უუნარობა


საათი 16:16-ს ანახებდა, ვიჯექი სკამზე გადაწოლილი და არაფრის კეთებისგან სიქა გაცლილი თვალებით შევცქეროდი თეთრ ფურცელს, რომლის თავშიც მკაფიოდ ჩანდა კალმის მიერ გალურჯებული რამდენიმე წერტილი, რომელიც გამოუცდელ თვალსაც კი მიახვედრებდა, თუ როგორ უჭირდა ავტორს წერის დაწყება და რამდენმა მცდელობამ ჩაიარა უშედეგოდ.
მაგიდაზე უკვე კარგად გამთბარი ღვინო იდგა, ხელუხლებელი ჩანდა. ისევე როგორც თავში მოსული ყველა იდეა ფურცელზე გადმოუსვლელად მიექანებოდა სანაგვისკენ, ღვინის მოყლუპვის წარმოსახვითი სიმჟავის გაფიქრებაც განუხორციელებლად განიცდიდა სამარცხვინო კრახს.
ნახევრად მოწეული სიგარეტის ღერი საფერფლიდან კვამლის სწორ ხაზს უშვებდა, ისეთს ჯერ, რომ იკლაკნება და შემდეგ ჭერისკენ დაჟინებით, რომ მიექანება ხოლმე, საფერფლე სავსე იყო თითქმის მოუწეველი ღერებით, თუმცა თითოეული მათგანი თვითნებურ ჩაქრობას ვერ ასწრებდა ისე ვუკიდებდი შემდეგს, თითქოს დაჟინებით ვიმეორებდი თუ წერის უნარი და ღვინის სურვილი დავკარგე, სიგარეტისადმი დაუცხრომელი ლტოლვა მაინც შემრჩა მეთქი.
გუშინდელი დღის საზაფხულო ცხელება სადღაც გამქრალიყო ღამის განმავლობაში და გარეთ არათუ ზაფხულისთვის, არამედ ადრიანი გაზაფხულისთვისაც კი შეუფერებლად სუსხიანი და უჟმური ამინდი იდგა.
დრო სულ უფრო და უფრო ცოტა მრჩებოდა, რას აღარ შთავაგონებდი თავს იმისთვის, რომ წერა დამეწყო თუმცა ყოველი მცდელობა მხოლოდ მომაკვდავის ფართხალს გავდა და თავში მოსული ყველა იდეა უსუსურობისგან იმდენად მალე კარგავდა თითქმის უხილავ მომხიბვლელობას, რომ ხელის აწევას ვერ ვასწრებდი მათ ფურცელზე გადმოსატანად.
არც ახალ-ახალი როლების მორგება და შეგონებები მშველოდა რამეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აუხსნელი დაღლილობისა და გამოფიტვის შეგრძნებისგან ცალი თვალი დახუჭული მეორე კი მხოლოდ სანახევროდ ღია მქონდა.
გარედან შემოსული ხმაური ნერვებზე ზუსტად ისე მოქმედებდა, როგორც სტომატოლოგთან ყოფნის დროს კბილის არხის გახსნისას ნერვზე შემთხვევით მოხვედრილი ბურღი.
ამ დროს კი იმ ერთუჯრედიანი არსებებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს სიამაყით ადამიანს უწოდებდნენ ცხოვრება დუღდა და ჩქეფდა, საქმიანი სახეებით დააბოტებდნენ ქუჩაში ანაც კომპიუტერის ეკრანთან მიმსხდარნი განათებული თვალებით იკვლევდნენ ინტერნეტის არნახულ სიღრმეებს.
საათი უკვე 16:33-ს აჩვენებდა, ფურცელი კი ისევ არათუ ცარიელი იყო, არამედ ერთი ახალი წერტილიც კი არ მიმატებოდა. თითქოს მიზანმიმართულად ვკლავდი ტვინის თითოეულ უჯრედს, იმისთვის, რომ შემდეგ ანალიტიკური აზროვნების გაქრობასთან და განსჯის უნარის ნაგავსაყრელზე აყროლებასთან ერთად სადმე სინდისის ქნეჯნა და საყვედურის თქმის უნარიც მიმეყოლებინა.

Advertisements

12 thoughts on “უუნარობა

      1. მეც იგივე უნდა მეთქვა შენი კომენტარი რომ ვნახე 🙂 მაშინვე რომ გამოქვეყნდა ჩემი კომენტარი, მივხვდი, რომ სადღაც “აქ” ხარ 🙂

        Like

  1. ხო, რა მინდოდა მეკითხა და არ ჩანდი შენ 😦
    თუ იცი, ხილის სახელიანი ბლოგის ავტორს როდის სცალია? ყვავილის სახელიანი ბლოგის ავტორმა რომ ნახოს 😀

    Like

    1. კი, გამონაკლისების დაშვება რა თქმა უნდა შეიძლება 🙂 ჩემს ელ ფოსტას ხომ ხედავ, ჰოდა შეგვიძლია დეტალების ამ საშუალებით შეთანხმება 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s