8 წუთი


რამდენიმე წუთი რჩება, სულ რამდენიმე წუთი, ამოცანის შესასრულებლად. ფეხს ნერვიულად ვათამაშებ ისე რომ ვერც ვგრძნობ, მეზიზღება გუშინ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი მოთმინების უნარი, რომელმაც 24 საათიც კი ვერ გაძლო. გარშემომყოფების თანაგრძნობით სავსე მზერაც საშინელ გულის რევას იწვევს მხოლოდ, ნაძალადევი მადლობის თქმა, გამარჯობა და დამშვიდობება.
სულ რამდენიმე წამში შეუძლია ყველაფერს პირვანდელი მნიშვნელობის დაკარგვა და სრულ არარაობად ქცევა, მძულს ის, რომ ერთი გულახდილი პასუხის გაცემაც კი არ შემიძლია. ვერ ვიტან არაფრის მთქმელ მზერას, რომელსაც ჩემი მისამსრთით ისვრიან, ვერ ვიტან, რომ არ აწუხებთ ის, რომ სახეზე სრული სიცხადით მაქვს აღბეჭდილი საშინელი მოუთმენლობა, ვერ ვიტან, რომ თავს არ თვლიან ვალდებულად თუნდაც ძალიან ყალბი ვალდებულებითი თანაგრძნობა და მწუხარება გამოხატონ.
ვერავის ვერ ვიტან, პირველ რიგში კი საკუთარ თავს მეთქი ალბათ უნდა დამეწერა, თუმცა არც ეს იქნება სიმართლე, როგორ ძალიანაც არ უნდა უხდებოდეს ეს ფრაზა ახლა ამ ტექსტს.
დღეს ჩემი საყვარელი ნაცრისფერიც მეზიზღება, საშინელი საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სიყვითლე დაჰკრავს აქაურობას, თვალებში რომ გაჭყიტავს და უეცრად, რომ ბნელდება ყველაფერი სიჭრელსგან. ვერ ვიტან იმის გაფიქრებას, რომ ისევ მომიწევს თავის ხელში აყვანა, რომ ისევ მომიწევს უმეტყველო მზერით თეთრი ჭერის ყურება, რომ ისევ მომიწევს კითხვაზე კარგად ვარ თუ არა მოჯღანულად გავიღიმო და ვთქვა კარგად მეთქი.
ვერ ვიტან, რომ არ მყოფნის ნერვები ვაკეთო ის რაც საჭიროა, ვერ ვიტან იმის ყურებას თუ როგორ მალე მეცლება დრო ხელიდან მაშინ როდესაც მინდა, რომ გაიწელოს, ვერ ვიტან იმას, თუ როგორ ნათლად ვგრძნობ ტკივილი როგორ ეხება ჩემს ნერვებს, ვერ ვიტან იმას, რომ არ მიხარია, როდესაც წამალი მოქმედებას იწყებს, ვერ ვიტან, როდესაც გამოხატავენ თანადგომას და კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან, როდესაც ამას არ აკეთებენ.
მძულს გვერდით უმაქნისად დადებული ტელეფონი, მძულს, რომ ჩუმადაა და თავს არავინ მახსენებს, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან იმის წარმოდგენას, რომ მალე დარეკავს და ვალდებული ვიქნები ავდგე.
ვერ ვიტან, რომ საკუთარი თავისგან მოვითხოვ იმას რაც არ მინდა და არ შემიძლია, ვერ ვიტან, როდესაც ვირწმუნებ თავს ყველაფერი შესაძლებელია მეთქი, ვერ ვიტან, როდესაც ამ ფრაზის თქმისთანავე თავში აურაცხელი რაოდენობით იდეა მოდის იმის შესახებ თუ რა არ არის შესაძლებელი.
ვერ ვიტან, რომ მხიარულ ნოტაზე განწყობილს წერის სურვილი არასოდეს მიჩნდება, ვერ ვიტან, როდესაც ძალით ვკლავ ჩემში არაფრიდან გაჩენილ ოპტიმიზმს მისი დაკარგვის შიშით.
Advertisements

4 thoughts on “8 წუთი

  1. ”ნაძალადევი მადლობის თქმა, გამარჯობა და დამშვიდობება” – როგორი ნაცნობია და როგორ მეზიზღება მეც…
    კი, მართლაც რამდენიმე წამში შეუძლია ყველაფერს მნიშვნელობის დაკარგვა, მეც მძულს, ის, რომ გულახდილი პასუხის გაცემა არ შემიძლია, თუმცა უფრო ის, რომ არც შემიძლია მივიღო სხისგან გულახდილი პასუხი…

    ”ვერ ვიტან, როდესაც ძალით ვკლავ ჩემში არაფრიდან გაჩენილ ოპტიმიზმს მისი დაკარგვის შიშით.” – ამას რაც შეეხება, სწორია რომ ვერ იტან და ნუ მოკლავ აწი 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s