეც ამოვიჩემებ რა, ძალიან მომეწონა ^_^
    არადა, მართლა აპირებს წვიმას 🙂 არავის უთქვამს, მარა მაინც.
    ჩემი აზრით, ამ ყველაფრის ამოსავალი ისაა, რომ არ გაინტერესებს რას გრძნობ, რაზე ფიქრობ, რა გინდა, სად გინდა და როგორ გინდა ყოფნა.

    Like

    1. ამოიჩემე 🙂 გამიხარდა თუ მოგწონს, მართლა ძალიან კარგი სიმღერაა 🙂
      ჰო, აპირებს და ვერ დააყენა საშველი არადა საღამოს, რომ იწვიმოს სასტიკად დავსველდები, არც მიფიქრია დილით ქოლგის წამოღებაზე 🙂
      ჰო, რა ვიცი, რატომღაც ბოლო პერიოდში აღარაფერი მაინტერესებს 🙂

      Like

      1. ვაიმე გამიხმეს ენა, გუშინ არ იწვიმა, მაგრამ მგონი ახლა დასცხებს და მაინც და მაინც დღეს ვარ ათასგან გასასვლელი საქმეზე და ქოლგა ისევ არ მაქვს :დ

        Like

        1. მეც ეგრე მინდა, ჰოდა მე რაც მინდა ის პირიქით ხდება ხოლმე, ხედავ როგორ დაგამშვიდე?! რა პოზიტიური, იმედიანი და ცისარტყელასავით ადამიანი ვარ? 😀 თუმცა რა ამინდიც არ უნდა იყოს გეგმები არ შევცვალოთ და ეგ იქნება 🙂

          Like

  2. არ ხდება ყველაფერი პირიქით, უბრალოდ ის უფრო გამახსოვრდება 😉
    მშვენიერი პოზიტიური ადამიანი ხარ შენ 😉
    გეგმები თავისთავად არ იცვლება 😉 ამინდის ჭკუაზე ვივლით ამხელა ქალები? 😀

    Like

        1. თავი ძლივს შევიკავე, რომ მთელი ოთახი არ დამეხვია თავზე 😀 რა ალალი იქნებოდა 1 პალატა ფსიქიატრიულში, თქვი რა 😀

          Like

  3. კი, აშკარად 😀
    სიამოვნებით წაგვაცუნცულებდნენ 😀
    ნაპოლეონი კიდე გაგვიგია, მარა ხალხს ფინიკი ან გვირილა ეგონოს თავი, ეს ახალიაო იტყვიან და “ეეეექსპერიმენტი” (როგორც ერთი გადაცემის წამყვანი იტყოდა :-D) 😀 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s