ჭირსაც წაუღია


ისე ვეხვევი სიბნელეში, რომ ხელის განძრევასაც ვერ ვახერხებ. არავის ესმის და ვერავინ ხვდება, რომ შექმნილ სიტუაციაში მე უძლური ვარ, ჯიუტად განაგრძობენ ჩემ მოკითხვას, თითქოს გაყუსულები ელოდებიან როდის ვეტყვი გმადლობ, კარგად მეთქი, იმისთვის, რომ შემდეგ საქმეზე გადავიდნენ, მომიყვნენ თავის პრობლემებზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, მიმდინარე მოვლენებზე, მითხრან, რომ გადასარევად არიან, კიდევ ერთხელ მთხოვონ რაღაც, მოითხოვონ, მოვალეობების ისედაც უსასრულო სიას კიდევ ერთი პუნქტი მიუწერონ. მეც, როგორც მჩვევია ჩუმად ვისმენ ყველაფერს, ვიღიმი და თავდაჯერებულად ვპასუხობ, რომ პრობლემა არ არის, რომ მე ამას გავაკეთებ, რომ მე მიხარია ის რაც მათ ახარებს, ბედნიერი ვარ მათი ბედნიერების შემყურე, რომ მტკივა ის რაც მათ, რომ მე არ ვარსებობ, მე არავინ ვარ, არარაობა, რომელსაც ეგოიზმის ნატამალიც კი არ გააჩნია, რომ მე ყოველთვის მზად ვარ ყველაზე ღრმად დავმარხო საკუთარი თავი, საკუთარი სურვილები, საკუთარი პრობლემები, მე არ ვარსებობ, წყვდიადი კი გარს მეხვევა და ფანჯრიდან მონაბერ სიოს დამჭკნარი ყვავილების სუნი მოაქვს, ისეთის ძალაუნებურად ხრწნასა და სიკვდილზე რომ დაგაფიქრებს.
მე ვერ შევძელი ყველაფრის გვერდზე გადადება, მე ვერ შევძელი მოვრგებოდი ყველა მოთხოვნას და ყველასთვის მიმეცა ის რასაც ითხოვდნენ, მე ვერაფრით შევძელი თუნდაც ერთხელ მაინც ეგრძნოთ, რომ ყველაფერი გავაკეთე მათთვის, მათ ტონში აუტანელი უკმაყოფილება იგრძნობა, პრეტენზია, ბრაზი, აგრესია უნებურად საკუთარი თავის სიძულვილისკენ რომ გიბიძგებს, სარკეში ჩახედვის სურვილს რომ გაკარგვინებს, ყელში გაჩხერილ ბურთს რომ გაგრძნობინებს, აუტანლობასა და შეუთავსებლობას.
წარმოუდგენელი სიძულვილით მეზიზღება საკუთარი უუნარობა, მეზიზღება ის, რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერაფერს მივაღწიე, რომ ვერაფრით დავიმსახურე თუნდაც ერთხელ მაინც წამოერტყათ მხარზე ხელი მეგობრულად.
მთავარია ფეხი არ გადაგიბრუნდეს, სადღაც არ წაიბორძიკო, დახმარება არ ითხოვო, სხვების გეგმები ეჭვქვეშ არ დააყენო, არაფრით გააკეთო ის რაც სხვების მოლოდინს ბზარს გაუჩენს, არასოდეს გახდე დაბრკოლება, დანარჩენი, შენი თავის ჩათვლით ჭირსაც წაუღია.
Advertisements

5 thoughts on “ჭირსაც წაუღია

  1. ვერც წარმოიდგენ როგორ მესმის შენი.
    “მე ვერ შევძელი ყველაფრის გვერდზე გადადება, მე ვერ შევძელი მოვრგებოდი ყველა მოთხოვნას და ყველასთვის მიმეცა ის რასაც ითხოვდნენ, მე ვერაფრით შევძელი თუნდაც ერთხელ მაინც ეგრძნოთ, რომ ყველაფერი გავაკეთე მათთვის.” – საშინლად მეტკინა, ვიცი ეს რაცაა და იმიტომ. ერთ რამეს მივხვდი – რამდენადაც შენ დააფასებ საკუთარ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც. ოღონდ თეორიულად ვიცი ეს ჯერ, პრაქტიკაში რატომღაც მიჭირს. საშინლად უმადურები ვართ ადამიანები, თუ არ შეგვახსენეს ისე ვერ ვხვდებით რას აკეთებენ სხვები ჩვენთვის.

    ძალიან ახლობელი პოსტია ჩემთვის და ბოლო ორი აბზაცი განსაკუთრებით მეტკინა. იმდენად, რომ ვერ ვხვდები რა ვთქვა…

    Like

    1. ჰო, ამ პოსტს რომ ვწერდი ნამდვილად საშინელ ხასიათზე ვიყავი და ირგვლივ ყველაფერი გულს მირევდა, თუმცა მალევე გადამივლის ხოლმე 🙂
      რამდენადაც შენ დააფასებ საკუთარ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც. – სავსებით გეთანხმები, თუმცა შენი არ იყოს მეც მხოლოდ თეორიულად ვეთანხმები ამას.
      მეორეს მხრივ იქნებ არც ღირს ამ თეორიულად სწორ ფრაზებს მოვერგოთ, რა ვიცი, იქნებ ჯობია ისეთები ვიყოთ როგორებიც ვართ, არ ვიცი 🙂
      ძალიან მიხარია, რომ თითქმის ყოველთვის ხვდები რაზე ვწერ 🙂

      Like

      1. კი, გეთანხმები, რომ ჯობია ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. თუმცა, როცა მარტო ერთი მხარეა ასეთი და მეორე მხარეს ფეხებზე კიდია ყველაფერი, შემაწუხებელია. ბოლოსდაბოლოს ვეღარ უძლებ რა. ეს ორმხრივი რომ იყოს ხანდახან მაინც, მაგას რა ჯობია 🙂

        Like

      2. არ ვიცი, ალბათ მეორე მხარის დამოკიდებულებიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანა საკუთარ თავში მაინც არ უნდა იყოს სწორი საქციელი, თუმცა მუდმივად ასე ყოფნაც გაუსაძლისია.
        ამასთან, როდესაც ცდილობ ისე მოიქცე როგორც იმსახურებენ ძირითადად საკუთარი თავის მიმართ სიძულვილის მეტს ვერაფერს გრძნობ, რა ვიცი 😐

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s