ქ-ნი თინათინის ერთი დილა


ქალბატონი თინათინის ბინაში სამარისებული სიჩუმეა, მხოლოდ ქურაზე დადგმული ცხელი შოკოლადი თუხთუხებს. ის კი აივანზე გასული აწყობს დღის გეგმებს, თანაც ისტერიულად ეწევა სიგარეტს.
მარცხენა ხელის საჩვენებელ თითში მგრძნობელობა დაკარგული აქვს, მხოლოდ კანკალი თუ აიტანს ხოლმე, შემდეგ ჩერდება. დღეს მზიანი დღე იქნებაო ფიქრობს და ცდილობს გაიხსენოს სად დატოვა საყვარელი იასამნისფერი ქოლგა. დღემდე მზიან ამინდში ქოლგა არასოდეს სჭერია, თუმცა სიცხის წარმოდგენაზეც კი უსიამოვნო შეგრძნება იპყრობს, ამიტომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ არაფრად ჩააგდოს საზოგაოდების, უფრო კონკრეტულად კი ამვლელ-ჩამვლელის აზრი და მიუხედავად ამინდისთვის შეუფერებელი ჩაცმულობისა, ისე ჩაიცვას, როგორც მას გაუხარდება.
აივნიდან მოედნაზე შეკრებილ მეზობლებს მოკრა თვალი, საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობდნენ, სართულების რწმუნებულები და ამხანაგობის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, გაეცინა, გაახსენდა განცხადებაში მითითებული რომ ქონდათ დასწრება სავალდებულოაო, დანანებით გაიფიქრა წავსულიყავი, იქნებ თანამდებობისთვის გამომეკრა ხელიო, გაეცინა, სიგარეტი ჩააქრო და ოთახში შებრუნდა.
ოთახში შესვლისთანავე გული აუჩქარდა და მოცელილივით ჩამოჯდა სკამზე, თავი გააქნია და გაიფიქრა ამდენი მოწევა არ შეიძლებაო, შემდეგ დამამშვიდებელს დაუწყო ძებნა, როგორც იქნა მიაგნო და სასწრაფოდ დალია. ღრმად ჩაისუნთქა, რამდენჯერმე ნერწყვიც გადაყლაპა, ცდილობდა დარწმუნებულიყო რომ წამალი საყლაპავში არ ქონდა გაჩხერილი, ცოტა ხანში კი შვებით ამოისუნთქა და უკვე დიდი ხნის წინ გამზადებული შოკოლადი ჩამოისხა ჭიქაში. პირველივე ყლუპზე სახეზე იმედგაცურება გამოეხატა, ისეთს ვერასოდეს აკეთებდა, როგორც თავის დროზე დედამისი, თითქოს, რომელიღაც, ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტს ინახავდა საიდუმლოდ. ბავშვობაში, მომცრო ზომის ჭიქაში უსხამდნენ ხოლმე ქურიდან ახლად გადმოდგმულ შოკოლადს, თუმცა განსაზღვრული ”დოზა” საკმარისი არაოსდეს იყო, დამატებაზე კი გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ, გული გაგიხდება ცუდადო. ახლა არც გულზე დარდობდა და არც ჯანმრთელობაზე ფიქრით იმწარებდა ცხოვრებას, თუმცა აღარც შოკოლადს ქონდა ისეთი გემო, რომელიც დამატების სურვილს გაუღვიძებდა.
ვერაფრით გადაეჩვია უმისამართო წერილების წერას, თანაც გამუდმებით ამტკიცებდა, ძვირფასი ადამიანისთვის განკუთვნილი წერილი აუცილებლად ხელით უნდა დაიწეროსო, ჰოდა არც დავას ქონდა აზრი და არც იმას, რომ წერილს განსაზღვრული ადრესატი არასოდეს ყოლია, ან იქნებ ყავდა კიდეც თუმცა ამას არავის უმხელდა, საკუთარ თავსაც კი.
შუა დღის სიცხე ნელ-ნელა იპარებოდა ოთახში და მზის სხივები დაჟინებით აჭერდნენ მაგიდას, ის ისევ ჩუმად იჯდა, მორიგ ღერს ეწეოდა და ცდილობდა თავი დაერწმუნებინა არ მახსოვს, რომ დღეს ჩემი რამდენიმე წლიანი ლოდინის დასასრულიაო, არც ბედნიერი და გასული წლების გათვალისწინებით არც უბედური დასასრული.
მარცხენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, სიგარეტის მოწევისგან გული ისე აჩქარებოდა, რომ დამამშვიდებელს ყოველგვარი ეფექტი დაეკარგა, უყურებდა თაროზე ხელუხლებლად შემოდებულ წიგნს, რომლის ხელში ჩაგდებამდეც მოუთმენლობა ახრჩობდა და დანანებით ფიქრობდა, რომ მიუხედავად ასაკისა, მან ვერაფრით შეძლო საკუთარ სურვილებში გარკვევა.
საათისკენ გააპარა თვალი, მიხვდა, რომ აგვიანებდა, სასწრაფოდ იყო წასასვლელი ფოსტაში წერილების გასაგზავნად. საძინებლისკენ მიაშურა და საგულდაგულოდ გამზადებულ ტანსაცმელს დაავლო ხელი, 5 წუთში უკვე მზად იყო გასასვლელად. ეზოში ჩასვლისთანავე ქოლგა გაშალა და შეეცადა მოედანთან შეუმჩევლად გაევლო, თუმცა მალევე იგრძნო მეზობლების დაჟინებული მზერა, მიხვდა, რომ ვერაფრით გაეგოთ ”რამ გადარია”, და ამ სიცხეში ქოლგას რა დანიშნულება ქონდა, მისალმებაც კი დაავიწყდათ გაოცებისგან, შემდეგ კი ბრაზმორეულებმა აცნობეს დაგაგვიანდათ თინათინ, შეხვედრას უკვე ვამთავრებთო, მან კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა და გზა ჩქარი ნაბიჯით განაგრძო.

Advertisements

6 thoughts on “ქ-ნი თინათინის ერთი დილა

  1. -რამოდენიმეჯერ დავუბრუნდი წაკითხულს.იმდენი საერთო დავინახე თინათინში ვიფიქრე ჩემზე ხომ არ წერს?-მერე შენი ძველი ჩანაწერებიც ახლიდან წავიკითხე დაძალიან ვისიამოვნე…მომწონს შენი წერის სტილი და გულახდილი ჩანაწერები+5

    Like

    1. ქ-ნი თინათინი მეც ძალიან მგავს, თუმცა გამბედაობით ჩამოვრჩები ალბათ, ხშირად იმას ვიმატებ ნაწერში რაც მაკლია.

      ჰო, და ძალიან მიხარია რომ მოგწონს ჩემი ნაწერები.

      Like

  2. მომწონს მე ეს თინათინი ❤
    კი, საყვარელი ადამიანისათვის განკუთვნილი წერილი ხელით თუ დაიწერა, ნამდვილად უკეთესია ჩემი მოკრძალებული აზრით. უმისამართო წერაც არაა უცხო, ბლოგზეც ვურევ ხოლმე ხანდახან 🙂
    მოწევაზე რა გითხრა, არამგონია დაგვიჯეროს თინათინმა და შეეშვას, ამიტომ გავატარებ ამას 🙂
    ცხელი შოკოლადი მომინდა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s