არასოდეს დაეცე


არასოდეს დაეცე.

არასოდეს დაეცე იქამდე სადამდეც სხვები, მერე რა თუ ეს სხვები შენს  მეგობრებად იწოდებიან, მერე რა თუ ყოველთვის გეგონა მათი ცხოვრება, ხასიათი სამაგალითო იყო. შურისძიება, სამაგიეროს გადახდა არასოდესაა გამოსავალი, როგორ დიდ სიამოვნებასაც არ უნდა განიჭებდეს მათი უბედურების წარმოდგენა, როგორ ტკბობასაც არ უნდა განიცდიდე მათი ფეხქვეშგათელვის ფანტაზიით, არასოდეს მოიქცე ისე, როგორც ისინი ვინც გულის რევას იწვევენ შენში.

არასოდეს აიძულო თავი გახდეს ისეთი შეუბრალებელი და საზიზღარი როგორიც არასოდეს ყოფილა, არასოდეს გადააბიჯო საკუთარ წესებს თუ ისინი ყოველთვის ამართლებდნენ, არასოდეს იფიქრო, რომ ცდები და აუციელებელია ფეხი აუწყო მათ ვინც ძირს არასოდეს იყურება, მათ ვინც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს, არასოდეს იქცე იმად ვისაც თამამად შეგიძლია უწოდო არარაობა. მთავარია არასოდეს გერქვას ნაგავი, ძილის წინ საკუთარი თავის მიმართ განცდილი ზიზღი არ გახრჩობდეს.

Advertisements

5 thoughts on “არასოდეს დაეცე

  1. ”მთავარია არასოდეს გერქვას ნაგავი, ძილის წინ საკუთარი თავის მიმართ განცდილი ზიზღი არ გახრჩობდეს.” 10ში გაარტყი : )

    Like

  2. კაი 🙂 კაი პოსტი იყო, ლაკონური და მიზანში ზუსტად. თუმცა, თუ მიუხედავად ყველაფრისა ვიღაცეების უბედურების წარმოდგენა არ მანიჭებს დიდ სიამოვნებას, ე.ი. ვერ ვარ ხო? არა, მართლა მაინტერესებს და არ ვხუმრობ.

    Like

    1. არა, ვერ ხარ ძალიან ცუდი ნათქვამია 🙂 პირიქით ეს კარგიცაა და ძალიან დადებით მხარეზე მეტყველებს, თუმცა იმასაც გააჩნია ალბათ კონკრეტულად ადამიანი, რომელსაც ვერ იტან რას წარმოადგენს და შენთან მიმართებაში რა აქვს გაკეთებული 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s