მიმდინარე დღის რამდენიმე წუთი


სიჩუმეა, სრული მდუმარება, თითქოს ეს ესაა დიდმა ქარიშხალმა გადაუარა ყველაფერს და ცოცხალი აღარავინაა. მსიამოვნებს ეს გარემო, ჰო რაღაც სასაფლაოს მაგვარი განწყობა რომ სუფევს ირგვლივ, შფოთვაში არეულ სასიამოვნო სიმშვიდეს მგვრის, ისეთს, რომ მოგინდება სკამზე აუღელვებლად მიესვენო, ხელები ჩამოყარო და ზედმეტი განცდების გარეშე ათვალიერო ირგვლივ ყველაფერი, მერე რა თუ ჰორიზონტამდე სულ რაღაც 4 მეტრია, და არც ცა უერთდება მიწას, თეთრი კედელი ხომ რაღაც აუხსნელი სილამაზით ერწყმის ყავისფერ მაგიდას.
გვერდზე მაგიდასთან უსიცოცხლო გამოხედვით მისჩერებია ერთ წერტილს ხელოვნურად გაქერავებული, სუსტი აღნაგობის ქალბატონი, დილით იმდენი ილაპარაკა მისი ყოველი მოძრაობა აშკარა დაღლილობაში გადასულ კმაყოფილებას ასხივებს, თითქოს ის საბოლოოდ მიიღეს, მოიწონეს და ტაშიც კი დაუკრეს, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ იძულებაში გადასული ზრდილობის დამსახურებაა, ყოველთვის როდესაც ვხვდები, რომ ის ისაა საუბარი უნდა დაიწყოს სურვილი მიჩნდება ყურებზე მაგრად ავიფარო ხელი და არ გავიგო მისი მორიგი განცხადება, შემდეგ კი თვალებს ვხუჭავ ან უბრალოდ ერთ არაფრით გამორჩეულ წერტილს ვაკვირდები, იმისთვის, რომ არ დავინახო რა სახით გასცემენ პასუხს და შემდეგ როგორი ირონიით გადახედავენ ერთმანეთს საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული, დახვეწილობის ეტალონად წოდებული სუბიექტები.
დილიდან საზიზღარ გემოს ვგრძნობ პირში, სიგარეტის, კბილის პასტისა და ყავის გემო ირევა ერთმანეთში და ფრიად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ალბათ განწყობაც მოქმედებს ამაზე, სისხლი თავისით იშხამება ხოლმე სრული ეფექტის შესაქმნელად.
ოთახში უჰაერობაა, მინდა ვიყვირო ცოტა ხნით მაინც შეწყვიტეთ სუნთქვა და ლაპარაკი მეთქი, მაგრამ ვინაიდან ჯერ კიდევ შერაცხადი მქვია თავს ვიკავებ.
სასიამოვნოდ სასოწარკვეთილი სიმღერების ფონზე ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ ვწევარ ფინიკის პალმის ჩრდილში და როგორ ვუყურებ სიცხისგან ალაპლაპებულ ჰორიზონტს, როგორი უდარდელობა მიპყრობს, როგორი ჩუმი აღფრთოვანება ჩქეფს ძარღვებში იმის გაფიქრებისას, რომ როგორც იქნა მე და ფინიკი შევხდით ერთმანეთს და უდარდელი ბედნიერება ვაჩუქეთ.                                                                                                                                                                         
Advertisements

6 thoughts on “მიმდინარე დღის რამდენიმე წუთი

  1. -შენ,ერთერთი იმათგანი ხარ,ვის ბლოგსაც მუდამ ხალისით და ინტერესით ვკითხულობ,მერე კი მთელი დღე ვგრძნობ,რომ რაღაც მიხარია…

    Like

  2. ბოლო აბზაცი განსაკუთრებით მომეწონა 🙂 მაინც შეხვდით ხო? კაია 😉
    ხო, ის სასაფლაოსმაგვარი განწყობა ზუსტად გიწერია, მე ვერ ვხვდებოდი რა დამერქმია ამისთვის. რაღაცნაირად მომწონს მეც ასეთი ამინდები, ვერ ვხვდები კონკრეტულად რა მხიბლავს, მაგრამ რომ მხიბლავს ფაქტია 🙂
    მომეწონა პოსტი 😉

    Like

    1. ჰო, მეც ვერ ვხვდები ხოლმე ასეთ ამინდებში კონკრეტულად რა მიზიდავს 🙂
      მოხარული ვარ რომ მოგეწონა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s