დღეს


რიჟრაჟზე ფანჯრიდან შემოპარულ შუქზე საკუთარ ხელს დავყურებ ნამძინარევი თვალებით და ნაოჭების რელიეფის შემხედვარე ვიმეორებ, რომ თითოეული მათგანი უკვე ნიშნავს უნიკალურობასა და განუმეორებლობას. ვერაფრით ვამყარებ ფიქრების ნანატრ წესრიგს, ისინი ძველებურად თავაშვებულად განაგრძობენ ხეტიალს და მხოლოდ სარკასტული მზერით მამცნობენ, რომ ამაოა ყველა მცდელობა. სათქმელი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ცოტაა, საფიქრალი კი არ ილევა.

დღის გეგმებზე ფიქრისას წინასწარ წარმოვიდგენ როგორ ვზივარ სავარძელზე და შთავაგონებ ჩემ თავს ყურადღებით მოუსმინოს გარშემომყოფებს, მზერა კი მიუხედავად ყველა მცდელობისა ინარჩუნებს სრულ ინდიფერენტულობას და სადღაც წასული ფიქრების გადამკიდე უფრო და უფრო უმეტყველო ხდება.

დღეს ეკლესიაში უნდა წავიდე – ვიმეორებ – საღამოს, ყველა სავალდებულო ვიზიტის შემდეგ აუცილებლად დავიხურავ ბერეტს და ჩვეულებისამებრ ვიყიდი ზუსტად ხუთ სანთელს. ალბათ ბევრი ხალხი დამხვდება, შემდეგ იტყვიან საღამოს მსახურება დამთავრდაო და მეც ხალხის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გავემართები სანთლის ასანთებად, ალბათ რიგშიც მომიწევს დგომა, ძველებურად გავბრაზდები შეკრებილი ადამიანების მოუთმენლობის თითოეულ გამოხატულებაზე, რიგს დავუთმობ კოპებ შეკრულ მოხუც ქალბატონს, შემდეგ კი საკუთარ თავს უკვე ათასჯერ ნათქვამ საყვედურს გავუმეორებ ყელში მოწოლილი სიბრაზის გამო.

საათი მატყობინებს, რომ ჯერ ძალიან ადრეა, რომ შემიძლია თამამად დავიფარო ხელი თვალებზე და საკუთარ თავს შთავაგონო რომ ეძინება. მოთენთილობისა და უძილობისგან ხელი ზედმეტად მაქვს დამძიმებული და დახუჭულ თვალებზე მისი ყოველი შეხებისას თვალწინ ათასგვარი ნახატი მეშლება, დღის სინათლე კი დაჟინებით ატანს ქუთუთოებს მიღმა და ფონი გულის ამრევად ყავისფერი ხდება.

მიუხედავად დიდი სურვილისა რაიმე არსებითსა და პრობლემატურზე ვიფიქრო, ყველაფერი უკვე ერთფეროვნებად ქცეულ მხატვრულ აბსურდად ყალიბდება და საიდანღაც მეპარება იმედი, რომ დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნება.

დაღამებისას კი ისევ ვზივარ საწოლის გვერდით და ვფიქრობ მორიგი არაფრით გამორჩეული, უღიმღამო დღის დასრულების აღსანიშნავად კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ხომ არ მოვწიო.

Advertisements

3 thoughts on “დღეს

  1. უბრალო, უარაფრო დღეზეც რო შეგიძლია ასე კარგად დაწერო, იმიტომ მიყვარს შენი ბლოგი ❤ სადღაც მივდივარ რომ ვკითხულობ…
    კიდევ, ისე საიდანღაც შემოპარული იმედი მომეწონა, რომ დღეს ყველაფერ კარგად იქნება. კი, დღეს ყველაფერი კარგად იქნება!.. 😉

    Like

    1. მიხარია ^^
      რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პრობლემები მაყრია თავზე, თუმცა ყველაფერი კარგად იქნება! 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s