203 სიტყვით


თავისუფალი მოძრაობით მოვკალათდი სავარძელში და გაყინული მზერით დავიწყე კედლების თვალიერება, რამდენიმე ლაქა შევნიშნე და ვიფიქირე, რომ იდეალური არაფერია, მაშინვე მიქელანჯელოს ქმნილება გამახსენდა და ჩავთვალე, რომ დასკვნების გაკეთებას ვჩქარობდი.
კარები გაიღო და სიგარეტის ნაზი ქაჩვით, ნაცრისფერ ქურთუკში გამოწყობილი ქალი შემობრძანდა ოთახში, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა, მე კი ისე, რომ მუსიკა არ გამომირთავს, გავუღიმე და ვუთხარი, რომ არ მეცალა. ხელი ამიწია დამშვიდობების ნიშნად და ისეთივე სიმსუბუქით გავიდა ოთახიდან, როგორც შემოვიდა.
მაგიდაზე სიგარეტის ფერფლი შევნიშნე, ზიზღნარევი სახით შევუბერე სული და ახალ ღერს მოვუკიდე.
მუსიკა უკრავდა თავისთვის, და მივიწყებული შეგრძნებები მოქონდა, ის შეგრძნებები, რომელთა გახუნების შიშითაც ამ მელოდიებს იშვიათად ვუსმენდი, ყოველი მოსმენისას შიშით ვდუმდებოდი და ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ ასოციაიციების გაცოცხლების ძალა ჯერ კიდევ შესწევდა თითოეულ მათგანს, შემდეგ კი კმაყოფილი სახით ვეშვებოდი სავარძელში და გაშტერებული მზერით ვცდილობდი ყველაფერი ფილმივით მენახა და თავიდან მეგრძნო.
ოთახი ოდნავ განათებული იყო, ფარდები როგორც ყოველთვის საგულდაგულოდ მქონდა ჩამოფარებული და ფეხშიშველი, თავისუფლების შეგრძნებით ვცემდი ბოლთას, მომენტებში კი მელოდიას ვაყოლებდი ნაბიჯებს და მაშინვე სიგარეტის ძებნას ვიწყებდი.
ცხელოდა, აგვისტოსთვის დამახასიათებელი სიცხე იყო, მარტო ყოფნის დარჩენილ დღეებს ვითვლიდი და ვცდილობდი, რომ თითოეული ღვინის ყლუპის საშუალებით მომეკლა შემოჩენილი ფსიქიური აშლილობის შიში.
ვიცოდი, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამურ მოგონებას ვქმნიდი, რომ თითოეული თვალის დახამხამება, ამოსუნთქვა, ნაბიჯი იყო იმ წარსულის აწმყო, რომელიც სულ რამდენიმე საათში თავდავიწყებით შემიყვარდებოდა.

Advertisements

3 thoughts on “203 სიტყვით

  1. აუ, მუსიკაზე ძალიან მაგარი იყო… მეც ზუსტად იგივე შეგრძნებები მაქვს, კარგად რომ დაფიქრდები კიდევ თუ გახსენებს რაღაცას და რომ დარწმუნდები, მერე სიამოვნებით გეღიმება, თითქოს რაღაცა იმისთანა გახსოვდეს რომ… არადა, რა სასიამოვნოა…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s