ტელეფონზე


თავაზიანობამ მარცხი განიცადა და ყელში მოწოლილი აგრესია ცდილობდა როგორმე გამოეღწია გარეთ. სახეზე სრული მოუთმენლობა მესახებოდა, ხმას კი ღიმილიანი ტონალობა დაჰკრავდა, ყალბი კი არა, ნამდვილისგან რომ ვერაფრით გამოარჩევ ისეთი. მის ხუმრობებზე ნაძალადევად ვიცინოდი, თუმცა მინდოდა საუბარი რაც შეიძლება მოკლე დროში დამესრულებინა, ის კი არა და არ ჩუმდებოდა და უკვე ათასჯერ ნათქვამ, გახუნებულ, უემოციო ფრაზებს აბრახუნებდა დაჟინებით, მეც დინებას მიყოლილი და დამამშვიდებლის დოზაზე მეოცნებე ვუღიმოდი ტელეფონში, არა მე კი არ ვუღიმოდი, ილუზიას ვუქმნიდი ამისას, მეგონა, რომ ჩემი ხმა უღიმოდა.
ფიქრებით სადღაც ვიყავი წასული, როდესაც მისმა საუბრის ტონის რადიკალურმა ცვლილებამ შემაჯანჯღარა და დამაბრუნა რეალობაში, შევეცადე ისევ თანაგრძნობა ნარევი, მომღიმარი ტონით მეპასუხა რა თქმა უნდა, მესმის მეთქი, ჰოდა ისიც კმაყოფილი, გაფოფრილი განაგრძობდა საუბარს იმაზე, თუ რა არ აძლევდა მოსვენებას და რის მოგვარებას ითხოვდა ჩემგან დაუყოვნებლივ.
ოჰ, როგორ უყვართ ხოლმე საკუთარი ერუდიციის ხაზგასმა და დამთავრებულ უმაღლესებზე, გამოცვლილ პროფესიებზე და ნაირ-ნაირ დიპლომებზე საუბარი.
მერამდენე დღე იყო ვფიქრობდი იმაზე თუ რის მოსწრებას ვლამობდი, რა მინდოდა მიმეღო ცხოვრებისგან, თუმცა სრული სიცარიელე სუფევდა სურვილების განყოფილებაში.
დასვენება, თავისუფლება, ცხოვრებით ტკბობა, ეს ძალიან ზოგადი და ხელშეუხებელი ცნებები იყო ყოველთვის, ცნებები, რომლებიც ხელშესახები საფუძვლის ჩაყრას მოითხოვნდენ.
ჰო, რა თქმა უნდა ბედნიერებაზე არაფერს ვამბობ, დროთა განმავლობაში ვრწმუნდები, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, აღფრთოვანების რამდენიმე წამი, შემდეგ კი იმედგაცრუების შეგრძნების ძირშივე აღსაკვეთად ბრძნულ ფრაზებს ვიგონებთ, იმის თაობაზე თუ როგორ ღირს ცხოვრება რამდენიმე წამის განმავლობაში განცდილ ბედნიერებად, სინამდვილეში კი ეს სრული სისულელე და თავის მოტყუების უკვე ბანალურობისგან სასაცილო მცდელობაა.
ვფიქრობ იმაზე თუ რისი გაკეთება მინდა სანამ ცოცხალი ვარ, ამასობაში კი გაღიზიანებული ქალბატონი მედგრად განაგრძობს ჩემი ნერვებით სიმფონიების დაკვრას. ჰოდა მეც მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებს თავში, მინდა რომ ქალბატონს მოეხსნას მწვავე მუცლის ტკივილი.


Advertisements

4 thoughts on “ტელეფონზე

  1. ბედნიერებაზე რაც გიწერია, ხანდახან ასეა, მაგრამ საერთო ჯამში მისი არსებობა/არარსებობის რეალური ფორმულა არავის შეუძლია განსაზღვროს, რადგან მთავარი, ამ შემთხვევაში, ადამიანთა მხრიდან საკითხის ინდივიდუალური აღქმაა. რას გაუგებ, ვის რა ჰყოფნის ბედნიერების განცდის მოპასოვებლად…

    სურვილების განყოფილებაში სიცარიელის არსებობამ კი გამაკვირვა. ჩემს ასახდენ სურვილებზე და მოსასწრებ საქმეებზე, ცალკე პოსტიც კი დავწერე და ყველაფერი მაინც ვერ ჩავატიე :დ :პ

    Like

    1. მართალია, სრულიად გეთანხმები იმაში, რომ ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია 🙂
      მე პერიოდები მაქვს ხოლმე, როდესაც ვგრძნობ, რომ ვერ ვარ, მაგრამ არ ვიცი რა მინდა უკეთესად ყოფნისთვის, ზოგჯერ კი უბრალოდ არ ვფიქრობ ამაზე, თუმცა ხშირად ისეთი პერიოდიც მაქვს, როდესაც ზედმიწევნითი სიზუსტით შემიძლია ვთქვა რა მინდა იმისთვის, რომ ვთქვა კარგად ვარ მეთქი.
      ახლა მეც შეიძლება არ მეყოს 1 პოსტი ყველა სურვილის ჩამოსაწერად, თუმცა მეორეს მხრივ შესაძლოა ძალიან ცოტაც კი აღმოჩნდეს საკმარისი კმაყოფილების მისაღწევად. მოკლედ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ განწყობასა და მომენტზე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s