კრიზისი


დაძაბულობა.
გაშეშებული ვზივარ სკამზე, და გაშტერებული თვალებით დავყურებ მაგიდას, ვაკვირდები ხელებზე როგორ მებერება ძარღვები და როგორ იწყებს გული ფეთქვას, თითქოს რაღაც გასკდა, აფეთქდა და მოედო ყველაფერს, ვგრძნობ როგორ ვფითრდები.
გარეთ ნისლია, წვიმის ხმა შემოდის ოთახში და მუსიკის ჩართვის სურვილს საბოლოოდ კლავს. ისევ კარგად მივიწყებული იდეები ცოცხლდება, იდეები, რომლებიც თავის დროზე რაციონალურმა განსჯის უნარმა სანაგვეზე მოისროლა. თავიდან იწყებენ თავში ტივტივს და დაჟინებით ითხოვენ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას. საათიც თითქოს ერთ ადგილზეა გაყინული, თუმცა წუთები დადგენილი გრაფიკის მიხედვით იცვლება, გულში წამებს ვითვლი, ჩუმად ვიმეორებ ერთი, ორი, სამი და ასე დაუსრულებლად, ვცდილობ დროის მიმდინარეობა შევიგრძნო, გავაცნობიერო როგორ იქცევიან წამები წუთებად და წუთები საათებად, ხელებს დავყურებ და წარმოვიდგენ, როგორ მეცლება ქვიშა თითებიდან, ნელი მოძრაობით, როგორ იყრება ძირს, როგორ გადის დრო, როგორ ვუბრუნდები იმას საიდან თავის დაღწევასაც ვცდილობდი.
წვიმამაც გადაიღო, გარეთ სრული სიჩუმეა, თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, ყველა აზრი, რომელიც თავში მომდის მგონია, რომ მოპარულია, ბანალურია, უკვე გავლილი და ძველია. ყველა იდეა, რომელიც აღტაცებას იწვევს, რამდენიმე წამში კარგავს პირვანდელ მომხიბვლელობას და მაშინვე ნაცრისფერი და არაფრით გამორჩეული ხდება, ყველაფერი ფერმკრთალდება. ვგრძნობ, რომ ჩემი იდეები, ჩემი აზრები უკვე სადღაც მაქვს მოსმენილი, ვიღაცის მიერ უკვე არა ერთხელ გაჟღერდა, რომ ვიღაცამ უკვე იფიქრა ამაზე, თქვა ან არც თქვა იმიტომ, რომ არ ჩათვალა საკმარისად მიმზიდველად. სიტყვათა წყობაც მეორდება.
აღმოჩენების გაკეთების უნარიც დროთა განმავლობაში დაქვეითდა, ვეღარაფერს ამჩნევს, არაფერი ესმის, სადღაც კუთხეშია მიმწყვდეული და კედელს ეყუდება, ჩუმად ზის და ფიქრობს საკუთარ უმაქნისობაზე, იმაზე, რომ დროთა განმავლობაში იმათ რიცხვში მოხვდა, რომლებიც უფუნქციოდ განისვენებენ ტვინის ნაგავსაყრელზე, სადაც სიბნელეში ზიან და ფიქრობენ საკუთარ არარაობაზე.
სიკვდილი, საკმაოდ ვრცელი ცნებაა, გულის გაჩერება, ტვინის სიკვდილი, ფიზიოლოგიური გარდაცვალება, სრული დაშრეტვა და გამოფიტვა. მაშინ როდესაც ყველაფერი კარგავს ფუნქციას, თითოეული სიტყვა უკვე სიძველისგან გახუნებულია, თითოეული აზრი უმაქნისი, თითოეული იდეა მოძველებული.

Advertisements

9 thoughts on “კრიზისი

    1. 🙂 რისი გამომხატველია – ვახ! ? 🙂 გაუგებრობაც (თუ შეუგნებლობა, თუ დასკვნების გამოტანის სირთულე ან რაღაც ამდაგვარი) შემომეჩვია ყველაფერთან ერთად 🙂

      Like

  1. სიკვდილი რა შუაში იყო?! 😦
    ეჰ, იდეებზე მესმის კარგად, არის ცხოვრებაში პერიოდები, როცა არაფერი მოგწონს საკუთარი, გარეგნობიდან იდეებამდე, სტატიებამდე და უბრალო ფრაზებამდეც კი… ყველაზე მეტად ვერ ვიტან ამ შეგრძნებას… მინდა ყველაფერი გავანადგურო, უხარისხოა, ცუდია და არაფრად ვარგა!..
    თუმცა, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა უფერულდება ეს და თანდათან ჩნდება რაღაცეები, რაც ისევ მოგწონს…
    ხოდა, მოვითხოვ მალე გაჩნდეს შენთან 😉

    Like

    1. იმედი მაქვს, რომ გაჩნდება, საკმაოდ დიდი ხანია ვგრძნობ, რომ კრიზისი მაქვს ყველა სფეროში 😐
      სიკვდილში ვიგულისხმე, ის რომ სიკვდილი არ არის ფიზიოლოგიური სიკვდილის დადგომა მხოლოდ, სიკვდილი კიდევ ბევრ მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს. მაგ.
      როგორც ტერენტი იტყოდა – მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s