იდეების მოლოდინში


აი ისევ, ჯერ ნახევარი დღეც არ გასულა, მე კი უკვე გავიყინე, გავჩერდი, იდეები ისევ გაიძურწნენ ტვინიდან და ახლა პირდაფჩენილი მივჩერებივარ კომპიუტერის ეკრანს გასხივოსნების მოლოდინში.
ეს გადაღლის ბრალია, ჰო, ჰო კარგად ვიცი, რომ ყველაფერი ახსნადი და მოგვარებადია, რომ არ უნდა ვიშლიდე ნერვებს, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში არც მიზეზი მაინტერესებს, არც გარემოებები და არც გამოსავლის ძიებაზე დახარჯული ენერგიის შედეგად სრული გამოფიტვის იდეა მხიბლავს.
ვერაფრით ვახერხებ წინ წასვლას, ვგრძნობ, თუმცა რაღა ვგრძნობ, ნათლად ვხვდები, რომ ჩემს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა ხმის წართმევამდე ყვირის იდიოტიზმი, ყოველგვარ აზრს მოკლებული სისულელე ვარ და არ გაბედო იმის გაფიქრებაც კი, რომ ოდესმე დღის სინათლე ვიხილოო.
იქნებ ხელოვნურმა ენრეგიამ, ანაც ვინმესთან ან რამესთან გარიგებაზე წასვლამ მიშველოს?! ყოველი წუთის, საათის და დღის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტად ვკარგავ მოსვენებას, ვოცნებობ დღეზე, როდესაც თვალს გავახელ და ვიტყვი მე არაფერი მაწუხებს მეთქი.
ოთახში ახლად მოხარშული ყავის სურნელი ტრიალებს, მე კი იმის ნაცვლად რომ არომატით ტკბობას მივეცე დაჟინებით ვიხსენებ იმას, თუ როგორ იპოვნეს ყავის აპარატში მოსუქებული ტარაკნების ჯგუფი, რომლებიც მოხარშული ყავის ორთქლზე პირსახოცშემოკრულები, შუბლზე ისტერიული ოფლის წმენდით ისხდნენ უდარდელად და კმაყოფილი სახეებით ანიშნებდნენ ერთმანეთს იქნებ გვეყოს საუნაში ყოფნა და გარეთ ყავის დასალევად გავიდეთო.
დღეს უნდა დავლიო, სულ ცოტა მაინც, იქნებ ეს ყბადაღებული სტრესიც მოვიხსნა, თუნდაც რამდენიმე საათით. ან არა, არ ღირს, არ ღირს სახლში დამძიმებული მისვლა, საზოგადოებაც ზედმეტად ჭრელი იქნება და თანაც დიდი ხანია რაც ამოვიძულე ალკოჰოლი, მართალს ამბობენ სიყვარულიდან სიძულვილამდე 1 ნაბიჯია, აი უკანა გზა არსებობს თუ არა ამაზე ნამდვილად არაფერი მსმენია.
ყოველი საათის გასვლასთან ერთად ვგრძნობ, როგორ ჩამყვირის ყურში დრო რას აკეთებ გაგვიანდებაო, ყოველი ახალი საათის დადგომასთან ერთად ვუჯდები მაგიდას, ვუყურებ სუფთა ფურცელს, თითქოს გემრიელად ვკალათდები სავარძელში და ის ისაა წერა უნდა დავიწყო, რომ აუხსნელი დანანებით მეღიმება იმის გაფიქრებაზე, რომ დასაწერი ისევ არაფერი მაქვს, ყურსასმენებში კი ტანგოს ერთი სახეობა მეორეს ცვლის.

                                                                                     
Advertisements

4 thoughts on “იდეების მოლოდინში

  1. ან შენ გეშლება რამე, ან შენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს საკუთარი თავის შეფასებისას. არაა ყოველგვარს აზრს მოკლებული სისულელე და აღირსე დღის სინათლე 🙂

    იშვიათად წერ შენ უკვე და გავუცხოვდით მე და შენი ბლოგი. არადა, ახალი პოსტი საშინლად მიხარია და როგორც წესი, ჩემიანია იმდენად, რომ რა დავწერო კომენტარში არ ვიცი 🙂

    Like

    1. 🙂 ჰო, რაღაც ზედმეტ დატვირთულობასა და უიდეობას განვიცდი ბოლო პერიოდში 🙂
      მეც მომენატრა შენი პოსტები და დღეს შემოვისეირნე შენს ბლოგზე 🙂

      გმადლობ გამხნევებისთვის 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s