მე და ფერები


ვითვალისწინებ რა, რომ ქალბატონმა გვირილამ საზეიმო ვითარებაში გადმომცა ესტაფეტა, ვწერ პოსტს ფერებსა და საკუთარ პერსონაზე, თუმცა მეეჭვება, რომ ამას ფსიქოლოგიური პორტრეტი ეწოდოს.
გამორჩეულად არასოდეს არაფერი მიყვარდება, არ შემიძლია გამოვრაჩიო მხოლოდ 1 სიმღერა, მხოლოდ 1 მომღერალი, მხოლოდ 1 ფერი და ა.შ. მიმაჩნია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციასა და განწყობაზე. გამონაკლისი მხოლოდ ფეხბურთია, მყავს 1 გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი, თუმცა ეს სხვა თემაა.
წითელი – არ ვიცი რატომ, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ მყვარებოდა ეს ფერი, ტესტებშიც არა ერთხელ შემხვედრია კითხვა საყვარელ ფერთან დაკავშირებით და თითქმის ყოველთვის წითელზე ვაჩერებ ხოლმე არჩევანს, თუმცა ეს რეალობას რამდენად შეეფერება არ ვიცი. ისევე როგორც ყველა დანარჩენი ფერი წითელიც ბევრნაირი არსებობს. აღნიშნული ფერი ყოველთვის ძალაუფლებასთან, ომთან, დიქტატურასთან და ფაშიზმთან ასოცირდება. დიახ ფაშიზმთან და არა კომუნიზმთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჩემს რეალობასთან გაცილებით ახლოს იყო (ნუ კომუნიზმში სულ რამდენიმე წელი ვიცხოვრე და პირადად დიდად არაფრით შემხებია). ჰო და კიდევ წითელი (ნუ შინდისფრად წითელი) სისხლის ფერიცაა, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? არაფერს უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე აღმენიშნა ვინაიდან, როგორც მეფისტოფელი აღნიშნავდა სისხლი სხვა თვისების მქონე წვენია. და მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა ვერ ვიტყვი, რომ წითელს შეიძლება ჩემი საყვარელი ფერი ეწოდოს. თუმცა ენერგიის სიმბოლო კი ალბათ ნამდვილად არის, ხარსაც ხომ ამ ფერს უქნევენ გასაღიზიანებლად.
შავი – მიყვარს ეს ფერი, ნამდვილად ძალიან მიყვარს, თავს ყოველთვის ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც ჩემი ტანსაცმელი შავშია გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ის სიკვდილთან ასოცირდება. ძალიან თავდაჭერილი ფერია, თანაც ამაყი, უემოციო, ცივსისხლიანი.
ყვითელი – მზის ფერი, განსაკუთრებულად მიყვარს მზე (ალბათ ისევე როგორც ადამიანთა უმრავლესობას), აღნიშვნის ღირსად მიმაჩნია, რომ ჰოროსკოპიდან გამომდინარე განსაკუთრებულ კავშირში ვიმყოფები მზესთან (ცეცხლთან), ჩემი სახელიც სინათლესა და მზის სხივებთანაა კავშირში, მოკლედ ჩემი პერსონის ნარცისული შტრიხების გამო ხშირად უპირატესობას ყვითელს ვანიჭებ, თუმცა ამ ფერის ტანსაცმელი თითქმის არასოდეს მაცვია.
ვარდისფერი – ბარბისა და უჭკუო ქერა ქალების სიმბოლო. თვითონ ფერზე არ ვგიჟდები, თუმცა მიყვარს ვარდისფერი მაისურები.
რაც შეეხება ჩემ უკვე არა ერთხელ დიადად ნაწოდებ მოკრძალებულ პერსონას. მიყვარს საკუთარ თავზე ფიქრი, თუმცა ვერ ვიტან საუბარს. მუდმივად ვირგებ განსხვავებულ როლებს, ვიჩემებ პერსონაჟებს, თუმცა რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი რამ უცვლელი რჩება.
უმეტეს შემთხვევაში ვარ ძალიან მკაცრი, თუმცა მუდმივად მივისწრაფი სრული შეუბრალებლობისკენ, ეს კი არაფრით გამომდის. ემოციების შადრევანი ვარ, არ შემიძლია ცივი გონებით ვუყურო ყველაფერს, პარგმატულად განვსაჯო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, საუბრის მანერაც კი ხშირად ლამის ჰიტლერისეული მაქვს. 
ვერ ვიტან უცხო გარემოს, ყოველთვის მირჩევნია ვიჯდე ჩუმად და თვალი ვადევნო ირგვლივ ადამიანებს და მხოლოდ ზრდილობის გამო გავიღიმო.
მეზიზღება უხერხული სიჩუმე, როდესაც ვალდებული ვარ, რომ ვისაუბრო, თუნდაც სრულ სისულელეზე, მაგ. ამინდზე, თუმცა საკუთარ თავს ვერაფრით ვაჯერებ, რომ თუ საუბრის სურვილი არ მაქვს შემიძლია გავჩუმდე. ამიტომ ყოველთვის ვიკავებ თავს შედარებით უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან. ერთადერთი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მეხსენება გაუთავებელი ლაპარაკის სურვილი, მეორე დილით კი ძირითადად თავში ხელების ცემით ვარ დაკავებული.
მიყვარს სიგარეტი და ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ლექციას მიკითხავენ აღნიშნული ჩვევის მავნებლობაზე, ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც თავს იტყუებენ, ამბობენ, რომ არ უნდათ მოწევა და მაინც ეწევიან, ის რაც არ გინდა არ უნდა გინდებოდეს.
ვერ ვიტან, როდესაც ღამე მეღვიძება და მახსენდება, რომ სამსახურში რაღაც გასაკეთებელი დამრჩა, დამავიწყდა, გამომრჩა და ვხვდები, რომ დილამდე ვერაფერს მოვიმოქმედებ.
როგორც უკვე აღვნიშნე არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ან უბრალოდ მეტი არაფერი მახსენდება, ის კი რაც თითქმის ყველა ჩვენგანს ახასიათებს აღნიშვნის ღირსად არ მიმაჩნია.
ვისაც პოსტის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდება სურვილი დაწეროს პოსტი ფერებსა და საკუთარ პერსონაზე ჩათვალეთ, რომ დათაგული (რა საოცრად ჟღერს) ხართ.
გმადლობ ყურადღებისთვის.
Advertisements

5 thoughts on “მე და ფერები

  1. ვახ, როგორ გამიხარდა შენი პოსტი. ძალიან კარგად მოვიქეცი, შენ რომ დაგთაგე, იმდენი რამ გავიგე შენზე ახალი.
    გაიხარე, კაი პოსტია ნამდვილად. უცხო გარემო კაი, იყო 🙂 მეც მირჩევნია ჩუმად ვიჯდე და ადამიანებს ვაკვირდებოდე, ღიმილიც მეზარება მაგ დროს, მარა ვინ გაცლის 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s