ფიქრების მცირე წრე


მაშინ, როდესაც მთელი ქალაქის დასაქმებული საზოგადოება მადიანად ილუკმებოდა და ეტაპობრივად საათიკენ აპარებდა თვალს, მე მარტო ვიჯექი ოთახში და ვფიქრობდი ქათმებზე. არა, განსაკუთრებული კი არაფერი ხდებოდა მათ თავს, ან კი რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ თვალში გვარი ქათამაძე მომხვდა და მეც უნებურად ფიქრით მათთან წავედი. მაშინვე თეთრი დედალი დამიდგა თვალწინ, არ ვიცი ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ თეთრი დედლები მრავლად მყავს ნანახი, ხოლო შავებზე მხოლოდ ანდაზაში თუ ჭკუის დასარიგებელ გამოთქმაში მსენია რამე.
ოთახის მიმდებარე ტერიოტორიაზე უცხო სილუეტს მოვკარი თვალი, შავებში ჩაცმული, საშუალო სიმაღლისა და ასაკის მელოტი მამაკაცი იყო, საკმაოდ წვრილი თვალებით, კი გამიკვრიდა ჩემი მხედველობის პატრონმა ამდენის გარჩევა როგორ შევძელი მეთქი, თუმცა გადავწყვიტე, რომ ამაზე ზედმეტად ტვინის დაღლა არ ღირდა. უსიამოვნო გარეგნობა ქონდა, მთლად მეფისტოფელის როლის სათამაშოდ ვერ გამოდგებოდა, თუმცა მორიგი განკაცებული ხანში შესული დემონის პერსონაჟის განსახიერებას კი ალბათ შეძლებდა წარმატებით.
არც ამაზე მიფიქრია ბევრი, მალევე გაეცალა იქაურობას და არც განსაკუთრებული მუზა გაუღვიძებია ჩემში, ჰოდა ისევ ცარიელ ოთახს დავუბრუნდი.
მალევე ეს სიცარიელე გამაძღარი და შეღონებული გამომეტყველებით მოსიარულე ნაცრისფერ პალტოში ჩაცმულმა მამაკაცმა შეავსო, გამიხარდა მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა არც ბევრი მინერვიულია.
თავში განუწყვეტლივ მიტრიალებდა სიტყვები, რომლებიც შექმნილ სიტუაციასთან და ერთმანეთთან არავითარ კავშვირში არ იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში დაჟინებით  ვცდილობდი მათ საუბარში გამოყენებას. ჩემდა სამწუხაროდ ან საბედნიეროდ (ვინ იცის შემდეგ ამ სიტყვების გამოყენების გამო რამდენი მავანი იხითხითებდა ზურგს უკან) ეს ვერ მოვახერხე. ან კი როგორ უნდა მომეხერხებინა ოფიციალურ საუბარში ისეთი სიტყვების გამოყენება როგორებიცაა ”ქორფა”, ”ჩარფუზანა” და ”ბუნჩალაობა” (ეს უკანასკნელი ჩემი მოგონილი მგონია, თუმცა თავს რა თქმა უნდა ვერ დავდებ და ნურც პლაგიატში დამადანაშაულებს ვინმე).
პარასკევი იყო, ვფიქრობდი, რომ დღეს ჭეშმარიტ ზეიმს მოაწყობდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს როგორც მუშათა ისე მსმელ კლასს მიაკუთვნებდნენ, ჰოდა ქალაქის ყველა ბარსა თუ კაფეში გამართავდნენ ჩარფუზანას და ქორფა ქალებთან ერთად იბუნჩალავებდნენ.
ოთახიც ნელ-ნელა შეიმოსა ნაირ-ნაირ ფერებში გამოწყობილი ადამიანებით, რომლებსაც ვერ გაეგოთ ცუდ ხასიათზე იყვნენ თუ მხოლოდ მსუბუქ დაღლილობას განიცდიდნენ.
ჩემი მუდმივად წრეზე სიარულის დაუშრეტელი სურვილი თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და ფიქრებით ისევ ქათმებისკენ მივყავდი.

Advertisements

4 thoughts on “ფიქრების მცირე წრე

  1. ”გამართავდნენ ჩარფუზანას და ქორფა ქალებთან ერთად იბუნჩალავებდნენ.” – საყვარელია 🙂
    და მაინც, რა არის ეს ჩარფუზანა? ნუ, შესაბამისად, არც ბუნჩალაობის მნიშვნელობა ვიცი, მარა ამ წინადადებიდან გასაგებია 🙂

    მე ამასწინად, ჩემდა საუბედუროდ ძველი ”შაბათის შოუს” ძველ სკეტჩს ვუყურე, სადაც მიშა ანდღულაძე ღიღინებდა ”კარგი, ცუდი ბოროტიიი”, ხოდა, მთელი კვირა გავიძახი. არ ვიცი ეს რაა, ან საიდან მოათრიეს, მარა საყვარელია 🙂

    სხვა ამოჩემებები, ექსკლუზიურად ჩემი რომაა, ამ ეტაპზე არ მაქვს 🙂 ისე ვარ გადაღლილი, სხვისიც რომ დავიმახსოვრე მიხარია 🙂

    Like

    1. ნუ ჩარფუზანა ხმაურს ნიშნავს, როგორც ვიცი, ხმაურიანი თავყრილობის (ალიაქოთის) იდეით დავწერე მე პირადად, რაც შეეხება ბუნჩალაობას, ამ სიტყვის წარმოშობა არ ვიცი ნამდვილად (როგორც პოსტში დავწერე) 🙂
      არა უშავს გაგივლის გადაღლა და გექნება ჩარფუზანისა და ბუნჩალაობის თავი 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s