წამიერი ოცნება ძილზე


გაზაფხული ახალი მოსული იყო, ზამთარი არ ჩქარობდა წასვლას, საათიც არა და არ კრავდა დაძინების დროს, ის კი იდგა ღია ფანჯარაში და ოთახში შემოსული სუსხით ტკბებოდა 1 ღერი სიგარეტის ფონზე. გვერდზე ოთახში ვიღაც სიმღერას ყვებოდა ჩუმად და არც აინტერესებდა ვინმე უსმენდა თუ არა.

ვერაფრით გაეგო პირიდან ორთქლს უშვებდა თუ სიგარეტის კვამლს, იჯდა დახეულ სავარძელზე და ოცნებობდა წამზე, როდესაც ძილი მოერეოდა, მაღვიძარაზე ფიქრობდა, რომელიც სულ რამდენიმე საათში დაიწყებდა დაჟინებით რეკვას და მისი გაჩუმების პირველივე მცდელობა უძილობის ჟამს ნანატრი ძილის დადგომას საბოლოოდ გააცამტვერებდა.

რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი სიმღერა უკვე თავის დროს ჭამდა და ემოციებს საერთოდ აღარ იწვევდა, ოთახში ბოლთას სცემდა და ღრმად სუნთქავდა ჰაერს იმისთვის, რომ ეგრძნო გარედან მონაბერი სიგარეტის სუნით გაჟღენთილი სიო. დილით გაჩენილი ბედნიერების შეგრძნებაც ნელ-ნელა, უჩუმრად იძურწებოდა ოთახიდან და საკუთარი თავის მიმართ სულ რამდენიმე საათის წინ ნაგრძნობ სიყვარულს თვალით ანიშნებდა გამომყევიო. ეს უკანასკნელი ფეხს ითრევდა, ყოველ ნაბიჯზე იყურებოდა უკან და დანანებით იქნევდა თავს, ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფი ნაბინჯით გაიხურა ოთახის კარები.

არაფერი უგრძვნია, ძველებურად გაჰყურებდა ქუჩას და ფიქრობდა წამზე როდესაც იგრძნობდა როგორ დაუმძიმდებოდა ქუთუთოები, როგორ მოუდუნდებოდა ყველა კუნთი და როგორ მილასლასდებოდა საწოლამდე იმის იმედით, რომ დღეს მაინც აღარ ნახავდა ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში აკვიატებულ ბინძურ კლინიკას, რომლიდან თავის დაღწევასაც უშედეგოდ ცდილობდა.

Advertisements

6 thoughts on “წამიერი ოცნება ძილზე

  1. ბინძური კლინიკა დიდი ვერაფერი შეღავათია ღამე…
    განთიადს ძილზე ოცნებით რომ ხვდები, საშინელი გრძნობაა მართლაც, მაღვიძარა კიდე ამ ოცნებას სამუდამოდ გიკლავს, გათენდა და მორჩა 😦 თუმცა, მეორე დღეს სწორედ ამის გამო, შეიძლება ძალიან გემრიელად ჩაგეძინოს 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s