გვერდზე ოთახი ცარიელია


ოთახში ჯდომა და მუსიკის ფონზე მოწევა, ეს ერთადერთი იყო რასაც დასვენებას ეძახდა.
დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული, რაც საკუთარ თავთანაც კი ვერ ახერხებდა გულახდილი ყოფილიყო, არა სასურველი, დაუპატიჟებელი ფიქრების თავიდან გასაყრელად უმნიშვნელო დეტალებს აკვირდებოდა და ცდილობდა მათ მხატვრულ განვითარებას, ფიქრობდა იმაზე თუ როგორ გავდა სიგარეტის კვამლი ღრუბელს, როგორ ენატრებოდა ასეთი ღრუბლიანი და ნისლიანი დღეები, როგორ სურდა სადღაც შორიდან ქარს ვიოლინოს ხმა მოეტანა და წარმოედგინა როგორ ხატავდა სიგარეტის კვამლი მუსკოსის გამხდარ სილუეტს, რომელიც ჩაბნელებულ ოთახში იდგა, თვალები მაგრად ქონდა დახუჭული, კბილებს ერთმანეთს აჭერდა და ცდილობდა ემოციებით დატვირთულს გულის ხმა რომელიმე კლასიკური მუსიკის დაკვრით გადაეფარა.
ცდილობდა წარმოედგინა როგორ ღამდებოდა, როგორ ხატავდა სიგარეტით სილუეტებს, ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ სხვებისთვის უხილავის დანახვა ჯერ კიდევ შეეძლო, რომ მუზა ჯერ კიდევ იჯდა გვერდზე ოთახში და ფეხი ფეხზე გადადებული უდარდელად შესცქეროდა წლების წინ ნაყიდ ნახატს, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარდა, ნახატს, რომელზეც თითქოს სიგარეტის კვამლით დახატული, მოხუცი გამხდარი წალბატონი იჯდა სკამზე, მასაც მუზასავით ფეხი ფეხზე გადაედო და ისიც ეწეოდა, ალბათ საკუთარ თავს ამსგავსებდა და ამიტომ უყვარდა მისი ყურება, წარმოიდგენდა როგორ დაბერდებოდა, როგორ მოიხრებოდა წელში, თუმცა ისე გაქრა, ისე წავიდა, ისე გაუჩინარდა, რომ სახეზე ერთი ნაოჭიც კი არ გასჩენია.
მზე დაუპატიჟებლად იჭრებოდა ოთახში და დაჟინებით უმეორებდა, რომ გაზაფხული მოვიდა. ვერასოდეს გაეგო, რატომ უჭირდა ასე ძალიან მარტივი მომენტებით ტკბობა, რატომ ოცნებობდა მზიან ამინდებში ნისლზე და წვიმის დროს, რატომ ფიქრობდა მზეზე.
კარგად მივიწყებულ, ერთ დროს სამაგიდო წიგნს უყურებდა დაჟინებით და ფიქრობდა დღეები როგორ ცვლიდნენ მას, ჯიუტად ებღაუჭებოდა დროს, თავს აჯერებდა, რომ მისი შეცვლა არაფერს შეეძლო, რომ სიბერეში მასაც შეეძლებოდა ეთქვა ”მე იგივე ვარ მარად და მარადო”. თუმცა მაშინ როდესაც წლების წინანდელ ნაწერებს კითხულობდა ხვდებოდა, რომ ყოველი გასული დღე საპირისპიროს ამტკიცებდა.
ოთახში შემოჭრილ ნიავს მხოლოდ მანქანების ხმა შემოქონდა და ხვდებოდა, რომ გარეთ ცხოვრება დუღდა, არავის ეცალა ვიოლინოსთვის, არავის ახსოვდა, რომ მას შემდეგ რაც გვერდზე ოთახში სიცარიელემ დაისადგურა ის გამუდმებით ეძებდა სხვების მუზას, ცდილობდა მასშიც შემოჭრილიყო ის გრძნობა რაც სხვებს აიძულებდათ შეექმნათ ღირებული.
საკუთარ თავში აღმოჩენილ ბედნიერების ნიჭს ვერაფრით ეგუებოდა, მისი თავიდან მოშორების მცდელობა იმდენად ჯიუტი იყო, რომ აღარც სამყაროს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ერთი მეორის მიყოლებით ახვედრებდა იმედგაცრუებებს, ატყობინებდა, რომ მისი სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ უბედურების მიზეზი არასოდეს გამოელეოდა. დადებითი განწყობა კი ფეხაკრეფით დაიარებოდა ტვინში და სიხარული ჩქეფდა ძარღვებში, ის უძლური იყო.
ჩამოყალიბებულ იდეალებსაც დიდი ხნის წინ დაევიწყებინათ ის, დღეები ისე გადიოდა ერთი წამითაც კი არ ახსენდებოდათ.
მუზაც ალბათ სადღაც ტკბებოდა ცხოვრებით და უბედურებისა და ბნელ ოთახში ჯდომისგან გათეთრებულ კანზე მზე ეკიდებოდა.
”დაბრუნდება, ისიც დაბრუნდება ერთ დღეს, ისევე როგორც ყველა დაბრუნდა, აგვისტოში შემოაღებს კარებს, თეთრებში ჩაცმული შემოვა და დანანებით შემომხედავს, გადამისვამს თავზე გარუჯულ ხელს და მეტყვის საკუთარ თავს შეხედეო, შემდეგ კი ბედნიერი გაიხურავს კარებს და ბავშვს სასეირნოდ ბაღში გაიყვანს.”

Advertisements

11 thoughts on “გვერდზე ოთახი ცარიელია

  1. არც კი ვიცი რა დავწერო, მარა მინდა რომ დავწერო… რას ერჩის ეს გოგო საკუთარ თავს?! კითხე ერთი მერე, მარტო რომ დარჩებით 😉 და უთხარი ხანდახან გაისეირნოს სადმე, საღამოობით მარტო ჯდომისას ბოლოს მოვა ამ პოსტში “ნანატრი” ემოციებიც.

    Like

  2. მგონი ამინდები შეუწყობს ხელს, ოღონდ მაინცდამაინც მარტო ნუ ისეირნებს, ოთახში ჯდომასა და სეირნობას შორის განსხვავება მარტო სუფთა ჰაერი არ უნდა იყოს 🙂

    Like

  3. კაი, მალე შევეხმიანებიო 😉 და გადაეცი მაგას მანამდე ნუ იჯდება დაბურულ ოთახში მარტო და სიგარეტის კვამლს ნუ დააკვირდება 🙂

    Like

  4. შეხედე შენ, დადის საცხა და ერთობა 🙂
    ხო, წავედი ახლა მე, თუარადა გარდა ლექციაზე დაგვიანებისა, “ჩუსტებით” და ცალწამწამშეღებილს მომიწვს მისვლა და არ მინდა მთლად ასე, პირველი დღებია ჯერ და რას იფიქრებს ხალხი 😀

    Like

  5. ხომ იცი, ყველაფერს უნდა დასვენება, ჰოდა აცადე ცოტა ხანს:)) ძალიან ლამაზი მუზა რომ შეგირჩევია, შენს პოსტებში კი ვხედავ:)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s