მოკლე ჩანაწერი


თბილისში გაზაფხულდა, ფანჯარა მაქვს ღია, გარედან გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ხმაური შემოდის, ყურსასმენებში აღმოსავლური ჰანგები მღერის, ეჰვაზი და კენაზი მამშვენებს.
ვდგები საფერფლის დასაცლელად, დღეს განსაკუთრებულად ბევრს ვეწევი, ოთახში კვამლია, მაგიდაზე კარტი მაქვს გაშლილი, ზოგიერთ მათგანს სიგარეტის ფერფლისგან კუთხეები აქვს გაშავებული.
ტელეფონი გამორთული მაქვს, ხელი რომ არავინ შემიშალოს, თუმცა დაჟინებით ვამოწმებ ელ ფოსტას, მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად ველოდები, როდის დაბრუნდება ის ცხოვრება, რომლითაც ზაფხულობით ვცხოვრობ ხოლმე.
იმედს არ ვკარგავ, ჯერ მხოლოდ მარტია, ყველაფერი ახლა იწყება, თანაც წინ კიდევ 2 წელია, მეტიც, 2 წელი და რამდენიმე თვე, ჯერ კიდევ შესაძლებელია მორიგ წრეზე წასვლა და ყველაფრის გამეორება ანაც ყველაფრის იმაზე უარესად გაკეთება ვიდრე აქამდე, თუმცა ყოველი ქმედება შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ფიქრის ერთადერთი თემაა ხოლმე, ამიტომ თითოეული სისულელე, უმნიშვნელო, ან მნიშვნელოვანი დეტალი, დაუფიქრებელი ნაბიჯი, კარგად ნაფიქრი გადაწყვეტილება, სიტყვა, ბგერაც კი ღირს ამად.
თავისუფლებას ვგრძნობ, სილაღეს, თავს უფლებას ვაძლევ თქვას ყველაფერი რისი თქმაც უნდა, იფიქროს იმაზე რაზე ფიქრსაც აქამდე ვერ ბედავდა, ილაპარაკოს გაუთავებლად ანაც წეროს იმაზე, რაც არავისთვის იქნება საინტერესო.
დღეს ჰაერში ერთი მეორის მიყოლებით ირევა თითქოს სასიამოვნო სურნელება, დილით ვგრძნობდი, როგორ შემოქონდა თბილ ნიავს ოთახში ახლად გამომცხვარი ქიშმიშიანი ფუნთუშების სუნი, ახლა თითქოს ჰაერი ტარხუნის სუნითაა გაჟღენთილი, ანაც ეს მხოლოდ მეჩვენება, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
თბილისში გაზაფხულდა, ფანჯარა მაქვს ღია, გარედან გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ხმაური შემოდის, ყურსასმენებში აღმოსავლური ჰანგები მღერის, ეჰვაზი და კენაზი მამშვენებს.
15:24 საათია, მე ბედნიერი ვარ.

Advertisements

8 thoughts on “მოკლე ჩანაწერი

  1. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. რა კაია ❤
    "თავისუფლებას ვგრძნობ, სილაღეს, თავს უფლებას ვაძლევ თქვას ყველაფერი რისი თქმაც უნდა, იფიქროს იმაზე რაზე ფიქრსაც აქამდე ვერ ბედავდა, ილაპარაკოს გაუთავებლად ანაც წეროს იმაზე, რაც არავისთვის იქნება საინტერესო" – კაია მერე ძალიან, მარტო იმაში ცდები, რომ ფიქრობ ეს ყველაფერი არავისთვის იქნება საინტერესო, იქნება და რომელი 😉
    ხო, მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად რა ხდება შენს ელ.ფოსტაზე ამისთანა? 😀

    Like

    1. ჰო, სხვათაშორის მეც სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც კარგ განწყობაზე პოსტი შემომეწერა, თანაც საკმაოდ გამოუძინებელი და დაღლილი ვიყავი და ამის მიუხედავად თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობდი 🙂
      რა ვიცი ელ. ფოსტაზე არაფერიც არ ხდება, თუმცა ხდებოდა ხოლმე და თანაც მხოლოდ ზაფხულში 😀

      Like

        1. შევეცდები 🙂
          ჰო, რა ვიცი ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებულად კარგია ხოლმე ელ.ფოსტით თუ მის გარეშე 🙂

          Like

    1. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ სინოპტიკოსების ვარაუდი არ გამართლდება და შაბათ-კვირას ისევ 11-10 გრადუსს არ დავუბრუნდებით 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s