ბედნიერება რამდენიმე წამით


მარტივად განიჭებ ბედნიერებას, სულ მცირე მონდომება საკმარისია იმისთვის, რომ შენს სახეზე ღიმილი ვიხილო, ჩამოჯდები ხოლმე აღფრთოვანებული და ფიქრობ იმაზე, თუ რამდენიმა მოსალოდნელმა კატასტროფამ ჩაიარა უკვალოდ, რამდენი პრობლემა მოგვარდა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ფიქრობ იმაზე, რომ ეს განწყობაც დროებითია, არა თუ დროებითი არამედ ძალიან ხანმოკლე, თუმცა ღირს ამად.

იშვიათად, თუმცა მაინც ტკბები ისეთი მარტივი მომენტებით როგორებიცაა საშინელი სიცხიდან გრილ ოთახში შესვლა, ტკბები და არც კი იცი, რომ სულ რამდენიმე წამში ამ მოულოდნელად დამდგარ ბედნიერებას ერთი შეუხედავი, თუმცა ძალიან აქტიური ქალბატონი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს, შემდეგ კი გეღიმება, ცდილობ საკუთარ თავში ძალიან ღრმად დამარხო არსაიდან გაჩენილი სიძულვილი ამ ფარატინა არსების მიმართ, ის კი მობუზული ისე უბრუნდება თავის ადგილს, რომ ვერც კი ხვდება რამხელა ზიზღის მორევას ცდილობ, ვერც კი ხვდება, რომ ერთადერთი რისი სურვილიც ამ მომენტში ჭეშმარიტად გაქვს არის ის, რომ ყველაფერი პირდაპირ უთხრა, ყოველგვარი ფილტრის გარეშე, უთხრა ისე, როგორც გინდა, გადაპრანჭული და შეხუჭუჭებული ფრაზების გარეშე, უთხრა, რომ მან ეს ესაა შენში ახლად დაბადებული ბედნიერების პირმშო მოკლა, თუმცა არაფერს ამბობ, ცდილობ თვალი აარიდო და ღრმად ჩაისუნთქო ოდნავ, სასიამოვნოდ სუსხიანი ჰაერის ნარჩენი, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს ოთახში, დანანებით ფიქრობ იმაზე, თუ როგორ ედება სიცხე შენს სხეულს და ხვდები, რომ ძალიან მალე სუნთქვა გაუსაძლისი გახდება, ის კი უგემოვნო, სრულიად შეუფერებელ შავ ჟაკეტს მაგრად შემოიხვევს თავის ჩონჩხივით ტანზე და გაიხუმრებს, რომ გათბა მისი ბებერი ძვლები – არა, არ ვეტყვი, რომ ჯერ ის ახალგაზრდაა, არ ვეტყვი, ნუ სულელობ რა დროს სიბერეა მეთქი, არაფერს ვეტყვი დაე კარგად დაიმშვენოს უხეში ბებრის იარლიყი.

Advertisements

5 thoughts on “ბედნიერება რამდენიმე წამით

  1. Zalian miyvars Seni nawerebis kiTxva,magram amjerad ver gavige vin gyavs mxedvelobaSi?””-ის კი უგემოვნო, სრულიად შეუფერებელ შავ ჟაკეტს მაგრად შემოიხვევს თავის ჩონჩხივით ტანზე და გაიხუმრებს, რომ გათბა მისი ბებერი ძვლები – არა, არ ვეტყვი, რომ ჯერ ის ახალგაზრდაა, არ ვეტყვი, ნუ სულელობ რა დროს სიბერეა მეთქი, არაფერს ვეტყვი დაე კარგად დაიმშვენოს უხეში ბებრის იარლიყი. “

    Like

    1. ჰო, ცოტა გაუგებრად მიწერია, ერთი ამოსუნთქვით დავწერე ყველაფერი რასაც ვფიქრობდი, მხედველობაში ის ქალბატონი მყავს, რომელმაც სიგრილეს დაუსვა წერტილი 🙂

      Like

  2. ვუი 🙂
    რა მოხდა? კონდიციონერს რთავს თუ? 😀 ჩვენ გვყავდა სამსახურში მასეთი ქალი და რატომღაც ასე გავიგე 😀 ნაცნობია რა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s