გამაყუჩებლის მიღებიდან 15 წუთის გასაყვანად დაწერილი პოსტი არაფერზე


მთელი ღამის განმავლობაში გაშტერებული ვუყურებდი ფანჯარას, ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ირჟრაჟა, შენობებზე ალაგ-ალაგ მზის მოწითალო სხივები გამოჩნდა. საათისთვის არ შემიხედავს, ველოდი როდის დარეკავდა მაღვიძარა იმისთვის, რომ ნიშნის მოგებით მეთქვა დაგაგვიანდა დიდი ხანია მღვიძავს მეთქი.

ტკივილგამაყუჩებელი ახალი მიღებული მქონდა, დროის გასვლას ველოდებოდი და მიმიკის გასწორება მიჭირდა, ვოცნებობდი სიგარეტზე, თუმცა ადგომა არ შემეძლო, არც მინდოდა.
მციოდა, თუმცა ჰაერი რომელსაც ვსუნთქავდი ზემდეტად ცხელი იყო, ხელი ცხვირთან მქონდა მიტანილი, და ყოველი ამოსუნთქვისას კანი მეწვოდა.
ვგრძნობდი, როგორ იწყებოდა ახალი წრე, როგორ ვიდექი ისევ მრავალჯერ განვლილი გზის დასაწყისში, მუსიკა, რომელიც ყურში დაჟინებით ჩამყვიროდა პირველი მაცნე იყო იმის, რომ ყველაფერი იწყებოდა თავიდან.
კვირა თენდებოდა, არც კი ვიცი რატომ მქონდა მაღვიძარა დაყენებული, სად ვიყავი წასასვლელი, ნანატრი კვირა დღე თენდებოდა, თუმცა უსაქმურობისა და საკუთარ თავთან დარჩენის შიში იმდენად მზაფრავდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი დამეძინა.
ყოველთვის ვოცნებობდი დავმჯდარიყავი პატარა კათოლიკური ეკლესიის სააღმსარებლოში და მეთქვა ყველაფერი რაც თავში მომივიდოდა. მეგონა, რომ ის ძალიან პატარა დაშორება შენსა და მღვდელს შორის ყველაფერს გაცილებით მარტივს გახდიდა, მეგონა რომ შევძლებდი თავისუფლად მესაუბრა, მეგონა, რომ არ მექნებოდა შეგრძნება, რომ ვიღაც მადგას თავზე და სულში მიძვრება, ვერ დავინახავდი, როგორ ეცვლება სახეზე გამომეტყველება, როდესაც რაღაც ისეთს ვეუბნები რაც მისთვის მიუღებელია, ვიჯდებოდი ჩემთვის მშვიდად, პატარა ფანჯარასთან და ვისაუბრებდი, ვიტყოდი ყველაფერს რისი თქმაც მინდოდა.
არადა აღსარების თქმა არასოდეს მდომებია, ბავშვობაშიც ამას მხოლოდ მოვალეობის გამო ვაკეთებდი ალბათ, ამ იდეაში მხოლოდ პატარ ხის სააღმსარებლოში დაჯდომა და თავისუფალი ლაყბობის სურვილი მიზიდავდა, ასე ვიცი ხოლმე სრულიად უაზრო იდეების ამოჩემება და შემდეგ მათზე ოცნებას ვიწყებ.
Advertisements

5 thoughts on “გამაყუჩებლის მიღებიდან 15 წუთის გასაყვანად დაწერილი პოსტი არაფერზე

  1. უი, მაღვიძარას რომ ელოდები, ძალიან ცუდი შეგრძნებაა. გღვიძავს, მაგრამ რატომღაც მის ზარს ელოდები, ის კი არა და არ რეკავს… (თუ გძინავს, მაშინ გაიხარე, უცებ დარეკავს, გგონია არც გიძიანია საეთოდ)…

    ხო, პოსტს გვიან ვკითხულობ, თუმცა მე იგივე მდგომარეობაში გუშინ ღამე ვიყავი, ოღონდ გამაყუჩებლის გარეშე…

    Like

    1. ვერ ვიტან მაღვიძარას ხმას, როგორი საყვარელი მელოდიაც არ უნდა მეყენოს, მაინც გულწრფელი სიძულვილით მეზიზღება 🙂
      შენ რაღატო იყავი ასეთ მდგომარეობაში? 😐

      Like

  2. მე სპეციალურად მაქვს შერჩეული ძველი მულტფილმის სიმღერა, რომელსაც არაფრის დიდებით არ ვისმენ სხვა დროს და რომელიც ძალიან მიყვარს, ხოდა, დილით ცოტა კი მსიამოვნებს ეს ხმა…
    შენს კითხვას არც შეეხება, უეცარი სევდა და სენტიმენტები მეტაკა გუშინ, რაც ძირითადად ერთ კვირაში მოსახდენ ჩემს ”გადასახლებას” უკავშირდება და ”ვყლაპე მარილიანი” წყალი 🙂

    Like

    1. მე პირიქით ისეთი სიმღერა რომ დავიყენო, რომელიც მიყვარს მომენტალურად შემზიზღდება, ამიტომ სერიზული დილემის წინაშე ვდგები ხოლმე 🙂
      ხო, ცვლილებები ძნელია, თუმცა ზოგჯერ ძალიან კარგი 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s